ლევან სურგულაძე: კომპანიები უკვე ემზადებიან, რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები

საზოგადოება

ლევან სურგულაძე: კომპანიები უკვე ემზადებიან, რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები

2019 ოქტ 10 13:03:40

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დღეს კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანი, რომელმაც საპენსიო ასაკში მოქალაქეების ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს, ხოლო მეორე მოკლე ვადიანი, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. ლევან სურგულაძემ ისაუბრა დღეს არსებულ კაპიტალის ბაზარზე და განაცხადა, რომ საინვესტიციო ინსტრუმენტების მხრივ არჩევანი ძალიან მწირია, თუმცა მოთხოვნა არის ლატენტური.

,,ისინი უნდა იყვნენ გამჭირვალე, მომგებიანი, გაიარონ აუდიტი, მიიღონ შესაბამისი რეიტინგი და გააკეთონ ფასიანი ქაღალდებიც იმიტომ რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებში შესვლა. ჩვენ მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები შეგვიძლია შევიძინოთ და ეს კომპანიები იქნებიან მოტივირებული და გამოუშვებენ კიდევაც ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს. ჩემი პროგნოზით, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ეს ეფექტი ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ. უკვე არის ბაზარზე მოძრაობა, უკვე არის ინტერესი ამ ფულის მიმართ გამოხატული, კომპანიები უკვე ემზადებიან რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს რომ ამ ფულს აი, აქ განვათავსებთ." _ განაცხადა სურგულაძემ.

(R)




