მეტი განადგურებული აზიური ფაროსანა ზამთარში _ ნაკლები პრობლემა გაზაფხულზე

საზოგადოება

მეტი განადგურებული აზიური ფაროსანა ზამთარში _ ნაკლები პრობლემა გაზაფხულზე

2017 ნოე 15 13:19:06

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გავრცელებულ აზიურ ფაროსანას უკვე ორი წელია საქართველოში ებრძვიან. მთავრობა და სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ, მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად ქიმიურ პრეპარატებთან ერთდ აუციელებელია პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

2015 წლიის შემდეგ ხეხილის ბაღების, ბოსტნებისა და მასივების  არაერთი წამლობა ჩატარდა, თუმცა აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს მიმდინარე წელს მაინც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განადგურდა თხილის მოსავალი, გაფუჭდა სიმინდი და ბოსტნეული სხვა კულტურები, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა ციტრუსიც. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს. თუმცა ამ ეტაპზე ბაღლინჯოსგან მოსავალს უკვე ნაკლები საფრთხე ემუქრება, რადგან ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელმა ბაღებიდან შენობებში გადაინაცვლა.

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, მანამდე სანამ მწერი კვლავ ბაღებში დაბრუნდება, მის წინააღმდეგ ბრძოლო სწორედ თავშესაფრის ადგილებიდან უნდა დაიწყოს.

მავნებლის განადგურების პროცესში საკუთარ როლს აცნობიერებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაის მოსახლეობა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ შეწამლასა და მწერის მექანიკური გზით განადგურების საშუალებებზე.

მათი თქმით, ახლა მათთვის მთავარ პრობლემას სახლში შესული აზიური ფაროსანა წარმოადგენს, რომელიც ყველგან არის გავრცელებული, მათ შორის ტანსაცმლის კარადებში, საწოლებში, სხვენებსა თუ სხვა სათავსოებში. სოფლის მეურნეობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი განმარტავს რომ, მიმდინარე წელს მათ ადმინისტრაციულ ერთეულში 18 800 ლიტრი ქიმიური პრეპარატი, მისი გამოყენების შესაბამისი ინსტრუქციით დარიგდა. ასვე ბოლო თვენახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტის 15 თემის 51 სოფელში 70 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარედა. შეხვედრებზე ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფომაცია იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს აზიური ფაროსანა სხვადასხვა კულტურას და როგორ უნდა ებრძოლონ მას.

მამუკა კვანტალიანის თქმით, წელს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოსავალი მავნებელმა გაანადგურა, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობა შედარებით გააქტიურდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ იმ ეტაპზე, როდესაც მავნებელი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში, მასთან ბრძოლო მხოლოდ მექანიკური საშუალებებით არის შესაძლებელი, ქიმიური საშუალებებების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებიც მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები:

1. აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვისმიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად;

2. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება;

3. საპნიანი წყალი. ღმა ჭურჭლით საპნიანი წყლის ჭურჭელს ვდგამთ და ვანათებთ ნათურით. სინათლე იზიდავს ბაღლინჯოს;

4. საქართველოში ყველაზე უფრო აქტიურად გამოყენებადი მექანიკური საშუალება, ეს არის მავნებლის  მტვერსასრუტით ან ცოცხით შეგროვება და დაწვა.

 სპეციალისტები გვირჩევენ: არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა, რაც უფრო მეტ ფაროსანას გაანადგურებს მოსახლეობა ზამთრის პერიოდში სახლში, მით ნაკლები პრობლემა დახვდებათ გაზაფხულზე.

ირმა ჭარაქაშვილი

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.

                                                                                                                               




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...