Life N Style - საქართველო საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს (R)

საზოგადოება

Life N Style - საქართველო საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს (R)

2017 ივლ 13 17:32:30

ასოციაცია „არტ კავკასიას", ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის და წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს უკვე მეორედ ტარდება.

 პრინტ ფესტივალი 19 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში თიბისი  გალერეაში, ხელოვნების მუზემში, ხელოვნების უნივერსიტეტში და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება.  შემდეგ  კი,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში -  მესტიაში, თელავში, ოზურგეთსა და ბოლოს, თბილისში იმოგზაურებს. ფესტივალში 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მხატვარი და ფოტოხელოვანი მონაწილეობს.

 პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის, რაც ხელით ბეჭდვას გულისხმობს, განვითარებას.

პრინტი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლიარად ტირაჟირება, თუმცა ამავდროულად ყველა მათგანი ორიგინალად ითვლება.

'LIFE- N- STYLE ' - ცხოვრების სტილი  - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა. ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ წლევანდელი მასშტაბები ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებას და პოპულარობას.  ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს. თავისი უჩვეულო საგამოფენო და ქუჩის გალერეის ფორმატით ექსპოზიციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს.   ფესტივალის ფარგლებში, ასევე მოხდება ჩაის და ხელოვნების, ღვინის და  ხელოვნების პრეზენტაციები, სადაც საზოგადოებას მიეცემა ჩართვის საშუალება. დამზადდება სხვადასხვა სახის სუვენირები პრინტების გამოსახულებით, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს დარგის პოპულარიზაციას.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგია. თუმცა ბოლო წლებში ხელით ბეჭდვა - სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს. დაიკეტა ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონებში თითქმის აღარ არსებობენ მბეჭდავები.  ხოლო მხატვრებს და ფოტოხელოვანებს წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენებში.

ტრადიცია შარშან აღდგა, პირველად პრინ-ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა.   ორგანიზატორების ერთერთი მიზანი სწორედ ხელით ბეჭდვის დაკარგული მეთოდების გაცოცხლება იყო.  ფესტივალს დიდი ინტერესი მოჰყვა, როგორც  მონაწილე მხატვრების, ისე დამთვალიერებლების  მხრიდან. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი არაერთმა უცხოელმა ხელოვანმა გამოთქვა. ორგანიზატორების აზრით, წელს პრინტ ფესტივალი კიდევ უფრო მეტად მასშტაბური იქნება, რაც მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას დაათვალიეროს და შეიძინოს საინტერესო ტექნოლოგიით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, როგორც ცნობილი მხატვრების და ფოტოგრაფების კოლექციებიდან, ასევე ახლაგაზრდა ხელოვანების შემოქმედებიდან. ნამუშევრების შექმნის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილე ხელოვანები სპეციალურად მათთვის მოწყობილ სახელოსნოში სერიგრაფიის ტექნიკით უკვე ერთი თვეა მუშაობენ.   (R)




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...