“მე შუაში ვარ მუშებთან, ჩემთან _ “ვიგორაა“, მასთან კი გამგეობა“_ ვინ არის პასუხისმგებელი მუშებთან

საზოგადოება

“მე შუაში ვარ მუშებთან, ჩემთან _ “ვიგორაა“, მასთან კი გამგეობა“_ ვინ არის პასუხისმგებელი მუშებთან

20 მაი. 2017, 14:22:03

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი  სამი თვეა, რაც გაიხსნა, ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულ  პირებს  კი კუთვნილი ანაზღაურება ჯერ კიდევ არ აუღიათ. როგორც “გურია ნიუსს“ მუშებმა უთხრეს, მათ მიმართ კომპანიას გასასტუმრებელი აქვს, დაახლოებით, 10 000 ლარი.

მუშებმა პროტესტი რამდენიმეჯერ გამოხატეს, ბოლო რამდენიმე დღეა კი მიმართავენ კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელს ამირან მამალაძეს, იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში, შეიკრიბნენ ბაღის ეზოში და გამართეს აქციაც. თუმცა, როგორც “გურია ნიუსს“ უთხრეს, ჯერჯერობით, გარკვეული არაფერი არაა და არ იციან, როდის გაისტუმრებს პასუხისმგებელი პირები მუშახელის სახელფასო დავალიანებას.

“სამი თვე,  რომ იმუშავებ ფიზიკურად, წვიმაში, თოვლში, დაღამებამდე რომ საჭმელსაც ვერ შეჭამ და  მაღაზიიდან  ნისიად გამოგაქვს პროდუქტი, იმ იმედით, რომ ჩვენს კუთვნილ ანაზღაურებას ავიღებთ ყოველი თვის ბოლოს, ესაა ცხოვრება და ესაა სამართალი? მუშას ფულს რომ არ გადაუხდი? ყოველი ჩვენგანის უკან ოჯახები დგანან, შვილები გვყავს, რომლებიც ყოველი დღე მოუთმენლად ელიან თანხას“, _ ამბობენ “გურია ნიუსთან“ საუბრისას სოფელ ოზურგეთის ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.

იაგო ბოკუჩავა, მუშა: “პროტესტს გამოვხატავთ, რა თქმა უნდა. ხალხს ნამუშევარი არ აქვს აღებული, არ დაგვირიგეს. დაახლოებით, ალბათ, 10 ადამიანი ვართ, ვინც კუთვნილ ანაზღაურებას ველოდებით. მე, პირადად, 1 200 ლარი მაქვს ასაღები, გამგეობაში ვიყავით, აზრი ვერ გამოვიტანეთ, ერთმანეთს აბრალებენ. გამგებელთან იყო შესული უფროსი. საქმის მწარმოებელი ამირან მამალაძე მოვიდა ჩვენთანაც, გაგვესაუბრა, გვითხრა, ეს თანხა გაყინულიაო, ერთმანეთში აქვთ რაღაც გასარკვევი, სამი თვეა ბაღი გახსნილია და ჩვენ საერთოდ ერთი თეთრი არ აგვიღია“.

კახა მიქელაძე, მუშა: “ხელფასი გვაქვს ასაღები და არ გვაძლევენ, როგორც ჩვენ გავიგეთ, გამგეობას აქვს ფირმის დავალინება და არ მისცა, ფირმას აქვს გადასახდელი ასევე გამგეობისთვის თანხა, არის მაგათ შორის დავა და ამ დროს  მუშების ბედი არავის აინტერსებს“.

სოფელ ოზურგეთის ბაღის მშენებლობის საქმის მწარმოებელი  ამირან მამალაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მსგავს საქმეებს ყოველთვის მოსდევს პატარა გაურკვევლობა. მისი თქმით, მალე გამოსწორდება აღნიშნული საკითხი და მუშებიც ადრეულ პერიოდში მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას“.

“ვინ გამართა აქცია, არაფერი ვიცი. ან გამგეობა არაფერ შუაში არ არის, არც მე ვარ შუაში, გამგეობაშიც იყვნენ. ფული არის გადმოსარიცხი, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვცეს ბათუმის ფირმამ თანხა, ერთმანეთში აქვთ ანგარიში გასასწორებელი, მე ვიყავი ქვეკონტრაქტორი ბათუმის ფირმის, მუშებთან შუაში მე ვარ, ჩემთან კი „ვიგორაა“, რომელმაც უნდა გადაიხადოს დავალიანება,  მგონი ჯერ არ მიუმართავს სასამართლოსთვის, იმუქრება მივმართავო და არ ვიცი. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ისინი და გამგეობა უნდა გასწორდნენ ერთმანეთში. დაიფარება მაგათი დავალიანება, ზოგჯერ ხდება ასეც, იწელება დროში ასეთი რაღაცეები, დაახლოებით, 7000 ლარია გასაცემი,  როგორც მე ვიცი“.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას ნამდვილად აქვს დავალიანება გასასტუმრებელი კომპანია “ვიგორას“ მიმართ, თუმცა,  სანამ კომპანია “ვიგორა“ თავის პირგასამტეხლოს არ გადაიხდის, რომელიც ვალდებულებად აწევს მუნიციპალიტეტის მიმართ, მანამ თანხის გადარიცხვა გამგეობის მიერ ვერ მოხდება:

