კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ფიტარეთის მონასტერს გართხილება მისცა


საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ფიტარეთის მონასტერს გართხილება მისცა

31 აგვ. 2017, 10:38:14

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება.

გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება ფიტარეთის მონასტერს უკვე მისცა. უნებართვო ქმედებების განმეორების შემთხვევაში კი, სააგენტო არსებული ნორმების უგულვებელყოფის ფაქტს მკაცრ რეაგირებას მისცემს" _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით "ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ მძიმე ტექნიკის გამოყენებით წარმოებულ სამუშაოებს არქიტექტურული ნაგებობებისთვის ახალი დაზიანებები არ მიუყენებიათ, არქეოლოგიურ ფენებზე კი უმნიშვნელო ზეგავლენა იქონია":

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის არქიტექტორ-რესტავრატორებისა და არქეოლოგების ჯგუფმა 29 აგვისტოს ადგილზე შესწავლა მონასტრის გალავნის დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ტერიტორია.

არქეოლოგის ზედამხედველობის გარეშე, მძიმე ტექნიკის მეშვეობით უნებართვოდ მოსწორებული მიწის ზედა ფენის მოხსნის შედეგად, სპეციალისტებმა გამოავლინეს ნატეხი ქვით ნაგები სამეურნეო ორმოს (ე.წ. ხაროს) დაზიანებული ზედა ნაწილი, რომლის გადახურვის ქვებიც ადგილზევე დაფიქსირდა. დაზიანების მსუბუქი სიმძიმის მიუხედავად, სააგენტოს საპეციალისტები სამომავლოდ სავალდებულოდ მიიჩნევენ აღნიშნული არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერულ შესწავლას.

ახალი დაზიანებების კვალი არ ეტყობა არც მონასტრის კედლებს და არც მის გალავანს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულ გოდოლს, სადაც სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენები იკვეთება. გოდოლის ქვედა, შედარებით ადრეულ ნაწილში არსებობს ძველი ბზარი, რაც არსებული ფოტო მასალითაც დასტურდება.

ფიტარეთის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობებზე ახალი, მნიშვნელოვანი დაზიანებების არარსებობის მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება.

გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება ფიტარეთის მონასტერს უკვე მისცა. უნებართვო ქმედებების განმეორების შემთხვევაში კი, სააგენტო არსებული ნორმების უგულვებელყოფის ფაქტს მკაცრ რეაგირებას მისცემს.

ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მიესალმება სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში „საყდრისის კომიტეტის“ წევრების მიერ გამოვლენილ პოზიციას, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და შემდგომი მოვლა-პატრონობისკენაა მიმართული," _ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: დიდი ალბათობით, ეს დაზიანებები ახალი მიყენებულია




 ახალი ამბები
  • ექსკლუზივი: სად და რატომ გადაჰყავთ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. როგორც წყარო გვეუვბნება, მურადაშვილის ადგილს სამცხე-ჯავახეთის  პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დაიკავებს. მურადაშვილი აღნიშნულ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც უახლოეს პერიოდში იშვიათია. მან ახლახან კოვიდი დაამარცხა საკმაოდ მწვავე ფორმებში. მურადაშვილს, როგორც უწყებს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ისე ახასიათებენ. ჩვენი წყაროს თქმითვე, მურადაშვილის გადაყვანა როტაციის პრინციპს უკავშირდება. შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. "დავაზუსტებ და დაგიკავშირდებით", _ გვითხრეს უწყებაში. ჩვენი ინფორმაციით კი, მურადაშვილი გუშინ უკვე გამოემშვიდოვბა გურულ ... ...
  • ირაკლი ზარქუა - გუბაზი პარლამენტში 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინანაკლებად მაინტერესებს, იქნება თუ არა პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, დანარჩენი ოპოზიცია გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის მძევალი არ უნდა გახდეს, _ ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. დროა, სწორედ ამ თემებზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, სამუშაო აქ არის. „ენდიაის“ კვლევები ხომ ნახეს, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ოპიზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათ ამომრჩეველი ეუბნებათ, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ? ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო და წავყევით, რეფორმის ნაწილშიც, იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში იქნება თუ- არა. არ მაინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ, გუბაზი 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინა. გუბაზისნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზიცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდნენ მძევალი გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ირაკლი ... ...
  • ვინ არიან ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.  „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.  მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ  გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება ... ...
  • კალაძე: კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხსდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - განაცხადა  კახა ... ...
  • ბაღდათში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინესბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქეებს  ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. „ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....