„მე ვხედავ“ _ ახალგაზრდა შემოქმედი, რომლის ფიქრებიც მის ასაკს წინ უსწრებდა


საზოგადოება

„მე ვხედავ“ _ ახალგაზრდა შემოქმედი, რომლის ფიქრებიც მის ასაკს წინ უსწრებდა

2 დეკ. 2020, 11:35:13

18 წლის ბეგი მამალაძე თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე ვერაგულად მოკლეს.

ახალგაზრდა შემოქმედი 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან თავისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო.

ბეგი წერდა სიმღერებს, ლექსებს, რეპით იყო გატაცებული. კარგად მღეროდა. არაჩვეულებრივად ხატავდა.

წელს, ახალგაზრდა შემოქმედი ოცდაოთხი წლის გახდებოდა.

„სიკეთით შემოდგა ფეხი ამ სამზეოში ბეგიმ 1996 წლის 2 დეკემბერს. სანამ გაჩნდებოდა, ჩემთან, სამშობიაროს ეზოში, ექიმი მოვიდა და სისხლის ჩაბარება მთხოვა. ბეგის დედას,  მარიკას საკეისრო კვეთას უკეთებდნენ. ძალიან ვნერვიულობდი. სისხლი გავიღე, თუმცა, არც მარიკას და არც ბეგის არ დასჭირვებიათ,  მაგრამ იმავე დღეს სხვას დასჭირდა და გადაუსხეს კიდეც ბეგისთვის დაუშურვებლად გაღებული სისხლი. მთელი ცხოვრებაც ასე გაატარა. დაუღალავად შეეძლო სიკეთის კეთება, ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება. პატარაობიდან უცნაური იყო ბეგი. განსხვავებული თავისი დამოკიდებულებებით. აღქმის და ფანტაზიის საოცარი უნარით დაჯილდოებული“,_ იხსენებს ბეგის დეიდა, ქალბატონი ნინო ზედელაშვილი.

წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, ახალგაზრდა შემოქმედის იუბილეს აღსანიშნავად  კულტურული ღონისძიებები არ გაიმართა, თუმცა, დაიბეჭდა ბეგის რიგით მეორე წიგნი _ „მე ვხედავ“.

როგორც ბეგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ,  წიგნს სახელი შემთხვევით არ შეურჩიეს _  თავისი ასაკისთვის შეუფერებლად ბევრს ხედავდა ბეგი.

 „ხანდახან მგონია, რომ საქართველოს ისტორიამ მის თვალწინ გაიარა. ყველა ტკივილი მის გულზე აღიბეჭდა. ბეგის ძარღვებში დაუდიოდა საქართველოს სიყვარული. სულ პაწაწინა იყო, მოვიდოდა თუ არა,  ეზოდან  მეხვეწებოდა: „ნინო დეიდა, ჩოხას ჩამაცმევ? „აზიასკებსაც“ ჩამაცმევ?“ გამოეწყობოდა, ხანჯალსაც დაიკიდებდა და საბრძოლო ყიჟინით დარბოდა სახლში“, _ იხსენებს ბეგის შესახებ საუბრისას ქალბატონი ნინო.

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბეგის შესახებ ამბობს, რომ პატარა ბიჭის ფიქრები მის ასაკს წინ უსწრებდა.

„ბეგი მამალაძე დიდი სევდის ავტორია. ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, ცოტა წარმოუდგენელიც კი არის, როგორ მოასწრო ასე პატარა ბიჭში ამხელა დარდმა ასე ღრმად ჩაბუდება. მაგრამ დაკვირვება, რომელსაც  სწორედ მისი პოეზიის გაცნობა გვაიძულებს, იოლად დაგვანახებს, რომ ბეგის ფიქრები მის ასაკს შორს უსწრებდა.

ბეგის სული სხეულს ისედაც არ ეკუთვნოდა. ის სხვა სივრცეებს ელოდა და ამიტომაც, ასე წინასწარმეტყველურად, მაგრამ მსუბუქად შეეგება სიკვდილს, რომელიც, რუსთაველისა არ იყოს, თამაშად და მღერად უჩანდა.

„სიკვდილის შიში სულაც არ მთრგუნავს

და არც დედას ვთხოვ, ჩემზე იტიროს

და სიკვდილის წინ სულ ერთს ვთხოვ უფალს:

სახეზე სიომ გადამირბინოს!

ჩვენ აქ დავრჩებით წვიმის წვეთებად,

დავრჩებით ბოლო სტროფის ნაკვესში.

კაცად გვეცხოვროს, არა ღმერთებად,

ამოისუნთქეთ... ვიყოთ ნათელში!“

ბეგი დარჩა. ის დიდ და მნიშვნელოვან მაგალითად დარჩა და ეს კრებულიც ამის ნიშანია“,_ ამბობს კეკელიძე.

მწერალი  დათო ტურაშვილის აზრით,  ბეგი მამალაძეს რომ ეცოცხლა, კარგი მწერალი გახდებოდა. მას დრო სჭირდებოდა, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ნაბოძები ნიჭი.

