"მიხაკო ორაგველიძის თავმჯდომარეობიდან დაწყებული, გზას ვითხოვთ მარჩენალ ყანებამდე!"

საზოგადოება

"მიხაკო ორაგველიძის თავმჯდომარეობიდან დაწყებული, გზას ვითხოვთ მარჩენალ ყანებამდე!"

17 ივლ. 2019, 11:38:32

შრომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, 1500 მცხოვრებით. როგორც ყველგან, აქაც სახნავ-სათესი სავარგულები სოფლის მარჩენალ ძალას წარმოადგენს. თუმცა, როგორ ყველგან, შრომაშიც საყანე ფართობების უდიდესი ნაწილი დაუთესავია და ამის უპირველეს მიზეზად, სხვა სოფლებისგან განსხვავებით (სადაც, ძირითადად, შეღობვის პრობლემას ასახელებენ), ამბობენ, რომ შეღობილ ყანებსაც ვერ თესავენ იმის გამო, რომ ასობით ჰექტარ ფართობებამდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის გაკეთება, ნახევარ საუკუნეზე მეტია, არ მოხერხდა.

_ მიხაკო ორაგველიძის თავმჯდომარეობიდან დაწყებული, ერთკილომეტრიანი გზის გაკეთებას ვითხოვთ მარჩენალ ყანებამდე. 70 წლის ვარ და პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მაშინაც ამ გზის პრობლემა იყო. მახსოვს, უფროსები ამბობდნენ, მიხაკო ორაგველიძემ, მაშინდელმა ცნობილმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, ხალხს უთხრა, ამ გზის გაკეთება იმიტომ გინდათ, მერე ციტრუსების პლანტაციებიდან მანდარინს მოიპარავთ, ყანების თესვის დროს, ტრაქტორებს შევიყვან და სიმინდს არ დაგატოვებინებთ ფართობშიო. ერთის მხრივ, ტექნიკა ბლომად იყო მაშინ და სიმინდი მართლაც არ რჩებოდა ვინმეს ყანაში. ახლა? მიდი და გამოიტანე ამ დაჭაობებული გზით. შემოდგომაზე, ტრაქტორი, რომლის ძარაზეც სიმინდი ეყარა, ჩავარდა ტალახში და კიდევ ორი ტრაქტორი დავუბით, რომ ამოგვეთრია. ძლივს მივიტანეთ სახლში მოსავალი. არც იჭმევა ასეთი ნაცოდვილარი, _ გვეუბნება შრომის მკვიდრი მიხეილ ფუტკარაძე.

სოფელ შრომის მცხოვრები ჯემალ ჭაკნელიძე დეტალურად გვიყვება საყანე ფართობებამდე მისასვლელი გზის პრობლემაზე:

_ "სეფისპირად" წოდებული ფართობი ას ჰექტარზე მეტ სავარგულს მოიცავს. პრობლემა ამ ფართობებამდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზაა _ საშველი არ დაადგა მის გაკეთებას. გზას გვერდით მიუყვება არხი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ამოივსო. პატარა მდინარე სეფა ადიდდება თუ არა, გზაც და ფართობიც წყალში ტივტივებს _ ცოტა გაწვიმებაც საკმარისია. ვართ ასე გატანჯული, მით უმეტეს, გურიაში სინესტე და წვიმა ხშირია.

შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გავგზავნეთ წერილი. პასუხად ის მივიღეთ, რომ მელიორაციას ეხებაო. იყვნენ მერე ამ მელიორაციის სამსახურიდანაც, მაგრამ ნახეს და წავიდნენ. სანამ უნდა ვიცადოთ? აქ ისეთი ნოყიერი მიწებია, ძნელად ნახავთ სადმე _ ერთ ჰექტარ ფართობზე სამ ტონაზე მეტი სიმინდი მოგვყავს. ასევე, უამრავი გოგრა, სოიო და ლობიო, ჩალა და თივა თავისთავად. რა გახდა ერთი კილომეტრი გზის გაკეთება, არ ვიცი...

შრომელები ამბობენ იმასაც, რომ გასულ წელს გუბერნიის ინიციატივით ცემენტის შპალები მოიტანეს და ფართობის სიახლოვეს, გზის დასაწყისში დააწყვეს.

_ თუმცა, არხები თუ არ გაიწმინდა, ისე გზის გაკეთებას რა აზრი აქვს? ეს შპალები მომდევნო სეზონზე ჭაობში იქნება საძებარი. გზა კარგად უნდა გაკეთდეს, მოიხრეშოს და შპალები მერე უნდა განლაგდეს ზემოდან. საოცრად ნოყიერი მიწაა. ნაკლებად, ასეთი სახნავ-სათესი სავარგული გააჩნდეს სოფლებს. თუმცა, ზედმიწევნით გულისყურით გაკეთება სჭირდება, როგორც არხს, ისე _ გზას. ახლა ერთი ფართობი, 2300 კვ. მ. დაუთესავი სწორედ გზის შიშით დავტოვე, თორემ ისე შეღობილია და ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. მოსავალს, რომელიც მოგვაქვს, იმასაც ბუქსირით დავათრევთ, ასეთი გზის გადამკიდე, _ გვეუბნებიან შრომის მკვიდრები: ვალერი ქურცუა, ვალერი და თორნიკე გოგუაძეები.

სოფელ შრომის წარმომადგენელი ოზურგეთის საკრებულოში დავით ჭაკნელიძე გზის პრობლემის შესახებ, როგორც თავად ამბობს, საქმის კურსშია, თანასოფლელთა გულისწყრომას სამართლიანად მიიჩნევს, თუმცა, ამ მიმართულებით საქმე დაძრულია და უახლოეს მომავალში გზის პრობლემაც მოგვარდება.

_ მართალია, გზა ერთკილომეტრიანია, მაგრამ გასწვრივ, ბოლომდე გასდევს არხი, რომელიც, მრავალი ათეული წელია, დაჭაობებულია. სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ჯერ არხები ამოიწმინდოს _ ეს მელიორაციის სამსახურს ეხება. ერთი თვის წინ იყვნენ აქ მოსული წარმომადგენლები _ მე თვითონ ვახლდი. დაათვალიერეს გარემო და ახლა ველოდებით პასუხს, თუ როდის და როგორ დაიწყება სამუშაოები.

მხოლოდ არხების მოწესრიგების შემდეგ გახდება შესაძლებელი გზის გაკეთება და ზედ შპალების მჭიდროდ განლაგება. სპეციფიური, მოძრავი ქანია _ საყანეები კარგია და ნოყიერი, მაგრამ გზის მედეგობა სუსტია. ამიტომ უნდა გაკეთდეს სერიოზულად. შპალები გვაქვს, ხედავთ, აქვე აწყვია. ასე რომ, ეს მრავალწლიანი პრობლემა, დიდი ალბათობით, ერთ წელში გადაწყდება. პირველ რიგში, მე ვარ დაინტერესებული ამ გზის მოწესრიგებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს პრობლემა და ხალხს მიეცეს საშუალება, გამართულად და სასურველ დროს იმოძრაონ საყანე ფართობებისკენ, _ გვითხრა დავით ჭაკნელიძემ.

"გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს სოფელ შრომაში პრობლემად ქცეული საყანე ფართობებისკენ მიმავალი გზის გაკეთების და არხის ამოწმენდის პროცესებს.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls