„მომიგლიჯეს ღობე, ამიჭრეს თხილი და თვალებში მომაბერტყეს“ _შშმ პირი შველას ითხოვს

საზოგადოება

„მომიგლიჯეს ღობე, ამიჭრეს თხილი და თვალებში მომაბერტყეს“ _შშმ პირი შველას ითხოვს

5 აპრ. 2020, 18:29:06

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მცხოვრები ელიკო და რამაზ კალანდაძეების ოჯახი (ბატონი რამაზი შშმ პირია და მუდამ ხაზს უსვამს, რომ ამიტომაც ჩაგრავენ)დიდი ხანია, ითხოვს საკარმიდამო ნაკვეთთან მდებარე მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, რომელიც, მათივე თქმით, ერთ-ერთმა ინვესტორმა მიიტაცა. 

_ პასუხი იგვიანებს, მომეშველეთ ჟურნალისტები! დიდი კაცისგან პატარის ჩაგვრის მარადიული ფილოსოფია _ ჩემზეც საუკეთესო მაგალითია! ნარუჯაში ვცხოვრობ, საკარმიდამო ფართობთან მიმდებარე 6 ათას კვმ. მიწის ნაკვეთის დაკანონებას, რომელზეც თხილი და ჩაის მაქვს გაშენებული და თავის რჩენის ერთადერთი  საშუალებაა, რა ხანია, ვითხოვ. უცებ კი აღმოჩნდა, რომ ვიღაცას 22 ჰა მიწის ფართობი არ ეყო და ეს ერთი მტკაველი მიწა წამგლიჯა! მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები! _ სახელმწიფოვ, დამეხმარე! ყველა დამეხმარეთ_ წერდა "გურია ნიუსს" შარშან რამაზ კალანდაძე .

დღეს ჩვენ კვლავ დაგვიკავშირდა ბატონი რამაზი და მისი მეუღლე ელიკო კალანდაძე.

_ სამართალი ვერ ვიპოვეთ. ნარუჯაში 22 ჰექტარი ფართობი იყიდეს, 2016 წელს  ეს 6 ათასი კვმ. მიწის ფართი აღმოჩნდა შპს "ბლუბერის" 22-ჰექტრიან მიწის საკუთრებაში.  გუშინ მათ და მოგვითხარეს ღობე, ამიჭრეს თხილის ხეები და ტოტები თვალებში მომაბერტყეს. ეს შეიძლება? ჩემი დარგული, ნაწვალები მომიჭრეს. მოგვერივნენ და სამართალი არსადაა? კიდევ ერტხელ გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ღობე ნახეტ, მოარღვიეს, სარები მომიყარეს, კბილიანი მავთულით მქონდა სერობილი და აგლიჯეს, - გვითხრეს მათ,   როცა ადგილზე მივედით.

„გურია ნიუსი“  აქ  გაჭიანურებული სამეზობლო დავის მოწმე გახდა, სადაც დაძაბულობა აშკარაა და , შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს.

_ამ ოჯახს ვერანაირად ვერ მოვურიგდით. რა უნდათ, თვითონ არ იციან. ეს არის ჩვენი საკუთრება. 2015წელს  აუქციონზე შევიძინეთ 22 ჰა ფართობი. მოვიდა ქალბატონი ელიკო და გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე მისი სახლის მიმდებარე, ექვსიათას კვ.მ. ფართობით, დიდი ხანია სარგებლობს.  შეგვეცოდა და არც თხილი მოგვიჭრია, არც ჩაის ბუჩქები მოგვითხრია,რომელიც  აღნიშნულ ტერიტორიაზეა. დღემდე სარგებლობს, კრეფს ჩაის. ხუთი წელია, ვეხვეწებით, მოიტანოს დოკუმენტი, რომ მისია. მიწის საკუთრების მოწმობა ხომ უნდა ჰქონდეს? ახლა ამ ერთ მხარეს მოვხსენით ღობე, სარები დავულაგეთ თავის ეზოთი. შეხედეთ, ეს დაგლეჯილია? რა უნდა ჩვენთან? კიდე გვეცოდება და დარჩენილ სამი ატას კვ.მ. ფართობზე, რომელიც ჩვენია და ნაყიდი გვაქვს, არ ვედავებით,  ჯერჯერობით. ვიმეორებ, მოიტანოს საბუთი ან წავიდეს სასამართლოში, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ შპს „ბლუბერის“ წარმომადგენლება, მამა-შვილმა  პალესტ და კახა ზამთარაიებმა.


_თქვენ 20 თეთრად იყიდეთ ერთი კვადრატული მეტრი. გადაგიხდით მეც ასე და დამიბრუნეთ. ხომ გითხარით, როცა მოხვედით, რომ ჩემი მიმდებარეა და ამდენი წლის მანძილზე ვსარგებლობ? მეუღლე შშმ პირი მყავს, ერთი თეფში მოცვი თუ მოგიტანიათ, ავადმყოფი გყავს და მოგიკითხეთო? -ცხარობდა ელიკო კალანდაძე.

_რატომ მოგიტანო მუქთად? მოდი იმუშავე და წაიღე. ან 20 თეთრად რატომ მოგყიდო? ჩემია, თუ მინდა ათ ლარად მოგყიდი და სულ არ მოგყიდი, ესეც ჩემი ნებაა. არ შეხვედი თავზე? _ გაბრაზებული, რუსული აქცენტით ედავებოდა კახა ზამთარაია ელიკო კალანდაძეს. საუბარში კი მამა ეშველებოდა , დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და ქართულად საუბარი უჭირსო.    

კარგა ხნის კამათის და ხმაურიან დაპირისპირების შემდეგ,  ელისო კალანდაძე დარწმუნდ, რომ დავამ , რომელიც მრავალი წლისმანძილზე გრძელდება, აუცილებელია სასამართლოში გადაინაცვლოს, თუმცა მან  განაცხადა, რომ  საამისო სახსრები არ გააჩნია.

_წაბრძანდით, მიმართეთ სასამართლოს და რაც დაგჭირდებათ ამ პროცესში,  ხარჯებს ჩვენ გადაგიხდით, - უთხრა მას კახა ზამთარაიამ.  

ელიკო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან  საგანგებო წერილით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის ლიდერს, გიორგი ვოლსკის მიმართ, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია.

ამავე თემაზე: "მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები!"




 ახალი ამბები
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...
  • მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ინგუშეთში დაფიქსირდა.  მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე ... ...
  • "გამომეკიდა რაღაცა საგნით"- რას ჰყვება ბასილაშვილის ყოფილი ცოლიძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში ასევე, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია. ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. "ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი," - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.   დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. წყარო: რუსთავი ... ...
  • „მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი“ - ნინო ლომჯარია„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“ - წერს ნინო ლომჯარია ... ...
  • ახალგაზრდა მამაკაცმა მამის საფლავზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ტრაგედია სამეგრელოშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან  სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მამის საფლავზე მიიყენა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?