ლანჩხუთში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

საზოგადოება

ლანჩხუთში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

2018 მაი 17 15:01:36

ცოტა ხნის წინ,  ხანძარი იყო ლანჩხუთში, კუპრეიშვილის ქუჩაზე, სადაც ზენაიშვილების კუთვნილი ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ლანჩხუთის  სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

„ყველა სახლში იყო, სახლს რომ ცეცხლი მოედო. საბედნიეროდ, ცოცხალი და უვნებლები გადაურჩნენ ხანძარს, მაგრამ თუ რამ ქონდათ, ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ახალ გარემონტებული სახლი იყო, სიკვდილის ტოლფასია ამ ოჯახისთვის, რაც მოხდა.  არაფერი ვიცით, რამ  გამოიწვია ხანძარი“, - ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარისას დაზარალებულის მეზობელი.




 ახალი ამბები
  • ინიშნება თუ არა ირინა ინარიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მრჩევლად „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ალექსანდრე სურგულაძის თანაშემწედ ირინა ინარიძე ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას უარყო სურგულაძემ: _ ორი-სამი დღე აქეთ არ ვიყავი. არაფერი ვიცი, ჩემ თანაშემწედ? გამორიცხულია, _ გვითხრა სურგულაძემ. ის, რაც სურგულაძემ გამორიცხა, არ გამორიცხა თავვად ინარიძემ და დაგვდასტურა, რომ ამ თემაზე საუბრი მიდის:  _არის საუბარი, თუმცა, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ინარიძემ. განსხვავებული პასუხი მივიღეთ ოზურგეთის მერისგან _  პრესსამსახურის საშუალებით მოწოდებულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე შარაშენიძე ინარიძის დანიშვნას არ გეგმავს: "მერი ახლა მოქალაქეებს ხვდება, მიღება აქვს. ვკითხე და თქვა, რომ არავინ არსად დაინიშნავს", _ გვითხრა ეკა მგელაძემ და თავის კომენტარში აღნიშნა ინარიძის მერიაში დანიშვნა გამორიცხული არ არის: "ვიცე-მერს ჰყავს მრჩეველი და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კიდევ დაინიშნოს. შესაძლოა, ინარიძე უფრო დაბალ თანამდებობაზე დაინიშნოს", _ თქვა ჩვენთან საუბრისას მგელაძემ. ირინა ინარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც გურიის გუბერნიაში, ისე ოზურგეთის გამგეობაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.  იყო  ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორიც. 2011-2012 წლებში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესპურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მის სახელს უკავშირდება პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. ამავე თემაზე: ერთი სხდომის ორი ოქმი _ ასე ყალბდება ... ...
  • "სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა“_ დიმიტრი შაშკინი “მიხეილ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა. საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს.  _ბატონო დიმიტრი, მმართველმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაასახელა და რიგ შემთხვევებში, ცნობილია არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენელთა ვინაობაც.  ამ ფონზე, როგორ აფასებთ  მხარეთ შორის ძალთა გადანაწილებას? ფიქრობთ, რომ „ოცნება“, რომელიც არჩევნების მოგებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება, ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვებულის მანტიას დაუთმობს? _ ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გაერთიანებულ ოპოზიციას მოგება უნამუსოდ წაართვა, რაც  საქართველოს მოქალაქეებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა კარგად დაინახეს, ამიტომ არარელევანტურია კითხვა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას.   გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს.  _ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, გაჟღერებულია პოზიცია, რომ ხელისუფელბა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას 2024 წლამდე არ აპირებს, რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაშიც კი მმართველს პარტიას საარჩევნო სისტემის ფორმირებაზე დაითანხმებთ? _არ არის საუბარი ხელისუფლება რაზე დაგვთანხმდება და ჩვენ რა გვინდა. მილიონი ადამიანი აპირებს ხელისუფლებას უთხრას, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, არ არის სამართლიანი და არ ასახავს არსებულ პოლიტიკურ რეალობას. ნებისმიერი კვლევა არჩევნებს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაჟორიტარებს არც კი იცნობს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გამოჩნდება, ხელისუფლებას რამდენად აინტერესებს ერთი მილიონი მოქალაქის პოზიცია.  _ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე  განაცხადა, ციტირება:_“ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ცხრა წელი იყო არა სისხლიანი, არამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში“. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პარტიას წარმატების პარალელურად, ბევრი გადაცდომა ჰქონდა, რამაც 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი განაპირობა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, პარტიის წევრების მიერ დაშვებული შეცდომები გაანალიზდა? და ასევე, „ყველაზე წარმატებულ ცხრა წელთან“ დაკავშირებით ექსპრეზიდენტის პოზიციას ეთანხმებით? _ საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც  ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს. საქართველოში 2003 წლამდე რა ხდებოდა, საზოგადოებამ კარგად გაიხსენოს. ყველა მოქალაქე ნატრულობდა ერთი დღის განმავლობაში დენი ორი საათი მაინც მოსულიყო, გაზი გვქონოდა და კრიმინალის გამო ბავშვები ისე გაგვეშვა ქუჩაში, რომ მათზე არ გვენერვიულა. პედაგოგის ხელფასი 28 ლარი იყო და სკოლებში გათბობა საერთოდ არ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა, მან შეძლო პოსტსაბჭოურ სივრცეში არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შეექმნა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაცდომებს, ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა და ბუნებრივია, შეცდომები დაშვებული იქნებოდა, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა 2012 წლის არჩევნებში ავიღეთ, როცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდობიანად გადავაბარეთ. _ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით გადმოიბარა და შეისისხლხორცა, თქვენივე კრიტიკის ობიექტად იქცა. როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და როგორია ახლა ოპოზიციის თვალით დანახული “ქართული ოცნების“ პირობებში მოქმედი სასამართლო სისტემა? _სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, არ იყო ჩვენი ძლიერი მხარე. მართლმსაჯულების ფორმირებაში  მთავარი შეცდომა დავუშვით. ვერ მოვასწარით სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიიყვანა, რომელიც უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ეხებოდა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ჩვენ სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება შევძელით. „ქართული ოცნების“ პირობებში კი მართლმსაჯულებაში კორუფციაა დაბუდებული. ხელისუფლებამ სასამართლოს პოლიტიკური დავალებების შესრულების ნაცვლად, ფულის კეთების საშუალება მისცა. _ საქართველოში ნატოს გენერალურმა მდივამა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ციტირება _“მოგიწოდებთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გახდეთ ჩვენი წევრი. როგორ ფიქრობთ, დღეს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობებს საქართველო მაქსიმალურად იყენებს? _ 2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, დეკლარირებას ვისმენთ იმის შესახებ, რომ ნატოში შესვლა გვინდა, თუმცა აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმება. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით 2018 წლის არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც მიუთითებენ. ისეთი მძიმე რაპორტები, რომლებიც  2018 წლის არჩევნებზე დაიწერა, არ მახსოვს მანამდე დაწერილიყო, მათ შორის, შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. აღნიშნული საქართველოს ევროპულ მომავალზე, ბუნებრივია, უარყოფითად ... ...
  • პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლესპოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ის 24 წლის იყო, _ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დაჭრილია ასევე 38 წლის საქართველოს მოქალაქე. როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი ... ...
