“მეპატრონე თუ უნდა მილიონს დააფასებს“_ რა ღირს ჯიხური ოზურგეთში

საზოგადოება

“მეპატრონე თუ უნდა მილიონს დააფასებს“_ რა ღირს ჯიხური ოზურგეთში

6 ოქტ. 2017, 15:03:32

ქალაქ ოზურგეთის რამდენიმე ცენტრალურ უბანში, მათ შორის ტროტუარებზე, ახალი ჯიხურები დგას. ბოლო რამდენიმე დღეა, გ.ჭანტურიას ქუჩაზე, რომელიც მშენებარე ფოლკლორის ცენტრისა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაა, ახალი ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.

“გურია ნიუსს“ არა ერთმა დაინტერესებულმა პირმა მიმართა, გაერკვია, თუ ვისია აღნიშული ობიექტები:

“საინტერესოა, ვინ შეიძინა, როგორ, რამდენად, ვის სახელზეა რეგისტრირებული ოფიციალურად, რადგან ძალიან ძვირი ღირს. ერთი ჯიხურის ყოველთვიური ღირებულება 200 დოლარია ან მეტი, კვადრატულს გააჩნია. ვის აქვს ამდენი ფული დღეს ოზურგეთში? უბრალო ადამიანი ვერც იყიდდა, არც მისცემდნენ უფლებას ან დაიჭერდნენ, სად გქონდა ამდენი ფულიო, იქნებ თქვენ გაიგოთ ინფორმაცია და მოგვაწოდოთ“.

„გურია ნიუსი“ არაერთხელ იმყოფებოდა აღნიშნულ ადგილებში, თუმცა, პასუხისმგებელი პირი ვერ ვნახეთ. ობიექტებზე  მუშების ნახვა შევძელით. გასაუბრებისას მათ აღნიშნეს, რომ ისინი მხოლოდ დასაქმებულები არიან  და მათ ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისთვის თანხას უხდიან, თუმცა, ვინ, ამის დასახელებისგან თავს იკავებენ. როგორც მათ გვითხრეს, ერთი ჯიხურის გაქირავება თვეში 1500 ლარი ღირს  ან ამის ნახევარი, თუ ერთი ობიექტი ორ ნაწილად გაიყოფა.  მათთან გასაუბრებისას გავარკვიეთ მხოლოდ ერთი _ მშენებარე ობიექტის კურირებს შპს “მუხების“ წარმომადგენელი, ვინმე რობერტ გოთუა.

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით რობერტ გოთუა არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მკვიდრი.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიღებული იქნა განცხადება რობერტ გოთუას მიერ შპს “ მუხების“ დასარეგისტრირებლად 2017 წლის 15 მაისს.

თუ ვინ არის მიწის მესაკუთრე, სადაც მშენებარე ობიექტებია  განთავსებული, როდის და რა ფასად შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ამასთან დაკავშირებით “ გურია ნიუსი“ რობერტ გოთუას დაუკავშირდა, რომელმაც  მსგავსი ტიპის ინფორმაციის მისაღებად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან გადაგვამისამართა:

_ მე ვარ შპს “მუხების“ წარმომადგენელი,  რობერტი გოთუა. რა გნებავთ? _ გვკითხა მან. ეს მიწა არის კერძო საკუთრება და რაც შენდება ისიც. ჩემი არ არის, ბატონო,  ეს არის სხვისი კერძო საკუთრება. თუ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ, მიმართეთ მერიაში სივრცით მოწყობის და ინფრასტუქტურის  სამსახურს, იქ გაიგებთ ყველაფერს, მე ვარ შპს “მუხების“ “დირექტორი“. სხვა არ ვიცი, მეპატრონე  თუ უნდა გააჩუქებს, თუ უნდა მილიონს დააფასებს, ეს მისი საქმეა, _ გვიპასუხა რობერტ გოთუამ.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტეტურის, მშენებლობის ინსპექტირების, ურბანული განვითარების, ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მამია მახარაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით შეიძინა და მათ გასცეს მშენებლობის ნებართვა:

_ ჩვენთან შემოვიდა მშენებლობის ნებართვით შპს“ მუხების“ დირექტორი  რობერტ გოთუა.  როგორც მე  ვიცი, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი  აუქციონზე შეიძინა. ნებართვა გაცემულია ივნისში და ასევე, მშენებლობის პროექტიც დამტკიცებულია. ეს მიწა უკვე საკუთრებაშია გადაცემული  და ჩვენ რა უფლება გვქონდა, არ მიგვეცა მშენებლობის ნებართვა, _ამბობს “გურია ნიუსთან“ მახარაძე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მერაბ წივწივაძემ, რომელიც ამავდროულად ხელმძღვანელობს აუციონის თემას მერიაში,  “გურია ნიუსთან“ საუბრისას ჯერ თქვა, რომ ჯერ იურისტებთან გადაამოწმებდა,  ინფორმაციის გაცემის უფლება აქვს თუ არა:

 _ რომ მოგვმართოთ ოფიციალური წერილით? უნდა ვიკითხო იურისტებთან იქნებ არ შეიძლება,  რომ გითხრათ ინფორმაცია, მოიცა გადავამოწმებ, _ გვითხრა წივწივაძემ, თუმცა, უმალვე გადაიფიქრა და თქვა, რომ თავად მოიძიებდა ინფორმაციებს და დაგვიკავშირდებოდა.

წივწივაძის განცხადებით, ქალაქ ქოზურგეთის მერიამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გადასცა ვინმე ავთანდილ ბერიძეს:

_ აუქციონი ჩავატარე 2017 წლის  28 თებერვალს,  აუქციონზე,  მყიდველმა ავთანდილ ბერიძემ შეიძინა უძრავი ქონება, რომლის  ჯამური თანხა შეადგენს 42 ათას 216 ლარი 90 თეთრს, _ ამბობს წივწივაძე. 




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...