 “საქმის კურსში ვარ მუშების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენჯერმე ოფიციალურად,  წერილით მივმართეთ კომპანიას, საიდან პასუხი არის მხოლოდ ერთი _ “ვიჩივლებ სასამართლოში“ . ეს ძალიან დიდი ისტორიაა. მაგ ფირმას აქვს ჩვენი დავალინება, რომელიც უნდა დაგვიფაროს. მხოლოდ ამის შემდეგ  უნდა გადავრიცხოთ თანხა,  სხვანაირად ვერ  მოხდება, მაგ ფირმამ უნდა უზრუნველყოს ეს, მუშებისთვის ანაზღაურების გაცემა, სხვანაირად ვერ გამოვა, ჩვენ მეტის უფლება არ გვაქვს. მივწერეთ, მაგრამ კონტაქტზე აღარ გამოდის და რაც უფრო მალე შეიტანს სარჩელს სასამართლოში, მით უფრო კარგია ჩვენთვის“, _ ამბობს ბადრი გობრონიძე. ჩვენს კითხავზე, არსებობს თუ არა გარკვეული ვადები ამასთან დაკავშირებით, გამგებლის მოადგილე კონკრეტულად ვერ გვპასუხობს:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს“ვიგორას“ შორის დავა უკვე რამდენიმე თვეა, დაწყებულია, მოკლე ისტორია კი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ასეთია:

შპს “ვიგორამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღი ააშენა. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე სოფელში ბაღის მშენებლობა აღნიშნულმა კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევით შეასრულა და მას მუნიციპალიტეტის მიერ ჯარიმის გადახდა 61 213  ლარი და 50 თეთრით დაეკისრა.

მუნიციპალიტეტს კი შპს “ვიგორას“ მიმართ, საბოლოო ანგარიში  75 708, 42 ლარი აქვს გასასწორებელი, თუმცა,  როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, თუ შპს ჯარიმას 20 დღეში არ გადაიხდიდა, მუნიციპალიტეტი მას საბოლოო ანგარიშს არ გაუსწორებდა.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის  და შპს “ვიგორას“ დირექტორის რამინ შავაძის, წარმოდგენილ  მინდობილ პირს ამირან მამალაძეს შორის, ელექტრონული ტენდერის შესაბამისად,   2016 წლის 7 აპრილს გაფორმდა  ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 392334, 00  ლარს. ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 1 ნოემბრამდე".

2017 წლის 23 თებერვალს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე მოხსენებითი ბარათით მიმართავს გამგებლის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს:

“07 04 2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების #73 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს “ვიგორას“ მიერ წარმოდგენილია სოფელ ოზურგეთში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოს შესრულების საბოლოო აქტი (სამუშაოს ჩაბარების ვადების დარღვევით), ინსპექტირების დასკვნის თანახმად შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 385041,14 ლარით. ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 75 708, 42 ლარს.“.

“გურია ნიუსთან“ შპს “ვიგორას“ ხელმძღვანელი რამინ შავაძე ამბობდა, რომ აუცილებლად მიმართავდა სასამართლოს:

“აბა, დაინტერესდით, რატომ არ მირიცხავს გამგეობა დარჩენილ 80 ათას ლარს. მოსაცემი აქვთ, წარმოგიდგენიათ? ბაღი გაიხსნა, ბავშვები შევიდნენ, ფუნქციონირებს და დარჩენილ ფულს არ მიხდიან. იცით, რას მეუბნებიან? ჯერ ჯარიმა გადაიხადეო. აი, ამიტომ მივალ სასამართლოში. თუ ჯარიმას არ გადაიხდით, იმ ძველ თანხას არ მოგცემთო. აუცილებლად შევხვდებით ოზურგეთის სასამართლოში!“_ ამბობდა რამინ შავაძე.

რაც შეეხება მუშების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს, “გურია ნიუსი“ შეეცადა ახალი კომენტარი მოეპოვებინა რამინ შავაძისგან, თუმცა, ჩვენი არაერთი გზის მცდელობისა, კომპანიის ხელმძღვანელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 




 ახალი ამბები
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...