"ვხედავ, ლექციების დროს როგორ უჭირთ ახალგაზრდებს პატარა ტექსტის წაკითხვაც კი" _ ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

საზოგადოება

"ვხედავ, ლექციების დროს როგორ უჭირთ ახალგაზრდებს პატარა ტექსტის წაკითხვაც კი" _ ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

2018 ივნ 14 15:12:04

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ლაშა ბაქრაძეს შევხვდით და ეს ინტერვიუ სწორედ მაშინ ჩავწერეთ.

_ ბატონო ლაშა, თბილისის წიგნის ფესტივალზე შვილებთან ერთად იმყოფებით და მოდით საუბარი ბავშვებით და ლიტერატურით დავიწყოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე შევაყვაროთ ბავშვებს წიგნთან ურთიერთობა?

_ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავიდან ნახოს ადამიანი წიგნებს კითხულობს და წიგნები აქვს სახლში. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ჩემმა ნათესავმა ცოლ-ქმარმა მითხრა, რომ მისი შვილი წიგნებს არ კითხულობდა. არაფერი გვითქვამს ბავშვისთვის. როდესაც ის მოვიდა ჩვენთან სტუმრად, მივიდა წიგნებთან და დაიწყო კითხვა. რამდენი ხნის შემდეგ ეს ბავშვი შემთხვევით მოხვდა ჩვენთან სახლში. შემდეგ ჩვენმა ნათესავებმა მე და მამაჩემს მადლობები გვიხადეს _ ბავშვმა წიგნების კითხვა დაიწყოო. მამაჩემმა უთხრა, თქვენთან  ერთი წიგნი ვერ ვნახე და იქნებ უყიდოთ ბავშვს წიგნებიო. აქედან გამომდინარე, წიგნის კითხვა იწყება სახლიდან... ხშირად მესმის,  რომ წიგნის ყიდვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მესმის, მაგრამ შეიძლება ბიბლიოთეკით ისარგებლოს ბავშვმა. მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ არა მგონია ასე მოხდეს თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბება. უნივერსიტეტში კარგად ვხედავ, ლექციების დროს როგორ უჭირს ახალგაზრდებს პატარა ტექსტის წაკითხვაც კი და რასაც ყოველთვის ვამბობდი, ახლაც დამტკიცდა, კვლევებმაც აჩვენეს, რომ ბავშვებს უჭირთ წაკითხულის შინაარსის ანალიზი.

_ რაში ხედავთ გამოსავალს. სად არის პრობლემა?

_ ჩემის აზრით, წარმოუდგენელი კატასტროფაა სკოლაში, ეს არ ეხება მხოლოდ კითხვას, არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ცოდნას. ეს ეხება ელემენტალურ უნარ-ჩვევებს, რომელსაც სკოლა უნდა იძლეოდეს და რომელსაც აშკარად არ იძლევა. ალბათ, ყველაზე სერიოზული რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანაში რომ მოხდეს, რომელსაც  მერე დაეფუძნება ყველა სხვა რეფორმა, არის სასკოლო რეფორმა. ამას უნდა წარმოუდგენელი დიდი ძალისხმევა, დიდი თანხების და სპეციალისტების მოზიდვა.

_ ბატონო ლაშა, თქვენს ბავშვობაში და სტუდენტობაში უფრო მეტად კითხულობდნენ წიგნებს და თუ ახლა, 21-ე საუკუნეში. თქვენ კარგად გემახსოვრებათ აკრძალული ლიტერატურის ხიბლი და მაგ დროს დიდი ინტერეს იყო, რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი და საინტერესო ლიტერატურა წაკითხულიყო.

_ მე შემიძლია ვთქვა, რომ  რუსული ვისწავლე სწორედ აკრძალული ლიტერატურის კითხვით. ჩვენს დროს არ იყო ამდენი კომპიუტერი... ცვლილებებზე თვალი არ დავხუჭოთ, მაგრამ  ადამიანი კომპიუტერში რას კითხულობს, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! იყო დრო ქვაზე ვწერდით, შემდეგ ტყავზე, შემდეგ დაბეჭდვა ვისწავლეთ და ა.შ. ყველაფერი ვითარდება, ეს კომპიუტერების ეპოქაც ერთ-ერთი განვითარების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჩათვალა, კომპიუტერები ნელ-ნელა ჩაანაცვლებდა წიგნებს, მაინც არ ანაცვლებს. ღრმად დარწმუნებული ვარ, წიგნებს გაქრობა არ უწერია და კვლავ დაიბეჭდება წიგნები. დაბეჭდილ წიგნს თავისი ფასი აქვს. ეს პრობლემა არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოში, არის ის, რომ სკოლა არის სრულიად კატასტროფულ მდგომარეობაში.

_თქვენ ამბობთ, რომ განათლების სისტემაში აუცილებელია ცვლილებები. თქვენი აზრით, რამდენხნიანი პროცესია ეს, რომ ის სავალალო შედეგი არ მივიღოთ, რაც ბოლო დროის კვლევებში არის ასახული. მაგალითად, ბავშვებმა  უფრო მეტად შეძლონ წაკითხულის შინაარსის ანალიზი.

_ ამაზე ძალიან რთულია პასუხის გაცემა. ამიტომ არის საჭირო საერთოდ ეროვნული ძალისხმევა, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვალოს. თუ სადმე არის ინვესტიცია ჩასადები, ნამდვილად განათლების სისტემაშია ჩასადები. რასაკვირველია, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს, ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურა ფუქციონირებდეს, მაგრამ ეს რომ იყოს სტაბილური, ამისათვის საჭიროა საერთო განათლების დონის ამაღლება, ეს შეუძლებელი იქნება ჯერ სკოლის და შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების გარეშე.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...