მედიამონიტორინგის მიმდინარე ტენდენციები და მედიამკვლევარის რეკომენდაციები

საზოგადოება

მედიამონიტორინგის მიმდინარე ტენდენციები და მედიამკვლევარის რეკომენდაციები

16 სექ. 2017, 10:25:05

გუშინ, თბილისში სასტუმრო BETSY-ში 2017 წლის საქართველოს ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის მიმდინარე ტენდენციები ჟურნალისტებს გააცნეს.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და მასში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ინტერნიუსი-საქართველო და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არიან ჩართულები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ონლაინ და ბეჭდური მედიის მიერ მომზადებულ სტატიებში ბალანსი არ არის დაცული,  თოქ-შოუები ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს და ამა თუ იმ საკითხის ანალიზი არ ხდება, რადიომაუწყებლების ნაწილი კი ეთერში სინქრონის გაშვების დროს  არ ასახელებენ იმ პიროვნებების ვინაობას, რომელთა კომენტარსაც მსმენელს სთავაზობენ.

როგორც ცნობილია, მედიამონიტორინგი ივნისში დაიწყო, თუმცა თოქშოუებზე დაკვირვება 19 აგვისტოდან მიმდინარეობს.

ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ივნისიდან დღემდე დაფიქსირებულ დარღვევებზე  და მათ გადასაჭრელ გზებზე „გურია ნიუსს“  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედია მკვლევარი, ზურაბ წურწუმია ესაუბრა.

როგორც წურწუმია აღნიშნავს, ონლაინ და ბეჭდური მედიის მკითხველებს  ერთმანეთისგან სარეკლამო და სარედაქციო სტატიების განსხვავება უჭირთ.

„ჩვენი ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია რაც მედიას ამონიტორინგებს. წელს მონიტორინგი დაიწყო ივნისში. ჩვენ ვამონიტორინგებთ 12 გაზეთს და 19 ონლაინ მედია საშუალებას. ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ წინა წლებთან შედარებით არსებული განსხვავებების დასახელებისგან, იმიტომ  რომ მონიტორინგის შუა პერიოდში ვართ, ანგარიში არ დაგვიწერია და უბრალოდ ჩანს სურათი, რაც ამ თვენახევრის განმავლობაში შეიქმნა. საბოლოო პასუხის შედარება უკვე შესაძლებელი იქნება, როცა მონიტორინგს დავასრულებთ და სახეზე გვექნება რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგები. ონლაინ და ბეჭდურ მედიას აერთიანებს 1 მთავარი პრობლემა, ეს არის სარეკლამო  და სარედაქციო სტატიების გაყოფა ერთმანეთისგან. 2-ვე შემთხვევაში, როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდურ მედიის შემთხვევაში, მკითხველი ადვილად ვერ ასხვავებს რომელია ფასიანი სტატია, რადგან გამოცემები ან დამაბნეველი ნიშნით აქვეყნებენ სტატიას ან განმარტება, რომ ეს რეკლამა არის, ბოლო გვერდშია მითითებული ან საერთოდ არ არის და ისეთი სახის ნიუსებზე არ არის რეკლამის ნიშნები, რომლებიც სულ მცირე ეჭვს აღძრავს, რომ ეს უნდა იყოს ფასიანი სტატია“,_ამბობს წურწუმია.

მისივე თქმით, რეგიონულ გაზეთებში სიძულვილის ენა უფრო ნაკლებად გამოიყენება ვიდრე ცენტრალურ გაზეთებში.

„რაც შეეხება ცალკეულ პრობლემებს, გაზეთებში დადებითი მხარე არის ის, რომ რეგიონულ გაზეთებში სიძულვილის ენის გამოყენება, დისკრიმინაცია, ნაკლებია ჟურნალისტის ან რესპოდენტების მხრიდან ლანძღვა ნაკლები არის, რაც ცენტრალურ გაზეთებში უფრო ხშირად და გამოკვეთილად ჩანს“,_ამბობს ის.

როგორც მედიამკვლევარი ამბობს, სტატიების დაუბალანსებლობა გაზეთებისა და ონლაინმედიის საერთო პრობლემაა.

„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ არის დაბალანსებული სტატიები, მაგალითად,  აქებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ცენტრალურ თუ ადგილობროვ ხელისუფლებას ან აკრიტიკებენ. ვერ ხერხდება ჯერ-ჯერობით სტატიების ისე დაბალანსება, რომ იყოს ხელისუფლების, მოსახლეობის, ოპოზიციის, მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების  აზრი  დაფიქსირებული. პრობლემა ასევე ონლაინ მედიასაც იგივე გააჩნია. იმ მხრივ, რომ არ ისმევა კითხვები. მედია, ასე ვთქვათ რუპორის როლშია. რამე თუ ხდება ის უბრალოდ აშუქებს ინფორმაციას, არ სვამს კითხვებს, რომლებიც უბრალოდ გაუჩნდება ნებისმიერ მაყურებელსა თუ მკითხველს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ესა თუ ის პოლიტიკური პროცესი ან მოვლენა“, _ ამბობს წურწუმია.

როგორც წურწუმია „გურიანიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, მედიის მიერ მომზადებული სტატიები მკითხველისთვის იმდენად ინფორმაციის მიმცემი უნდა იყოს, რომ  არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.

„პრობლემებიდან გამომდინარე რეკომენდაციები არის პირველი ის, რომ მედიამ უნდა მოახერხოს სტატიების გამიჯვნა. ინფორმაცია უნდა იყოს სიღრმისეული, დაბალანსებული. მედიამ უნდა შეძლოს რომ მაყურებელს, მკითხველს, მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია რომელიც ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ მან არამხოლოდ უნდა გააცნოს მკითხველს თუ ვის რა პროგრამა აქვს საარჩევნოდ, არამედ უნდა განუმარტოს, ანალიზი უნდა შესთავაზოს. ეს ანალიზი კი  არა კონკრეტული ჟურნალისტის რაღაც ფაქტებზე, არამედ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით უნდა იყოს აგებული“, _ამბობს წურწუმია.

ის ასევე მედიის მიერ წყაროს განმარტვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ მედიამ განმარტოს თავისი წყაროების სახელი, რადგან, ხშირად არის, რომ ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება და ამ სახის ინფორმაციაზე იგება მასალები და ვრცელდება, როგორც ნამდვილი ამბავი, ისეთი სათაურებითა და ტექსტებით, რომ მკითხველი სათაურის გაგებით შოკში ვარდება და მერე იგებს, რომ ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია ვიღაცისგან გაიგო და ვისგან გაიგო არავინ იცის. როგორც წესი ეს ამბები ჭორად რჩება, არ მართლდება და ინფორმაცია ვრცელდება. გვაქვს შემთხვევები, რომ ჟურნალისტი წერს არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე,  რომ რომელიმე მინისტრი ან გამგებელი უნდა გადადგეს. რაც არ ხდება ან შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მკითხველი არ უნდა მოატყუო და უნდა აუხსნა, თუ საიდან გაქვს ინფორმაცია“, _ ამბობს წურწუმია.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...