მოსახლეობას მოთხოვნები და "საკალმახის" მეპატრონის გეგმები

საზოგადოება

მოსახლეობას მოთხოვნები და "საკალმახის" მეპატრონის გეგმები

29 ივლ. 2018, 18:48:36

"მთელი დღე და ღამე მუშაობენ, რომ, რაც შეიძლება მეტი ინერტული მასალა გაიტანონ. საშინელება მოხდება და ყველას ვთხოვთ დახმარებას. ამ ახალგაკეთებულ გზას აფუჭებენ. არსებობს საშიშროება იმისა, რომ მდინარეზე გადებულ ხიდს საძირკველი მოეშალოს და ხიდის გარეშე დავრჩეთ; გარდა ამისა, ეკოლოგიაზე და ხალხზე რატომ არ ფიქრობს არავინ? ჭაში წყალი არ არის და როდესაც ამდენი ინერტული მასალა გავა, კაცმა არ იცის, რა მოხდება", _ ასე ეხმაურება მოსახლეობის ერთი ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში (წითელმთა) ყოფილი "ტირის" ტერიტორიაზე "საკალმახის" მშენებლობაზე დაწყებულ სამუშაო პროცესს.

მოსახლეობის ეს ნაწილი საჯარო პროტესტის მედიით გამოხატვის პარალელურად, ამ პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარებას ცდილობს და როგორც გვითხრეს, სწორედ ამ მიზნით არ გაუშვეს რამდენიმე დღის წინ, ინერტული მასალით დატვირთული მანქანები სოფლიდან.

_ არ მივცემთ საშუალებას, რომ სოფელს პრობლემები შეუქმნან. ყველაფერს აფუჭებენ და თან გვატყუებენ. ვიცოდით, რომ საკალმახე შენდებოდა, ახლა კი გავიგეთ, რომ 35 ათასი კუბი ინერტული მასალის გატანას აპირებენ, რაც დიდ ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები.

როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, სოფელ წითელმთაში, ე. წ. "ტირის" ტერიტორიაზე, საკალმახის მშენებლობის უფლება ინდმეწარმე ზურაბ დარჩიამ, მის საკუთრებაში არსებულ 30 000, 00 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2017 წელს მოიპოვა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, დარჩიამ გარემოს ეროვნული სააგენტოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც მოიპოვა, საიდანაც ვიგებთ, რომ მას 34 605 კუბი ქვა-ღორღის ამოღება შეუძლია.

დარჩია ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია სოფელ ბაილეთში _ იგი ამ თანამდებობაზე 2018 წლის 17 მაისს დაინიშნა.

"მე არ ვაშენებ, უბრალოდ, გაფორმებულია ჩემზე. ჩემი მეგობარი რევაზ ლომაძე აშენებს. არენდით გადავეცი მას და მე არანაირ შუაში ვარ. ახლობელი, ახალგაზრდა კაცია და აქედან გამომდინარე, უფრო კარგად წაიყვანდა საქმეს. ყველაფერ საქმეს აწარმოებს რევაზ ლომაძე და არანაირი კავშირი საკალმახის მშენებლობასთან არ მაქვს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზურაბ დარჩია.

როგორც გავარკვიეთ, დარჩიას მისი მეგობარი ლომაძისთვის, მშენებლობის ნებართვა იჯარით, 2018 წლის 25 ივნისს  თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, აქვს გადაცემული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სამეწარმეო საქმიანობის "უბრალოდ" სხვა პირზე გაფორმება არაკანონიერია:

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამეწარმეო საქმიანობის "უბრალოდ" სხვა პირზე გაფორმება არაკანონიერია. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ასეთი მანკიერი შემთხვევები და პირებს ეს ნორმალური გარემოება ჰგონიათ. მეორე მხრივ კი მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოხელე, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის გახორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია. საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.

საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საია-ს ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დარჩიაზე "უბრალოდ გაფორმებულ" ქონებას იურისტები უკანონოდ აფასებენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობა მაინც გრძელდება.

რევაზ ლომაძე ამბობს, რომ საქმის გამართულად გაკეთება სურს:

"არსად გაქცევას არ ვაპირებ და ყოველთვის საუბარი მირჩევნია ადამიანებთან. არანაირად არ ვაპირებ თავის არიდებას. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებ კანონიერად და შესაბამისი დოკუმენტები მაქვს. ეს საქმე გამართულად მინდა გავაკეთო და არავინ დავაზარალო. უკანონოდ არაფერს ვაკეთებ", _ გვითხრა ლომაძემ, რომლის მტკიცებით, მას 140 მოსახლის ხელმოწერა აქვს, რომლებიც საკალმახის მშენებლობას ეთანხმებიან.