  • რატომ შეჩერდა და როდის განახლდება ციხის მშენებლობა ლაითურშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ციხის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. 2013 წელს კი, უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნული ციხის პროექტის გადაკეთებაზე საუბრობდა. სუბარის თქმით, ციხეში, რომელიც 4 500 კაცზე იყო გათვლილი და მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო 60 მილიონი ლარი, ახალი პროექტის მიხედვით, 1 500 პატიმარი განთავსდებოდა. _ ეს არის საპყრობილის რეჟიმის ციხე, სადაც პატიმარს გარეთ გამოსვლის უფლება მხოლოდ დღეში ერთხელ, ერთი საათით ექნება. თუმცა, რამდენად შესაძლებელია, 4 500 პატიმრის პირობებში ეს, ცალკე თემაა. პროექტის შემცირებასთან ერთად, შემცირდება მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები, რაც მოხმარდება სხვა ახალი და უფრო ღია ტიპის დაწესებულების აშენებას, სადაც აქცენტი გაკეთდება რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე, _ ამბობდა მაშინ სუბარი. დაპირებისამებრ, ციხის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის აპრილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "გურია ნიუსი" წერდა, რომ ლაითურში მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 850 მსჯავრდებულზეა გათვლილი, 2017 წლის ბოლოს დასრულდებოდა. _ მოეწყობა მაღალი რისკის დაწესებულების შესაბამისი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ლაითურის დაწესებულება საქართველოში პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს, _ გვითხრეს მაშინ. მიუხედავად ამისა, ლაითურის ციხის მშენებლობა დღესაც არ მიმდინარეობს. "გურია ნიუსი" ციხის მშენებლობის დასათვალიერებლად ადგილზე მივიდა, სადაც ასეთი ვითარებაა _ მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, ხოლო დაწესებულების შესასვლელებთან, როგორც გვერდით, ასევე, წინ მხარეს, დაცვის თანამშრომლები დგანან. ესენი არიან წვევამდელები, რომელთაც აქ მუშაობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ეთვლებათ და ბევრი ოჯახი, ასევე წვევამდელებიც, კმაყოფილი არიან, რომ მათთვის ასეთი შანსი გაჩნდა. დაცვის თანამშრომელთაგან ზოგმა გვისაყვედურა ციხის ტერიტორიასთან მიახლოების და ფოტოების გადაღების გამო: _ ჩვენ ვერანაირ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ _ მიმართეთ პრესსამსახურებს. მშენებლობა თუ არის შეჩერებული, მალე, მაისში განახლდება. აქ იქნება ბევრი სამუშაო ადგილი და ყველაფერი რომ კარგად იქნება, თქვენ თვითონ ნახავთ, _ გვითხრეს მათ და გვთხოვეს, ტერიტორია დაგვეტოვებინა. ადგილობრივ მცხოვრებთა შორის, საკმაოდ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის მშენებლობას არ ამართლებს, თუმცა, საკუთარი ვინაობის დასახელებისგან "გურია ნიუსთან" თავს იკავებენ. _ ჰკითხეს ვინმეს, მშენებლობა რომ დაიწყეს? სააკაშვილი ვის რას ეკითხებოდა, მაგრამ ესენი რას შვებიან, ვერც ეს რომ ვერ გავიგეთ? ითქვა, მშენებლობა შეჩერდება, მერე გადაკეთდებაო. იყო საუბარი იმაზეც, რომ ლაითურელებს და ასევე, გურიის მოსახლეობას აქ დასაქმების შანსი გაუჩნდებოდათ. რა კუთხით უნდა დასაქმდეს აქ ხალხი? ან რა საჭირო იყო ასეთ მიუდგომელ ადგილზე ასეთი ტიპის დაწესებულების აშენება? ერთადერთი, ეს იქნებოდა და იქნება გზა, სადაც საკმაოდ ბევრი ყოფილი ან პოტენციური დამნაშავე იმოძრავებს. ღმერთმა ქნას, სასიკეთო საქმე გაკეთდეს ამ ციხის მშენებლობით, მაგრამ ხედავთ რაიმეს სასიკეთოს? რა ვიცით, იქნებ, ჩვენ ვერ ვერკვევით, _ გვეუბნებიან ადგილობრივები. "გურია ნიუსი" პენიტენციალური სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და დაწესებულების მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პროექტი ექსპერტიზას გაივლის: "დაბა ლაითურში დაგეგმილია 600 პატიმარზე გათვლილი, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობა, სადაც პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სივრცეები იქნება განთავსებული. ამჟამად მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების შენობის საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება პროექტის ექსპერტიზა. ექსპერტიზის გავლის შემდეგ, პროექტის მიხედვით, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება სამშენებლო ... ...