 ახალი ამბები
  • გადაიკვეთება თუ არა მელექედურში საპატრიარქოსა და სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის მომხრეთა ინტერესებიდღეს სოფელ მელექედურში, სოფლის მხარდასაჭერი პროექტის ფარგლებში, სოფლის მცხოვრებთა კრება ჩატარდა. კრების დაწყებამდე, სოფლის  მცხოვრებთა უმეტესობა, წყლის, გზის და გაზის პრობლემებზე საუბრობდა. ასევე, თქვეს სოფელში სტადიონების კეთილმოწყობის თაობაზე, რომელიც სამ ლოკაციაზე უნდა გახორციელდეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი კოტე შარაშენიძე კრების მონაწილეებს მიესალმა და უთხრა, რომ ნებისმიერ პრობლემურ თემაზე მოუსმენდა მათ. _ რა ვუყოთ ამ  40 ათას ლარს, როგორ მოვიხმაროთ იგი? აქ ვარ და გისმენთ. თქვენი სახელი და გვარი, ყველასი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახელი დ გვარი იცით ყველამ და იცით ისიც, რას ნიშნავს ეს.  მე არ ვივიწყებ პატივისცემას, თქვენ ამირჩიეთ  და მზად ვარ, მოგისმინოთ და გავაკეთოთ, რასაც შევძლებთ ამ ფულით, _ უთხრა მან დარბაზში შეკრებილ ადამიანებს და ისაუბრა სოფლის ცენტრში არსებული ძველი კულტურის სახლის შენობის შესახებ, რომლის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი სპორტული ცენტრის და ზოგადად, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა უნდა მოხდეს. კრების მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ  დიდი ხანია, ამ შენობის  შემოქმედის ეპარქიისთვის გადაცემაზეა საუბარი და არ უნდათ მიტროპოლიტს აწყენინონ. _ მე ესეც არ ვიცი. ვნახოთ. ჩვენ გვყავს იურისტები, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ. ეპარქიაც ჩვენია. ერთმანეთის ვართ. სოფელში აუცილებელია ცენტრი იყოს კეთილმოწყობილი და ის დაუსრულებელი შენობა უნდა მოშორდეს იქედან, _ თქვა შარაშენიძემ და დარბაზში მყოფებს სთხოვა, ესაუბრათ მათთვის პრობლემურ საკითხებზე. მელექედურის ერთ-ერთი მცხოვრები დაეთანხმა მუნიციპალიტეტის მერს, რომ შენობა ძალიან სახიფათოა. _ მართალი ხართ, საშიშია იმ მხრივაც, რომ ვინმე  იქვე გამვლელი და ან შენობაში უნებლიედ  შესული არ დაშავდეს, შენობა კი არა ნანგრევია, _ უთხრა მერს კრებაზე მისულმა მოქალაქემ. ადგილობრივმა ხათუნა ღლონტმა გზის საკითხი და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც უგზოობის გამო აწყდებიან მელექედურის მცხოვრებლები. _ შენობა კი არა, მეორე ბრიგადაში ისეთი გზაა, რაფი აღარ ამოდის და მალე ფეხითაც ვერ ამოვა ადამიანი,  გუშინ მიკროავტობუსის მძღოლმა შუა გზაზე გააჩერა მანქანა და აღარ წამოვიდა. რა უნა ვქნათ? _ თქვა ხათუნა ღლონტმა, რაზეც მისი თანასოფლელი ნაზი სალუქვაძე შეეკამათა: _ ეს რაფი აქამდეც მანდ ჩერდებოდა, _ თქვა სალუქვაძემ. კრების მსვლელობისას მელექედურელებმა არაერთხელ დასვეს საკითხი გზის, სტადიონის, გარე განათების და გაზის გაყვანის თაობაზე, რის გამოც, საბოლოოდ, კენჭისყრა გადაწყვიტეს, თუ რომელი საკითხი  ჩაეთვალათ პრიორიტეტად. ხელის აწევის შემდეგ,  უმრავლესობის თანხმობა დაადასტურეს ხელმოწერებით. _ მერს სურს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეიქმნას, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვყავდეთ აქ, _ თქვა ადგილობრივმა ელისო ბენდელიანმა.  კერძო საუბარში, ბევრმა აღნიშნა, რომ ძველი  შენობის დემონტაჟი  უხერხულია, რადგან შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს აქვს სურვილი, შენობა ეპარქიის  მფლობელობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბოლო 10 წელია, რაც ცნობილია. ხომ არ  გადაიკვეთება მელექედურში საპატრიარქოს და  სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის უმეტეს მომხრეთა ინტერესები? _ ვრცლად ამის შესახებ, მალე საგაზეთო სტატიაში ვუამბობთ  ჩვენს ... ...
  • წულუკიანი: იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება,,იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე “ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმდენი რამ, რომ თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”, -განაცხადა წულუკიანმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარდგინა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების ... ...
  • ლომჯარია:პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება“პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერიოდში უაღრესად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს,” - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ  პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარებაზე სპციალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობა პატიმრებს შორის  ძალადობის და ჩაგვრის მიზეზი ხდება. „მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არაა ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება. დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის გავლენა სხვადასხვა გამოვლინებებით არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, თუმცა ის დღესაც აქტიურად გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას. აღნიშნულს ბევრი მიზეზი აქვს და სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, სამწუხაროდ, პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერიოდში უაღრესად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველის თქმით გამოვლინდა  ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ე.წ.მაყურებლები პრივილეგირებულ მდგომარებაში, რომლებიც  სხვა პატიმრებს არაფორმალური წესებისადმი დამორჩილებას აიძულებენ. „ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებასა და სხვა ქმედებებში გამოიხატება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არაფორმალური მმართველები, ე.წ. მაყურებლები იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარებაში და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს. ჯგუფმა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ 14-ე და 15-ე დაწესებულებაში ახლად შემოყვანილ მსჯავრდებულებთან ე.წ. კარანტინში მიდის კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენელი, უმასპინძლდება მას და შემდეგ უკვე სთავაზობს, რომ ამიერიდან მანაც უნდა შეიტანოს წვლილი, რომ ახალშემოსულ უქონელ მსჯავრდებულს ასევე დაეხმარონ. ამგვარად არაფორმალური მმართველები მაქსიმალურად ცდილობენ ახალმოყვანილი მსჯავრდებულის დარწმუნებას ე.წ.საერთოს შეგროვებაში მონაწილეობის მისაღებად“,- განაცხადა ნინო ... ...
  • პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების ფიზიკური დაპირისპირება (ვიდეო)თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა. „ამ ვიდეოზე წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვდება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება სცენას, პატიმარი ღელავს, ღელავს მას შემდეგ, რაც ექთანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმეს. შემდეგ დაწვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იგდებს პირში და ყლაპავს დანის ერთ ნაწილს, რა დროსაც, ჩვენი თანამშრომელი მამაკაცი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ ეს მისი ქმედება აღკვეთოს. როდესაც ყველაფერი სრულდება და გამოდიან გარეთ, ჩემი თანამშრომლები სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან, მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა სახეზე პატიმარს, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე ხელი მოაწეროთ იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ჭიქა, წყალი და ა.შ. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე აცხადებს უარს, ეს არის თქვენი თანამშრომელი, ვინმე ქალბატონი ნათია. მე ვსვამ კითხვას, რა არის ეს მიკერძოება? ის დაინახეთ, რომ თანამშრომელმა ხელი აარტყა და ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა. ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ასევე, თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მეორე ვიდეოშიც ექთანი და პატიმარია ნაჩვენები. „ფაქტი მეორე – აქაც თქვენ ხედავთ ექთანს და პატიმარს. რა გავაკეთო ახლა, მითხარით. ანგარიშში პირდაპირ წერია, დატოვე ექთანი კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარეო, არის იქ უსაფრთხოების ოფიცერიო. მითხარით, რა გავაკეთო და მოვიქცევი. რჩევებიც დაწერეთ ხოლმე ანგარიშში, რადგან პენიტენციური სისტემის მართვა არ არის მხოლოდ ლაპარაკი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მესამე ვიდეოში პატიმარმა ციხის თანამშრომელს თავი მიარტყა. „ფაქტი მესამე – თავი მიარტყა, არაფერი არ ხდება. რატომ მიარტყა თავი პატიმარმა თანამშრომელს, არავინ არ იცის. მე აქ პირველი ორი ფაქტი მაინც უფრო მეტად პირველ ადგილზე დავაყენე, რადგან ექთნებისა და ექიმების ძალიან დიდი გასაჭირია პენიტენციურ სისტემაში. ეს კი ნახევრად სიმართლე წერია ამ ანგარიშში, მაგრამ ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ არ უნდა ხალხს ჩვენთან მუშაობა. ახლა მიმდინარეობს ძალიან მტკივნეული რეორგანიზაციის პროცესი, სავარაუდოდ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე თანამშრომელი სამედიცინო პერსონალიდან იქნება გათავისუფლებული, რადგან კვალიფიკაცია არ ჰყოფნით. სხვადასხვა მიზეზები არსებობს ამის, მაგრამ არ არის ეს პოპულარული სამსახური. იმის მაგივრად, რომ თქვენ ჩემთან ერთად უნივერსიტეტ-უნივერსიტეტ სიარული გსურდეთ, რომ დავარწმუნოთ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ექიმები, რომ იმუშაონ ჩვენთან ერთად, მეუბნებით, რომ ექიმი არ დაიცვას უსაფრთხოების ოფიცერმა. უფრო მეტიც, ანგარიშში წერთ, მე მაძლევთ რეკომენდაციას, რომ დაავალდებულე, რომ ექიმმა ფოტოაპარატი ატაროსო. აი, ამ სიტუაციაში თქვენ წარმოგიდგენიათ, ექთანმა, რომელსაც წიხლებით პასუხობს პატიმარი, როგორ უნდა იაროს ფოტოაპარატით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიში გააცნო. წყარო: ... ...
  • ცვლილებები სოციალური დახმარების პაკეტში15 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომაზე სულ ხუთი საკითხი განიხილეს, რომელიც  საკრებულოს  თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ წარმოადგინა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საკითხი: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესახებ", რომლის ირგვლივ მერიის კულტურის და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ ისაუბრა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მიმდინარე წელს, სოციალური დახმარების პაკეტს ემატება ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, გამრავალფეროვნებული პროგრამები, რომელიც ბიუჯეტით თავიდანვე იყო გათვალისწინებული. განსაკუთრებით მისასალმებელია ონკოლოგიური პაციენტებისა და ვეტერანების მხარდაჭერა. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ განმარტა, რომ კითხვები რომ არ დაისვას, გათვალისწინებულ შენიშვნებზე, საკრებულოს სხდომამდე ორი დღით ადრე, დოკუმენტთან ერთად უნდა წარადგინონ წერილობითი პასუხი. _ ეს ყოველთვის ასე სჯობს და პირველ რიგში, მომგებიანია მერიისთვის, _ თქვა ბიგვავამ. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე დაეთანხმა ლავრენტი ბიგვავას წინადადებას, რომ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. სხდომაზე აღნიშნეს, რომ წელს ცვლილებებში დაემატა ისეთი პროგრამა, როგორიცაა, საკრებულოს წევრის, დავით მდინარაძის ინიციატივით წარმოდგენილი მკერდის კიბოს გენეტიკური კვლევა, რაც საიმედო პრევენციული კვლევა იქნება მომავლისთვის. მუნიციპალიტეტი, ასევე, აგრძელებს ოზურგეთის მოქალაქეებისთვის ყველა იმ სერვისის შეთავაზებას, რაც აქამდეც მოქმედებდა. საკრებულოს სხდომაზე დასკვნა სოციალურმა კომისიამაც წარმოადგინა. დეპუტატ ლელა საჯაიას თქმით, იყო ტექნიკური შეცდომებიც. _ არის ისეთიც, რომელიც განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ეს ეხება წარმოდგენილი წესის მეშვიდე მუხლის მეორე პუნქტს, სადაც წესში მითითებულია 40%, ხოლო ბიუჯეტში მითითებული არის თანაგადახდის 30% _ ეს ჩასწორდა. ასევე, არის წარმოდგენილი წესის მერვე მუხლი. აქ მითითებულია მაჩვენებელი 90% და საჭიროებს ჩასწორებას, რადგან ბიუჯეტის მიხედვით არის 80%. ტექნიკური ხარვეზის გამო პროგრამულ ფორმატში არ იქნა გათვალისწინებული ეს ცვლილება. მე შემოვდივარ წინადადებით, მივიღოთ წესი ბიუჯეტთან შესაბამისობაში პირველივე ცვლილებისას და დავამატოთ ის, რაც ჩვენ გვინდოდა, _ თქვა საჯაიამ. სხვადასხვა აზრის გამოთქმის და შეფასების შემდეგ, საკრებულომ დადგენილება დაამტკიცა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. საკრებულოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, აგრეთვე, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23 კვმ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...