მომაკვდინებელი ინფექციიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად ქცეული დაავადება

საზოგადოება

მომაკვდინებელი ინფექციიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად ქცეული დაავადება

2018 ოქტ 19 16:06:55

შიდსი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია.

რა არის შიდსი, როგორ ვლინდება და ვითარდება დაავადება, რა შემთხვევაში გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს და  რამდენად ეფექტურია მკურნალობა_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმს, მედიცინის დოქტორს,   მაია ცინცაძეს  ესაუბრა.

რა იწვევს შიდსს ?

შიდსი-შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი- აივ. აივ-ის ორგანიზმში მოხვედრიდან შეიძლება 3-7 წელი გავდეს, სანამ განვითარდება შიდსი. ამ დროის განმავლობაში ადამიანი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება და შეიძლება არც კი ეჭვობდეს მის ორგანიზმში ვირუსის არსებობას. შიდსის განვითარება იწყება მას შემდეგ, რაც აივი მთლიანად დააზიანებს იმუნურ სისტემას, ვითარდება იმუნოდეფიციტი-მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა იმდენად დათრგუნვილია, რომ ვერ იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადებებისგან. შიდსის ვირუსი გადამდებია ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე.

რა  შემთხვევაში გადაეცემა შიდსის ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს?

შიდსის ვირუსი გადაიცემა: აივ ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს (როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალური კონტაქტით), აივ ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, აივ ინფიცირებულის სისხლით დაზიანებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარებისას საზიარო ნემსის, შპრიცის, ნარკოტიკის მოსამზადებელი ჭურჭლის ზიარი გამოყენებისას, აივ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. აივ ინფექციის ვერტიკალური (დედიდან ბავშვზე) გადაცემის ჯამური რისკი მკურნალობის გარეშე შეადგენს 20-28%-ს.

დაუზიანებელი კანი ან ლორწოვანი გარსი ეფექტური ბარიერია ვირუსისათვის, მაგრა, როდესაც ხდება კანის დაზიანება ტატუირების გაკეთებისას, ყურის ან ცხვირის გახვრეტის დროს, ჩნდება ინფიცირების რეალური რისკი. თეორიულად საშიშია აივ ინფიცირებულის მიერ გამოყენებული სამართებლით სარგებლობაც.

შიდსის ვირუსი არ გადაიცემა : ჰაერ- წვეთოვანი გზით და ნერწყვით, შესაბამისად არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან საუბარი, არ გადაიცემა დახველებით, ცხვირის ცემინებით ან კოცნით, საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა,  დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით. ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა შიდსის ცენტრს ტესტის გასაკეთებლად?

აივ/შიდსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს ეჭვი უნდა იქნას მიტანილი ამ ინფექციაზე. ესენია: არამოტივირებული ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად დროის მცირე პერიოდში, ჭარბი ოფლიანობა, ლიმფური კვანძების გადიდება, ფაღარათი, მუქი წითელი ფერის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე, თეთრი ფერის ნადები ენაზე, გახანგრძლივებული ფილტვების ანთება და სხვა.

შიდსის დიაგნოზის დადგენა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია. გადამწყვეტი მისი დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული გამოკვლევაა. აივ ტესტირების რეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია ანალიზის ჩატარება საკეისრო კვეთიდან 2=3 თვის გასვლის შემდეგ.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ ძირითადად აივ/შიდსი უსიმპტომო დაავადებაა და არ უნდა დაველოდოთ კლინიკური ნიშნების გამოვლინებას და თუ პიროვნებას ჰქონდა ვირუსის გადაცემის მხრივ სარისკო ქცევა, ჩავიტაროთ გამოკვლევა.

როგორ ხდება მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?

სადღეისოდ არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომლითაც შესაძლებელია აივ/შიდსისგან სრული განკურნება, მაგრამ თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა შიდსი მომაკვდინებელი ინფექციიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად აქცია. ანტივირუსული პრეპარატები არა მარტო აჩერებს დაავადების პროგრესირებას და ახალნგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ აუმჯობესებს შიდსით დაავადებულის ცხოვრების ხარისხსაც. ამ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების უმრავლესობა თავს პრაქტრიკულად ჯანმრთელად გრძნობს. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების დროულ გამოვლენას და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყებას.