  • "არც წყალი, არც საქუჩო განათება _ ყველანაირად წყალწაღებულები ვართ!"გუთური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან  140 მეტრით დაშორებული სოფელია. როგორც გურულები იტყვიან, "აგერაა, ორი ფეხის ნაბიჯზე და ელანძე მიხვალ". თუმცა, სოფელში მისასვლელი გზა ორმოებითაა სავსე. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია შიდა სასოფლო გზები, რომლის მოწესრიგებას ადგილობრივები, წლებია, ითხოვენ. 2014 წლის აღწერით, სოფელში 880 ადამიანი ცხოვრობდა _ 430 კაცი და 450 მამაკაცი, თუმცა, დღეს მათი დიდი ნაწილი, ოჯახის სარჩენად ქვეყნიდანაა წასული. სოფელში განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდების მიგრაცია _ აქ თითო-ოროლა ახალგაზრდას თუ იპოვით და ისინიც აუცილებლად გეტყვიან, რომ სოფლიდან და რაიონიდან წასვლა სურთ. _ ისე ვიზრდებით, რომ გასართობი ადგილი არ ვიცით, რა არის. სოფელში კი არა, რაიონში არ არის იმის საშუალება, რომ ახალგაზრდამ დაისვენოს, გაერთოს _ ყველას წასვლა უნდა. აქ რომ დავრჩეთ, რა უნდა გავაკეთოთ?! ვინც კი სასწავლებლად წავიდა, არავინ დაბრუნდა. ან რისთვის უნდა დაბრუნდნენ _ სამუშაოს ვერ იშოვი. განვითარება აქ წარმოუდგენელია, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეა. სკოლის, რომელსაც ამ დროისთვის შენობა არ აქვს _ გუთურელი ბავშვების ნაწილი განათლებას კერძო ბინაში, ნაწილი და ადმინისტრაციულ შენობაში იღებს, რადგან ავარიული შენობა, რომელშიც წლების განმავლობაში, სიცოცხლის რისკის ფასად სწავლობდნენ, დაიშალა. მოსწავლეები და მასწავლებლები ახლა ახალი შენობის მოლოდინში არიან _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული 7 მარტს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ჩაიშალა _ მასში მონაწილე ერთადერთ კომპანიას _ "შპს ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსს", არასრული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს. როგორც გავარკვიეთ, 2 470 043 ლარის ღირებულების შენობის დეტალურად დასაპროექტებლად და ასაშენებლად, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 150 მოსწავლეზე უნდა იყოს გათვლილი, მალე, ხელახლა გამოცხადდება. ახალი სკოლის შენობის გარდა, ადგილობრივები ხელისუფლების მიერ საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების მოლოდინში არიან _ უგზოობა, უწყლობა, საქუჩო განათების არარსებობა _ ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებას გუთურელები, დიდ ხანია, ითხოვენ. _ ჩვენი უბანი სხვებზე მეტად განიცდის საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობას. არც წყალი, არც საქუჩო განათება არ გვაქვს და ყველანაირად წყალწაღებულები ვართ. ყურადღებას არავინ გვაქცევს. მთავრობისგან დაპირებები ბევრი იყო, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი შეცვლილა. ჩოხატაურის მერი შეგვპირდა წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩვენს ქუჩაზე თეთრი ქვიშა დაყარეს, რამაც ძალიან გაგვახარა, მაგრამ პირველ რიგში, მაინც უწყლობის და განათების არქონის პრობლემაა მოსაგვარებელი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას  მარინა ჩხიკვიშვილი. მზია უგულავასაც იგივე პრობლემები აწუხებს _ იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ  ზაფხულში ჭაში წყალი მცირდება და იძულებულია, მეზობლებისგან  მოიტანოს, თუმცა, ცხელ დღეებში ჭები მეზობლების ეზოებშიც შრება: _ სხვა სოფლებთან შედარებით რაიონის ცენტრთან ასე ახლოს ვართ, მაგრამ მაინც სიბნელეში და უწყლობაში გვიწევს ცხოვრება, _ გვითხრა მან. ლაურა ანთიძე და ლიანა მამალაძეც ანალოგიური პრობლემის შესახებ გვიყვებიან _ ისინი  წინასაარჩევნოდ დაპირებული წყლის პრობლემის მოგვარების  იმედად არიან. ყურადღებას სოფლის სასაფლაოს კეთილმოწყობლობაზეც ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ ამ თემის მოგვარებას, რომელზეც