"მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ..." _ პარალმენტარი ირაკლი ხახუბია განცხადებას ავრცელებს

gurianews.com

საზოგადოება

"მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ..." _ პარალმენტარი ირაკლი ხახუბია განცხადებას ავრცელებს

2017 ოქტ 13 14:05:06

 ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს. ცდილობენ, ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ" _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია ავრცელებს.

ხახუბია განცხადებაში მისი შვილის გარდაცვალების დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა მას გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს:

"2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად გარდაიცვალა ჩემი შვილი ბექა ხახუბია. მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება _ მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება.

ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას. გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს + გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე.

ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას. ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ.

ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" _ აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.


ნახვა: 628


 ახალი ამბები
  • თემქაზე მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა თემქაზე საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა. ამ დროისთვის ის საავამდყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრონ გამოძიებას 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • „ჩვენზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა“ _ ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი გადაიდოდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასამართლოში ჩანიშნული  კიდევ ერთი პროცესი გადაიდო. მოსარჩელე ეკა ნინიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სამსახურში აღდგენას ან ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანას ითხოვს. მოსამართლე მარინა კიკნაძეს  მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, მიხეილ შილაკაძემ, რომელიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენს. მან განმარტა, რომ ქალაქ  ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ეკა ნინიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტისას კი _ ავთანდილ მექვაბიშვილი. ორივე გათავისუფლებული პირი ითხოვს აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენას. თუმცა, მუნიციპალიტეტების შერწყმის შემდეგ, ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი არსებობს. _ ეს არის ორი ერთნაირი საქმე და ამიტომ გვაქვს შუამდგომლობა,  გავაერთიანოთ. ისინი ერთსა და იმავე თანამდებობაზე ითხოვენ აღდგენას, _  თქვა შილაკაძემ. აქვე შევნიშნავთ, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესი  23 აპრილისთვის არის გადადებული. მოსამართლემ  განმარტა, რომ ეს მხოლოდ ზეპირი მოთხოვნაა და სასამართლოს სჭირდება დოკუმენტი.  შილაკაძემ თქვა, რომ შემდეგ  სხდომაზე მტკიცებულებას   წარმოადგენდა. შილაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვთ. _მოსარჩელე ითხოვს დირექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.  სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დირექტორიც და მოადგილეც დანიშნულია. ამიტომ ვითხოვთ სასამართლო პროცესში მესამე პირის ჩართვას. მაკა ჭყონია და მისი მოადგილე თამარ ქავზარაშვილი მესამე პირებად უნდა იყვნენ ჩართული, _ განაცხადა მან.  ეკა ნინიძის ადვოკატმა გია ხუროშვილმა  განმარტა, რომ  მათ არ აქვთ პრეტენზია არავის დანიშვნაზე და არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე პირის ჩართვას. ლაშა თავაძის თქმით, ეკა ნინიძე რომ დაინიშნოს, ეს გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დღეს უკვე დანიშნულია. მოსარჩელე ეკა ნინიძემ განაცხადა, რომ მასზე და ავთანდილ მექვბიშვილზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა. _ ჩვენზე,  ჩემზე და ავთანდილ მექვაბიშვილზე,  უკვე მოახდინა მესამე პირმა გავლენა.  სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს, სხვა დანიშნეს და ახლა ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ გავლენა მასზე? არსად მიწერია სარჩელში, რომ მე ვითხოვ მოადგილის თანამდებობას,  გათვისუფლებული ვარ უკანონოდ და ვითხოვ სამსახურში აღდგენას, _ თქვა მან. მიშა შილაკაძის განმარტებით,   ტოლფასი თანამდებობა უნდა იყოს შესატყვისი წინა თანამდებობასთან ან დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს იმავე თანამდებობაზე... _რომელ ტოლფას თანამდებობას ითხოვთ? _მიმართა შილაკაძემ მოსარჩელეს. გია ხუროშვილმა კი ასეთი პასუხი გასცა: _ ვიღაც რომ დანიშნულია იქ, არ ნიშნავს იმას, რომ ეკა ნინიძე არ უნდა იქნეს აღდგენილი. მოსამართლე მარინა კიკნაძე დაეთანხმა პროცესის გადადებას, რომელიც 23 აპრილს, ორშაბათს, დღის 1 სათისთვის ჩაინიშნა  და განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, როგორც მექვაბიშვილის და ნინიძის პროცესის გაერთიანებაზე, ისე მესამე პირის ჩართვაზე. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ციცინო როხვაძემ განაცხადა, რომ  მესამე პირის ჩართვა არაფერს შეცვლიდა და მას, შესაძლოა, შეეხოს შედეგი, რომელიც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ ... ...
  • პანკისელებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს შეცდომა აღიაროსახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება გაიმართა. შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, აღიარონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა. პანკისელები, ასევე, თემირლანის სიკვდილში დამდაშავე პირების დასჯას და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, _ აღნიშნულის შესახებ რადიო "თავისუფლება" იუწყება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ნათელია, რომ თემირლანის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია და ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიაროს. პანკისელებმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს მათთან შეხვედრისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ. სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ ... ...
  • არჩილ მიშველაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალადღეს, თბილისში  16:30 საათიდან 18:30 საათამდე  არჩილ მიშველაძის ქუჩაზე, ორივე მიმართულებით იკრძალება საავტომობილო მოძრაობა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება. როგორც უწყებაში ამბობენ, მოძრაობის დროებით შეჩერების მიზეზი "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ევაკუაციის გეგმის ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცესმორიგი გატაცება გორის რაიონიდან - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია, _ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. მესტუმრიშვილი მწყემსია და ის საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს ... ...

არქივი

ზაფრანი

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...

როდის რა ვსვათ?

ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის...

რა გვაძლევს და რა გვართმევს ენერგიას

რა გვაძლევს ენერგიას: 1. წყალი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...

როდის დავიწყოთ თხილის პლანტაციის შეწამვლა

საშიში სოკოვანი დაავადებების და მავნებელთა...