დაპირების მიუხედავად, მშენებელმა ეს დოკუმენტი ვერ გვაჩვენა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ "მოსახლეობის უკმაყოფილება ბევრი ავტომანქანის გადაადგილებამ გამოიწვია".

ლომაძის თქმით, მას ინტერტული მასალის ამოღების უფლებაც გააჩნია:

"პროექტში არის ჰიდროლოგის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მდინარე არ გაიწმინდება შლამისგან, რაც მოდებული აქვს კალაპოტს, ყველაფრის საფრთხე არსებობს და მდინარის ადიდების შემთხვევაში, პრობლემა შეექმნება ჩემს აუზებს. დღესაც რომ ადიდებული მდინარე პრობლემა უქმნის სოფელს, პირიქით _ მე სასარგებლო საქმიანობას ვაკეთებ _ ვასუფთავებ მდინარის კალაპოტს შლამისგან. წესით ამას უნდა აკეთებდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია _ ეს მათ პრეროგატივაში შედის და მათ უნდა გააკეთონ", _ აღნიშნავს ლომაძე.

მისივე თქმით, მას კანონით აქვს უფლება, ამოიღოს და გაყიდოს 35 ათას კუბი ინერტულ მასალა:

"ლიცენზიით მაქვს უფლება ინერტული მასალის ამოღების და გაყიდვის. ამას ვახორციელებ ჩემი ეზოდან _ იმ ადგილიდან, სადაც აუზები უნდა გაკეთდეს, პროექტით, ასევე მაქვს მდინარეში შესვლისა და მშენებლობის დაწყების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ, კალაპოტი უნდა გავუთავისუფლო მდინარეს. არ მაქვს მდინარიდან ამოღებული მასალის გაყიდვის უფლება და აქედან გამომდინარე, არც ვყიდი", _ ამბობს ლომაძე.

მისივე ინფორმაციით, ინერტულ მასალას ეტაპობრივად ყიდის:

"ინერტული მასალა ერთიანად არავისთვის არ გადამიცია, ეტაპობრივად ვყიდი, 200 კუბი ინერტული მასალა ქობულეთში წაიღეს, რაღაც ნაწილი გურიანთაში. დიდი რაოდენობით არსად გამიყიდია, რადგან ერთდროულად არ მოხდეს გატანა და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.

ყოველდღე ამოდის გარემოს დაცვის ინსპექცია და მეთვალყურეობას ახდენს თუ რას ვაკეთებთ", _ გვითხრა ლომაძემ.

თუმცა, განსხვავებულია ჰიდროლოგების დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მდინარის კალაპოტში წყალმომავარდნებისა და წყალდიდობების პერიოდში მიმდინარეობს ეროზიულ-აკუმულაციური პროცესები":

"მიზანშეწონილია მიწაყრილიანი ნაყარი დამბის ნაცვლად, მოეწყოს გაბიონის კონსტრუქციით აგებული დამცავი ნაგებობა; საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში უნდა მოხდეს მდინარე ბჟუჟის კალაპოტის გასწორხაზოვნება; საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში უნდა მოხდეს დაგროვილი აკუმულაციური მასალას ამოღება, გასუფთავება და მდინარის კალაპოტის დაღრმავება; ნაკადმიმმართველი დეზების მოწყობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეამცირებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამორეცხვის პროცესების ინტენსიობას", _ წერია დასკვნაში, რომლის ერთ-ერთი ავტორი გიორგი გულიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მშენებლებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი:

"დასკვნა და რეკომენდაციები დავწერეთ. ყველაფრის საქმის კურსში არიან ის ადამიანები, რომლებიც აპირებენ საკალმახის აშენებას. თუ იქნება გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციები, ნაკლებად უსაფრთხოა, რომ მდინარემ არ წაიღოს საკალმახე და პრობლემები შეექმნას მოსახლეობას", _ გვითხრა გიორგი გულიაშვილმა.

რევაზ ლომაძის თქმით, ის დასკვნაში მიცემულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს და მოსახლეობის ინტერესებსაც:

"წითელმთის მოსახლეობას უნდოდა, რომ ქვის სამტვრევი არ დამედგა და არც ვაპირებ, რადგან ჩემი საქმიანობა არ არის ინერტული მასალის მოპოვება; მათი თხოვნა იყო ისიც, რომ ჩვენი მანქანების მიერ გზის გაფუჭების შემთხვევაში, მე გამეკეთებინა გზა. მოსახლეობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ _ იმ რაოდენობით აღარ გააქვთ ინერტული მასალა, როგორც ადრე იყო", _ გვითხრა ლომაძემ.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკალმახის მშენებლობის და ინერტული მასალის გატანის ფაქტზე გარემოს დაცვის ზედამხვედელობის სააგენტო დაინტერესდა. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...