სოფელში ბევრი იმსჯელეს, წელს ელოდებიან. თანასოფლელებისგან განსხვავებულს არც ნინო გაბუნია  ამბობს _ ისიც უწყლობასა  და ცენტრალური გზის შესახებ გვესაუბრა: _ გზის პირას ვცხოვრობთ, ეს ცენტრალური გზაა და ისეთი მოძრაობა და ხმაურია, მოტორბოლა გეგონებათ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბახმაროს სეზონია. არა ერთი უბედური შემთხვევა მომხდარა ამ გზაზე. კარგი იქნება, თუ სიჩქარის საზომ კამერებს დაამონტაჟებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ზაფხული ჩემთვის ორმაგად მძიმეა. წყლის მოსატანად მეზობლებთან დავდივარ, როდესაც სიცხეების გამო ჩემი ჭა შრება, _ ამბობს გაბუნია. გუთურელი ნუგზარ ჩხიკვიშვილისთვის უწყლობა პრობლემა მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მისი ჭა წყალუხვი გამოდგა.  ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ცენტრალურ გზაზე, სადაც ის ცხოვრობს, ელექტროგადამცემი ბოძები სასწრაფოდ შესაცვლელია: _ ცენტრალურ ქუჩაზე, გზის პირას ვცხოვრობ. აქ ყველა მეორე ბოძი დაზიანებულია, რადგან თავაწყვეტილმა მძღოლებმა გვერდი ვერ აუარეს. ეს ბოძები დროულად არის გამოსაცვლელი და აუცილებელია, შესაბამისი ბარიერების დაყენება, რადგან აქ, ავტომანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ. ხშირია ავარიებიც, _ გვითხრა ჩხიკვიშვილმა. ჩვენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა ყურადღება ფაროსანაზე გაამახვილა და გვთხოვა, ხელისუფლებისთვის ხმა მიგვეწვდინა.  გუთურელები ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებდა ფაროსანას მავნეობას ცალკეული კულტურებზე და რეკომენდაციას მიაწვდიდა სოფლის მოსახლეობას, თუ როდის, რა პრეპარატით უნდა შეიწამლოს ესა თუ ის მცენარე: _ ფაროსანამ მოსახლეობას ყველაფერი გაუნადგურა _ თხილი, სიმინდი, ხეხილი. ამ მავნებელთან ბრძოლა ერთი და ორი კაცის საქმე არ არის და მას ორგანიზებულად ბრძოლა სჭირდება, რაშიც ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს, _ აღნიშნავენ გუთურელები, რომლებიც ხელისუფლებისგან მათ მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან. ჩოხატაურს მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, გუთურში ბევრი პროექტი ხორციელდება: _ არ მგონია, გუთურელების უმრავლესობის აზრი იყოს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს, რადგან გუთურში არა ერთი პროექტი გახორციელდა. მალე, როგორც ძველ, ისე ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი ქუჩების მოასფალტება დაიწყება. ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაემატება გარე განათება. იწყება ახალი სკოლის მშენებლობა. ასე რომ, რაც დავპირდით უკვე იმაზე მეტია გაკეთებული და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება უწყლობას, ამ სოფელს წყალსადენი არასდროს ჰქონია და ზაფხულის თვეებში ნამდვილად არის წყლის დეფიციტი. არც თვითდინებით მიწოდების საშუალებაა, ამიტომ, ვფიქრობთ, მომავალში ჭაბურღილებით მოხდეს ამ დეფიციტის შევსება ან ახალი წყალმომარაგების სისტემა უნდა მოეწყოს, რომელიც ერკეთს, ქვემო ერკეთს და გუთურს მოამარაგებს. ეს მრავალმილიონიანი პროექტია, ისეთი, როგორიც დაბაში გახორციელდა... რაც შეეხება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, უკვე დაწყებულია ღონისძიებების გატარება, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის. ორი დღის წინ ასეთი შეხვედრა სოფელ ამაღლებაში გაიმართა. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სოფლებში უკვე ჩატარდა შეხვედრები ფერმერებთან. წელს კიდევ უფრო ეფექტური იქნება ამ მავნებელთან ბრძოლა, მათ შორის, გუთურშიც. მოუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას აქტიური თანამშრომლობისკენ. სახელმწიფო და თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს გეგმის მიხედვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...