"მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერს

საზოგადოება

"მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერს

2018 ნოე 17 16:59:37

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახალის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს - ამის შესახებ დაბის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა.

კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და  რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _  ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია.

რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს.

 ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს  _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ - ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს.

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია.

დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან:

_ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აღნიშნავენ დაბაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის რეზო მესხიძის თქმით, ატრაქციონები ლაითურში გვიან ღამით მიიტანეს:

_ კომუნისტების დროინდელი ატრაქციონებია, მაგრამ ვინ მოიტანა არ ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. მუნიციპალიტეტის მერიისგან იყო დაპირება, რომ საბავშვო ატრაქციონებს მოიტანდნენ _ ხალხიც ელოდებოდა და მოიტანეს ძველი ატრაქციონები. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ესენი სხვაგან იდგა და ჩვენთან გადმოისროლეს. არადა, მასეთი ატრაქციონები დგას დაბაში _  უბრალოდ, ერთს ცალი ფეხი არ აქვს და მეორე კიდევ გაფუჭებულია, _  გვითხრა რეზო მესხიძემ.

ვინ და საიდან მიიტანა ძველი ატრაქციონები დაბაში უცნობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის გია ჩაგანავასთვისაც.

„გურია ნიუსმა“ კი გაარკვია, რომ ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება.

ის, რომ ატრაქციონები ნამდვილად ოზურგეთიდანაა წაღებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ:

„ეს საბავშვო ატრაქციონები ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც ააჯამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუშინ, მერიის გადაწყვეტილებით წაიღეს.

როგორც მერისგან გავიგე,  ადგილზევე მოხდება ატრაქციონის დამონტაჟება, რესტავრაცია, შეღებვა და განახლება,“  _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჭყონიამ.




 ახალი ამბები
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...