სისხლში ვირუსის ნოლამდე შემცირება ნიშნავს თუ არა განკურნრბას და შეუძლია თუ არა ადამიანს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ წესს?

სამწუხაროდ, შიდსის ცენტრს პაციენტები ძირითადად დაგვიანებით მომარტავენ, ზოგჯერ უკვე ტერმინალურ სტადიაზეც, როცა პრაქტიკულად დახმარების გაწევა შეუძლებელია. აივ/შიდის ადრეული გამოვლინებისა და დიაგნოსტიკის მიზნით ვგეგმავთ გადავიდეთ მოქმედების ახალ ეტაპზე_ „გამოავლინე და უმკურნალე“. დროულად დასმული დიაგნოზის და მკურნალობის შემთხვევაში, თუ პაციენტი არ არღვევს მედიკამენტების მიღების რეჟიმს, დაავადება გართულებულ ხასიათს აღარ ღებულობს. ანტივირუსული მკურნალობა გვაძლევს 4 შედეგს: 1. ვირუსი არ განსაზღვრადია ანუ ქრება მოცირკულირე სისხლიდან, 2. იმუნიტეტი აღდგება პრაქტიკულად ნორმის მაჩვენებლამდე, 3. უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხი, ანუ პაციენტი ხშირად აღარ ავადობს, 4. ხანგრძლივდება სიცოცხლე.

მართალია შიდსისგან სრული განკურნება სადღეისოდ არ ხდება, მაგრამ არვ თერაპიის ფონზე ის ფრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანად ითვლება. შეიძლება ითქვას, რომ მკურნალობაზე მყოფი პაციენტებიდან ინფექციის გადადებაც აღარ ხდება. ამიტომ არვ მკურნალობას , გარკვეულწილად პრევენციული მნიშვნელობაც აქვს. მართალია, მედიცინაში დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დადგენილია, რომ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები ინფექციის წყაროს პრაქტიკულად აღარ წარმოადგენენ.

რაც შეეხება პაციენტთა სამედიცინო მომსახურება-გამოკვლევებსა და მკურნალობას, შიდსის ცენტრი უფასოდ ატარებს აივ ტესტირებას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს აივ/შიდსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ჰქონია სარისკო ქცევა, არის აივ ინფიცირებულის ან შიდსით დაავადებული ადამიანის სქესობრივი ან ნემსის პარტნიორი. ხოლო მათ, ვისაც აივ/შიდსის დიაგნოზი დაუდგინდება, ყველა სახის გამოკვლევები და არვ მედიკამენტები სრულიად უფასოა, რასაც სახელმწიფო პროგრამა და „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი“ უზრუნველყოფს.




 ახალი ამბები
  • ქურდობა გურიაში _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებულის მიერ ნაქურდალი ნივთები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • არა ნაცებს, არა ბოროტებას _ თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა"არა ნაცებს, არა ბოროტებას" _ ამ სახელწოდების ბანერები თბილისში წუხელ გამოჩნდა. წარწერებთან ერთად ბანერებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკები არიან გამოსახული. მათ შორისაა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თქმით,  "მორალური უპირატესობით ტკბება": "აი, ამიერიდან, სრული მორალური უფლება მაქვს, ამის გამკეთებელი პარტიის ყველა წევრის და გულშემატკივარის დედა მოვიკითხო, ვისაც ამ ბილბორდზე პროტესტი არ უჩნდება და ღიად არ გამოხატავს იმ უკადრებლისთვის, რაც არ უკადრია საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას. p.s. ვტკბები მორალური უპირატესობით და ვმკითხაობ, ერთი "ფაშისტი" ენჯეოები რას იტყვიან", _ წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ ... ...
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა და გასაღება _ დაკავებულია რუსეთს მოქალაქეშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილსში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება _ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით ... ...
  • კავშირი საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ პირებთან _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების მიერ დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. "გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საზოგადოების ინფორმირების მიზნით აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია", - ნათქვამია სუს-ის ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  სამართალდამცველებმა გ.გ. ცხელ კვალზე, ბათუმში დააკავეს.  გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?