კუთვნილი სტატუსის მოთხოვნა შესაბამისი ანაზღაურებით თუ კოლეგების დისკრედიტაციის მცდელობა

საზოგადოება

კუთვნილი სტატუსის მოთხოვნა შესაბამისი ანაზღაურებით თუ კოლეგების დისკრედიტაციის მცდელობა

2019 ნოე 15 15:23:11

მაია ჩხაიძე, რომელიც ლანჩხუთში ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმს ხელმძღვანელობს, სხვა კოლეგებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუზეუმო სფეროში შექმნილი პარადოქსული ვითარებიდან გამომდინარე, პრესკონფერენციის გამართვას აანონსებს:  "ვფიქრობ, საკითხის უფრო მეტად კონკრეტიკისა და გამჭვირვალეობისთვის სხვა მუზეუმებთან ერთად საჭირო გახდება პრესკონფერენციის ჩატარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებისგან წარმოებულ დევნა-შევიწროებას".

საქმე ისაა, რომ, დაახლოებით, ორი თვის წინ, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც  ითხოვდნენ "კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით":

"მოვითხოვთ: მხარეთმცოდნეობის და ეგნატე ნინოშვილის მუზეუმები დარჩნენ, როგორც ძირითადი მუზეუმები და მოგვემატოს ხელფასი, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშია.

თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი არის ბიბლიოთეკა და შეუერთდეს ცენტრალურ ბიბლიოთეკას; ვ. წულაძის სახელობის თეატრის მუზეუმი შეუერთდეს თეატრს განყოფილების სახით, ხოლო სპორტის მუზეუმი _ სპორტულ განყოფილებას; საკასო აპარატი და ბილეთები მხოლოდ ჩვენთან  და ნინოშვილის მუზეუმში მოქმედებს და რატომ უნდა ვიყოთ მათთან გათანაბრებულები, მით უმეტეს, რომ სადაც უნდა იკითხოთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმები ყველგან პრიორიტეტულია?

გთხოვთ, აღნიშნული საკითხი, ასევე, განიხილოს შესაბამისმა კომისიებმა და სამუშაო ჯგუფებმა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მოთხოვნებს გულისხმიერად მოეკიდებით და მოგვანიჭებთ კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, მივმართოთ სხვა ზომებს", _ ვკითხულობთ აღნიშნულ წერილში.

როგორც გაირკვა, ეს წერილი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე უკვე იყო მსჯელობის საგანი. მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნას ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, რომელიც არახალია,  არადამაკმაყოფილებელი პასუხი  გაეცა ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობის მოტივით. რაც შეეხება წერილში გაჟღერებულ სხვა მოთხოვნებს, კომისიის განმარტებით,  საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში  გახდება შესაძლებელი, თუ  მუზეუმის მხრიდან წარმოდგენილი იქნება  მკაფიოდ ჩამოყალიბებული განვითარების სტრატეგიული გეგმა.

პრესკონფერენციის გამართვამდე კი, ზემოთ ნახსენები წერილის გამო, საკუთარ პოზიციას თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე საჯაროდ აფიქსირებს  და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს დისკრედიტაციის მცდელობაში დებს ბრალს.

"სულ ახლახან, საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება, რომელიც არ ეტეოდა არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში და აშკარად შეიცავდა ახალშექმნილი მუზეუმების დისკრედიტაციის მცდელობას. საბედნიეროდ და სრულიად სამართლიანადაც, პოზიციამ და ოპოზიციამ (სრული ალოგიკურობის გამო) მათი მოთხოვნა ერთხმად უარყო. აღნიშნულ სხდომაზე, მათი უსამართლო პოზიციის გამო, სხვა მუზეუმების ინტერესების დაცვის მიზნით, მძაფრი დაპირისპირება მომიწია მუზეუმის თანამშრომლებთან. ისინი, აღნიშნულ განცხადებაში ავითარებდნენ შემდეგ მოსაზრებას, რომ მაგალითად, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი სინამდვილეში ბიბლიოთეკა იყო და ბიბლიოთეკას უნდა დაქვემდებარებოდა; ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი ლანჩხუთის სახალხო თეატრის კუთვნილება გამხდარიყო. მაშინ, როცა თეატრი თავად ექვემდებარება ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას. სპორტის მუზეუმი უნდა მიეერთებინა სპორტის განყოფილებას და ა. შ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს კი  ყოველივე ამის შემდეგ უნდა მიეღო "მთავარი" მუზეუმის სტატუსი და შესაბამისად, გაზრდოდა ხელფასებიც. მართლაცდა, "ქათმის ჰორიზონტის" მსგავსია. ანდა, სრულიად დესპოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იფიქრო მხოლოდ საკუთარი შრომის ანაზღაურებაზე და არ გაითვალისწინო კოლეგების ყოფითი პრობლემებიც, რომლებსაც, ფაქტობრივად, კოლეგებად არც კი თვლიან.
და მაინც, თავის დროზე (10 წლის წინ) რა რეალურმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაარსება, რასაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დღემდე ვერ ეგუება და რაც ამ წერილის მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს? კანონი მუზეუმების შესახებ განმარტავს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული მხარის ბუნების, ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის უნიკალური ექსპონატებით. გამომდინარე იქედან, რომ მუზეუმი სრულფასოვნად ვერ პასუხობდა კანონით გათვალისწინებულ გამოწვევებს, წარმოიშვა აუცილებლობა სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაფუძნებისა. მაგალითად, აი, რას წერს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი დავით ასკურავა თავის წიგნში "ვალოდია წულაძე _ შტრიხები პორტრეტისათვის": "ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბატონი ვალოდიას ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა ერთობ მწირია" და არა მარტო ვალოდიასი... სწორედ ამან დაუდო საფუძველი  ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის დაარსებას, რომელიც ხელოვნების ტიპს განეკუთვნება და რომელიც, ინტენსიურად და ნაყოფიერად ეწევა სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. პროგრესულ და წარმატებულ საქმიანობას ეწევიან ლანჩხუთში არსებული სხვა ტიპის მუზეუმებიც. ერთადერთი, რითაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უპირატესობა ვლინდება, არის მუზეუმის დიდი შენობა, რითაც ხშირად მანიპულირებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ შენობის კეთილმოწყობაში ლომის წილი მიუძღვის, პატივსაცემ პიროვნებას, აწ განსვენებულ მიხეილ გვარჯალაძეს, რომლის მიმართაც საშინელ უმადურობას იჩენენ. საერთოდ, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომპეტენტური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც სწორად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების (მათ შორის, მხარეთმცოდნეობის) ტიპებს",
_ ამბობს მაია ჩხაიძე.




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს