მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა

საზოგადოება

მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა

2017 მაი 12 15:09:57

„პირველი რიგში, მოდი ვთქვათ, რომ  მსგავსი პრეცედენტი საქართველოს არ ახსოვს. _ განაცხადა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას.

მინისტრის თქმით, არის პოზიცია, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დარბაზებში მიდის ცხარე დებატები, ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, რაც განასხვავებს არსებულ ვითარებას წინა წლებთან.

"მე მომსწრე ვარ 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუციის განხილვა როგორ მიდიოდა და იმას მაგონებდა ყველა სხვა განხილვაც. იგივე ხდებოდა 2010 წელს აბსოლუტურად არ იყო განსხვავებული აზრის გამოთქმის შანსი.  დღეს, ჩვენ ვხედავთ როგორი ცხარე დებატები და  კამათი მიდის ხალხით სავსე დარბაზებში. ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება.  კარგად ვხედავდით როგორი მრავალფეროვანი იყო კომისია, რომლის მუშაობაში ბოლო წუთამდე მონაწილეობდა ყველა ექსპერტი და ყველა პოლიტიკური პარტია.  პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კომისია მას შემდეგ დატოვა, რაც კომისიამ ამოწურა მუშაობა.  ეს იყო თავისთავად უპრეცედენტო პროცესი.  რაც შეეხება განხილვებს, განხილვის  მიზანია, რომ მოვისმინოთ ხალხის აზრი, მაგრამ ყველას აზრი გათვალისწინებული ვერ იქნება.  მაგალითად  როდესაც გამოდის ერთი პოზიცია და ამბობს, რომ  უნდა გაქრეს კონსტიტუციიდან 94 მუხლი, რომელიც მთავრობას უკრძალავს გადასახადების გაზრდას, ხოლო მეორე საპირისპიროს მოითხოვს, რომ სრული ლიბერალიზაციისა და მთავრობის   სრული შეზღუდვის გზით უნდა წავიდეთ. ერთი ამბობს რომ  კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს შრომის ინსპექცია და მეორე მიიჩნევს, რომ  ეს აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია. გამოდის ერთი და ამბობს, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მეორე პრეზიდენტის არჩევას მოითხოვს.  არის პოზიცია, რომ მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და მეორე პოზიცია, რომ არანაირი ბონუსი არ უნდა ჰქონდეს პროპორციულ სისტემაში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიას. როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული აზრებია, ყველა აზრი ვერ იქნება გათვალისწინებული. ყველა აზრი ვერ იქნება კონსტიტუციაში ჩადებული, იმიტომ რომ ერთმანეთის საპირისპირო აზრებია. მთლიანობაში კი, პროცესი არის ძალიან ღია, გამჭვირვალე და საქმიანი.  კარგად მესმის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც უნდათ თავის თავზე მოირგონ კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ  პოლიტიკურ სისტემას, რომელიც  მისცემს შანსს, რომ რაიმე ტიპის ზღურბლი გადალახოს  ისეთმა პოლიტიკურმა წარმონაქმნმა,  ისეთმა პარტიამ, როგორიც არის პაატა დავითაიას პარტია ან ბაჩუკი ქარდავას პარტია. თუ მაინცდამაინც ჩვენს პოლიტიკურ მიზნად დავისახავთ რომ ესენი იყვნენ პარლამენტში, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ  წაგებული შევა პარლამენტში და მოგებული დარჩება გარეთ. სხვა ასეთ სისტემას ვერ მოვიფიქრებთ“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...