"მე ვარ მოსკოვის ქუჩის მცხოვრები და წინააღმდეგი ვართ, ქუჩას სახელი შეეცვალოს"


საზოგადოება

"მე ვარ მოსკოვის ქუჩის მცხოვრები და წინააღმდეგი ვართ, ქუჩას სახელი შეეცვალოს"

28 მარ. 2019, 14:49:14

25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხები განიხილეს. პეტიციები იმით იყო ყურადსაღები, რომ თითოეულის ირგვლივ მწვავე და საინტერესო დისკუსია წარიმართა.

ოზურგეთში, მოსკოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნამ მწვავე კამათი გამოიწვია. მოთხოვნა დაფიქსირებული იყო, როგორც "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის _ "ქ. ოზურგეთში გეოგრაფიული ობიექტისთვის, მოსკოვის ქუჩისთვის, სახელწოდების გადარქმევისა და მისთვის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ"; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ განხილვისა და შემდგომი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე".

დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ საკუთარი თვალსაზრისი გამოხატა და თქვა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში ყველაფერს მერაბ კოსტავას და ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ეწოდა.

_ კი, ბატონო, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები, დიდი ერისკაცები იყვნენ, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? ბენიამინ ჩხიკვიშვილის მსგავსი პიროვნება და ერისკაცი ბევრი გვყავს? რატომ არ უნდა ერქვას აქამდე მისი სახელი რომელიმე ქუჩას? ეს მოსკოვის ქუჩა რომ ყოფილა, ახლა გავიგე. ცხოვრობს, ალბათ, 16 ოჯახი და რატომ ვკარნახობთ სახელის შეცვლას? იქნებ, არ სურთ? ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რომელიც თბილისის ქალაქის თავად იყო წოდებული, უზადო განათლების მქონე პატრიოტი ქართველი... რომელი ღირსება უნდა ჩამოვთვალოთ მისი? არ იმსახურებს ის, აქამდე დარქმეოდა მისი სახელი რომელიმე ქუჩას? ახლა, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას მოუნდა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლა და ასე სურთ გადაწყვეტა? _ თქვა გოგიბერიძემ, რასაც დეპუტატების ტაში მოჰყვა.

დეპუტატმა ლელა საჯაიამ განმარტა, რომ კონკრეტული ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხი ქუჩის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ.

მოსკოვის ქუჩის მცხოვრებმა, რეზო ხუნდაძემ, რომელიც დარბაზში სწორედ მეზობლების სახელით გამოცხადდა და წარმოადგინა 74 ადამიანის ხელმოწერა, თქვა, რომ ყველა ოჯახი ქუჩის სახელის შეცვლის წინააღმდეგია:

_ მე გახლავართ მოსკოვის ქუჩის მცხოვრები და წინააღმდეგი ვართ, ქუჩას სახელი შეეცვალოს. ვინც ეს მოიფიქრა, მოვიდნენ და გვაჩვენონ, სად მოაწყვეს გამოკითხვა, ვის ჰკითხეს, რომ ქუჩას სახელი გადარქმეოდა?! აღმოვაჩინეთ, რომ თანახმაა მხოლოდ ორი ოჯახი და ორივე გვიან დასახლებულია ქუჩაზე. მოსკოვის ქუჩაზე სულ 55 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ რაც გვაწუხებს, ეს 27-წლიანი პრობლემაა _ გაუწმენდელი და მოუწესრიგებელი არხები. ერთხელაც არავის მიუხედავს ამ ქუჩისთვის და რაც გვიჭირს, იმ მხრივ დაგვეხმარონ. წვიმის დროს არხებიდან წყალი გადმოდის და პირდაპირ ქუჩაზე მიედინება, _ თქვა ხუნდაძემ.

დარგობრივი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ აღნიშნა, რომ მოსკოვის ქუჩის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან ქუჩის სახელის შეცვლას. ამიტომ საკითხი არ გადაწყდება მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე.

თავის მხრივ, რეზო ხუნდაძემ კმაყოფილება გამოთქვა ასეთი გადაწყვეტილების გამო.