„ვისაც  უნახავს ბეგი მამალაძის ნახატები, ან წაუკითხავს მისი ლექსები და მოთხრობები,  ალბათ, ჩემსავით გაბრაზდება ამ ფაქტით და ყოველთვის ექნება საშინელი სინანულის განცდა უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო. არადა, სწორედ დრო იყო მთავარი, რაც ბეგის ესაჭიროებდა, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს უხვად ნაბოძები ნიჭი და ჩანაწერებისგან შეექმნა ნამდვილი პროზა და ლექსებისგან  კი  ნამდვილი პოეზია. ბეგი მამალაძე რომ ძალიან კარგი მწერალი გახდებოდა, როგორც მისი მკითხველი, დარწმუნებული ვარ და მისი ნახატები კი, ახლაც ისეთი მომაჯადოებელია ჩემთვის, რომ ამ შთაბეჭდილების გადმოცემა მიჭირს. მეტიც, ისიც კი დაუჯერებელია და აუხსნელია ჩემთვის, თუ როგორ შეიძლება რომ ამ ასაკში, ასეთ სამყაროს ქმნიდე ან ხედავდე ასე და ნახატებს, მგონი, ცალკე კვლევა და სხვა ანალიზი ესაჭიროება და არა, უბრალოდ, აღფრთოვანება“, _ წერს ტურაშვილი.

ბეგის ლექსებსა თუ ნახატებში იგრძნობა ახალგაზრდა შემოქმედის საფიქრალი და სატკივარი.

„დილას ცა შეტიალდა. მამალმა მეორედ იყივლა. თბილისში მზე რომ ამოდის, ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ აქ გურიაში ჩოხატაურის სოფელ ხევში დღე ხალისიანად იწყება“, _ ასე იწყებს ბეგი მამალაძე მოთხრობას „ჩემი სოფელი“, საიდანაც ვიგებთ, რომ  თბილისი  ბეგისთვის იყო ქალაქი, სადაც სიყვარულის და სიკეთის დანახვა სურდა.

პოეტი მანანა ჩიტიშვილი ეხმაურება ლექსების კრებულს „მე ვხედავ“.

ჩიტიშვილის თქმით, ყოველი წიგნი ავტორის ხელახალი დაბადებაა. 

„ეს ჯერ კიდევ ყრმა და თავის ასაკისთვის უჩვეულო სიღრმით მოფიქრალი ჭაბუკი ავტორიც ხელახლა დაიბადება, ოღონდ უკვე   მკითხველთა გულებში, მათ სიყვარულში.  კეთილი გზა და დიდი სიცოცხლე ვუსურვოთ კრებულს, ცრემლთან ერთად სიხარულს რომ მოგვრის მკითხველთ“.

გამოვა თუ არა გაყიდვაში „მე ვხედავ“, იქნება თუ არა შესაძლებელი წიგნის შეძენა, მანამდე ვიდრე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და ლიტერატურული მაღაზიები მუშაობას გაანახლებენ? _  ამ კითხვებს „გურია ნიუსთან“ ბეგის დედა, ქალბატონი მარიკა ზედელაშვილი პასუხობს.

_ წიგნი დაიბეჭდა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურულ სააგენტოში  ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის („ჩემი საქართველო“) დაფინანსებით. სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე წიგნი ვერ გამოჩდება ლიტერატურული მაღაზიების თაროებზე, მაგრამ ფონდმა შეიძლება ორგანიზება გაუკეთოს ონლაინ გაყიდვას. პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ ბეგის დაბადების დღე მასშტაბური ღონისძიებით, მაგრამ ამ წიგნის დაბადებამ მაინც ახალი ფურცელი გადაშალა ბეგის ბიოგრაფიაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის  ბეგის პირველი წიგნის შემდგენლებს _ ჩემს დას, ნინო ზედელაშვილს და მის ქალიშვილს, თაკო კერესელიძეს. მათმა დაუღალავმა შრომამ  სურვილი აუხდინა ბეგის გულშემატკივრებს, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დღემდე არ განელებულა.

იმედი მაქვს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ წიგნის პრეზენტაცია შედგება თბილისსა და ჩოხატაურში და ეს წიგნი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ბეგის თაყვანისმცემლების წიგნების თაროებზე.




 ახალი ამბები
  • ბაკურიანში დიდი თოვლი მოვიდაკურორტ ბაკურიანში დღეს დიდი თოვლი მოვიდა _ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა სირაძე ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი _ 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება; 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • გაბუნია ვაქცინაციაზე: ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ იმუნურობის საჭირო დონის მისაღწევად, ზრდასრულების 60%-ის აცრაა საჭირო. "სამიზნე მაჩვენებელი - ეს არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად - არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება იმუნურობის დონის გარანტია, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არიას ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და მაღლი რისკის სხვა ჯგუფები", - ამბობს გაბუნია. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. "ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია". ამავე ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ ... ...
  • ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას გაქრობას" უწინასწარმეტყველებსოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიების ნაწილის განცხადება, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, შანტაჟია. ინჯია ოპოზიციას "გაქრობასაც" უწინასწარმეტყველებს: "შეიძლება ვიღაცამ ბოიკოტი გამოუცხადოს, მაგალითად, რომელიღაცა სოფელმა და იმ პარტიამ, ვისაც 0,5% აქვს. ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს, მაგრამ ეს არის შანტაჟი სხვადასხვა მეთოდებით. თვითმმართველობის არჩევნები როდის იქნება, ჯერ გამოცხადებული არ არის და ვნახავთ, ვინ დარეგისტრირდება. ვფიქრობ, რომ ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. თუ არ მიიღებენ, ისინი უახლოეს წლებში საერთოდ გაქრებიან“, _ ამბობს ინჯია. შეგახსენებთ, რომ ინჯია პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით ... ...
  • გიორგი ვაშაძე - ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებულიჩემზე რომ რამე კომპრომატი ოყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გამოეხაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ. გიორგი ვაშაძე ელისაშვილის ამ განცხადებას ჭორაობას უწოდებს. „ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან. „არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო დ მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის. „ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს ... ...
  • საკოორდინაციო საბჭო მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე მუშაობსვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია უპირველესად განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. „საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმის მზადყოფნის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება. „საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ  შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით დაჯარიმდა სამი ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი. ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 670 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....