შემდეგი პეტიცია, რომელიც ბიუროს სხდომაზე განიხილეს სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა, ლაშა გოგოტიშვილმა წარმოადგინა და სოფლის ცენტრში პარკის მოწყობას შეეხებოდა.

_ ძალიან გთხოვთ, ჩვენი სოფლის მცხოვრებთა ეს მოთხოვნა გაითვალისწინოთ და გაახაროთ ბავშვები. თუ ბავშვებს გავახარებთ, სოფელიც გაიხარებს და გვაქვს იმედი, ეს პეტიცია შედეგს გამოიღებს, _ მიმართა მან ბიუროს წევრებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სოფელ დვაბზუდან, მარი ჩხიკვიშვილმა ისაუბრა სოფლის ცენტრში ბავშვებისთვის პარკის მოწყობის აუცილებლობაზე და მწვავე საკითხიც წამოჭრა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში სოფლის ცენტრში არსებული ადგილის გადმოცემაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა:

_ უნდა მივმართოთ სამინისტროს, რომ სოფელ დვაბზუს ცენტრში მდებარე ადგილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გადმოსცეს მუნიციპალიტეტს. მიმდებარე ტერიტორია არის კერძო მესაკუთრის, რომელიც ჩუქნის სოფელს აღნიშნულ ტერიტორიას, რათა პეტიციის მოთხოვნა სისრულეში იქნეს მოყვანილი. ასევე, დვაბზუში მდებარე ძველი შენობა სავალალო მდგომარეობაშია _ მიტოვებულ, ნახევრად ჩამონგრეულ საძირკველში ბინადრობენ ქვეწარმავლები და მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნიან. იქვე, გვერდით განთავსებულია საბავშვო ბაღი და აქედან გამომდინარე, ბავშვებს საფრთხე ემუქრებათ, _ თქვა მან და ხაზი გაუსვა იმ სიკეთეებს, რომელიც სოფელ დვაბზუს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის მოაქვს:

_ სოფელ დვაბზუში არის ორი მნიშვნელოვანი ქარხანა _ ბენტონიტის და ასფალტის გადამამუშავებელი, ასევე, სარიტუალო დარბაზი, კარიერები, თხილის ქარხნები და სხვა მნიშვნელოვანი ბიზნეს-დაწესებულებები, რომლებისგანაც გადასახადი შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ დვაბზუს მოსახლეობის მოთხოვნა და სოფლის ცენტრში მოეწყოს პარკი.

აღვნიშნავ და ყველამ იცით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს ანგარიშვალდებულების თუ ჩართულობის მიმართულებით. თუ პეტიციით წარმოდგენილი საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, ეს მოქალაქეების ჩართულობის მიმართ ნდობის ხარისხს შეამცირებს. ვფიქრობ, პეტიცია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი წარმატებული ინოვაციური მექანიზმია და მოსახლეობა აქტიურია ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა იქნეს გადაწყვეტილი დადებითად, _ ასე გამოხატა თავისი და თანასოფლელთა მოსაზრება მარი ჩხიკვიშვილმა.

ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ საკითხი მეტად აქტუალურია, პეტიცია დროული და სამართლიანია და საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის აღმასრულებელ ორგანოს გადაუგზავნა.




 ახალი ამბები
  • იაგო ხვიჩია: „პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მე არ მომაყოლოთ“პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული _ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს. „ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული. ჩემი ამოცანაა, გითხრათ _ მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ქართველო ხალხო, ერთადერთი მიზანი მაქვს _ გიჟებს მე ვერ გავაჩერებ. მე მაქვს ერთადერთი მიზანი, ცოტა ხანი რომ გაივლის, თქვენთვის მქონდეს სათქმელი, რომ მე ამათ ვაფრთხილებდი, ეს არ მინდოდა, ამაში არ წავყევი, ოპოზიციას რომ შეაგინებთ, ან ხელისუფლებას პარლამენტის განადგურებისთვის, მე არ ვყვებოდე ამ ამბავში“, _ თქვა ... ...
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....