"მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები “New Road“-ის საქმიანობას არ უკავშირდება"

gurianews.com

საზოგადოება

"მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები “New Road“-ის საქმიანობას არ უკავშირდება"

2018 ივლ 10 17:48:46

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხნის აშენებას საზოგადოების მცირე ნაწილში დიდი გამოხმაურება მოყვა _  დაახლოებით 30-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა უწყებებს წერილებს წერენ და სოციალურ ქსელში აქტიურობენ, მიიჩნევენ, რომ  ქარხანა არ უნდა აშენდეს, რადგან გარემოს და მოსახლეობას ზიანს მიაყენებს. მოსახლეობის ნაწილი კი,  ამბობს,  რომ ქარხნის ფუნქციონირებას, რომელიც დასახლებული პუნქტიდან თითქმის 400 მეტრით არის განთავსებული, ხელი არ უნდა შეეშალოს.

ამის გამო, ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაც კი მოხდა, რომელზეც „გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ვწერდით იმასაც, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდნენ ქარხნის მფლობელი კომპანიის _ შპს “New Road“-ის ხელმძღვანელები.

სოფელ ბაღდადში მცხოვრები ანა ბერძენიშვილი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც მიიჩნევს, რომ დვაბზუში ქარხანა არ უნდა აშენდეს. ის, ასევე, ერთ-ერთი ავტორია იმ წერილისა, რომელიც ცხემლისხიდის, დვაბზუს და ბაღდადის 240-მა მაცხოვრებელმა 18 ივნისს ოზურგეთის მერიაში შეიტანეს და რომელიც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას და პროცესებში ჩართვას ითვალისწინებდა:

 „ასევე, ვითხოვდით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვას, თუმცა, უშედეგოდ _ 2018 წლის 18 ივნისის მერე დღემდე, სრულყოფილი პასუხი არ მიგვიღია. დღემდე, არც როგორც დაინტერესებული მხარე, არ ჩავრთულვართ პროცესში და უშედეგოდ ვითხოვთ რეაგირებას“, _ გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის ბრალდებები უარყვეს ოზურგეთის მერიაში და აღნიშნეს, რომ მოსახლეობას მერიიდან წერილობითი ამომწურავი პასუხი გაეგზავნა:

“საჯარო ინფორმაციის დაყოვნებას ადგილი არ ჰქონია. მაშინ, მოსახლეობის მოთხოვნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წერილობით გაეცა პასუხი, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო,  ვინაიდან, კომპანიას პროექტი წარდგენილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და შეთანხმების მიღების შემდგომ მოხდებოდა მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო პროცედურების დაწყება. აღნიშნული ქარხანა წარმოადგენს არა პირველ, არამედ მესამე კლასის ნაგებობას“, _  მოგვწერეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან დღეს.

თუმცა, როგორც  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ოსიკო თოთიბაძის მიერ მოქალაქეების მიერ გაგზავნილ წერილის პასუხად ვკითხულობთ, რომ ნაგებობა არა მესამე, არამედ პირველი კლასის იყო:

“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ის არის I-ლი კლასის ნაგებობა, რაზედაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაიცემა შეთანხმება ნაგებობის განთავსებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შპს “New Road“ მიერ წარდგენილი პროექტების დამტკიცების შემთხვევაში“, _ აღნიშნულია წერილში, რომელით თოთიბაძემ მოქალაქეებს 20 ივნისს მისწერა.

 ის, რომ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული პასუხი განსხვავდება მერის მოადგილის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილი პასუხიდან ცხადია. ცხადია ისიც, რომ ამ სხვადასხვაგვარი პასუხების თუ სხვა ტიპის გაურკვევლობის გამო, მოსახლეობის ნაწილი გაღიზიანებულია, რაც როგორც ჩანს არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებითაც არის გამოწვეული.

ოზურგეთის მერიაში არ უთქვამთ, თუმცა, „გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ თემაზე დაწყებული მოკვლევა დაასრულა:

“ვინაიდან სკრინინგის პროცედურის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პროექტის გახორციელებასთან დაკავშირებით არსებობს ადგილობრივი მოსახლეობისა და კომპანიის ურთიერთგანსხვავებული განცხადებები. საკითხის სრულყოფილად და ობიექტურად შესწავლის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ დამატებით ყოფილიყო შესწავლილი საქმიანობის გახორციელების ტერიტორია და დოკუმენტში წარმოდგენილი მასალები. ასევე, დაზუსტებულიყო კომპანიის წერილში მოცემული ინფორმაცია და პასუხები გაცემოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ თითოეულ კითხვას და მხოლოდ ამის შემდგომ ყოფილიყო მიღებული შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.

მიმდინარე წლის 27 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სამინისტროს სპეციალისტების მიერ გახორციელდა კომპანიის კუთვნილი საწარმოს დათვალიერება და ტერიტორიის შესწავლა.

შემოწმების პროცესში ქარხანა არ ფუნქციონირებდა. ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ქარხანა წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის მოდულების ერთობლიობას, რომლის მოდულებიც განთავსებულია ა/მანქანის ძარებზე, რომლებიც ქარხნის უმოკლეს ვადებში დემონტაჟის და სხვა ადგილზე გადატანის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული საწარმოს მოწყობა არ არის დაკავშირებული მოცულობითი სამშენებლო სამუშაოების გახორციელებასთან. დათვალიერებისას ადგილზე მყოფი კომპანიის ტექნიკური დირექტორის ზაზა ლომთათიძის განმარტებით, ქარხანას ფუნქციონირება არ დაუწყია და მხოლოდ გერმანელი სპეციალისტების დახმარებით ხორციელდებოდა ქარხნის ტესტურ რეჟიმში გაშვება. ტექნიკური დირექტორის განმარტებით ტესტური გაშვების შემდგომ დანადგარები გაჩერებულია და კომპანია ელოდება კანონმდებლობის დადგენილი წესით შესაბამის ნებართვას.

ადგილზე სპეციალისტების მიერ დათვალიერდა კომპანიის ტექნიკის განთავსების ადგილი _ კომპანიას არ აქვს მოწყობილი წყლის სპეციალური სალექარები გამწმენდი ნაგებობები. წყლის ობიექტის მოწყობა კომპანიას სჭირდება ტექნიკური მიზნებისთვის, რომ გახორციელდეს სამსხვრევ-დამხარისხებელი აგრეგატის მუშაობა, რა დროსაც ხორციელდება სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღის ქვიშისგან განთავისუფლება წყლის მეშვეობით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებები კი ცხადყოფს, რომ კომპანიას ქარხნის სიმძლავრეების გათვალისწინებით ფუნქციონირება არ დაუწყია, მით უმეტეს იმ მასშტაბებით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მოსახლეობაზე ისეთი ნეგატიური ზემოქმედება განეხორციელებინა, როგორიცაა მსხვილფეხა საქონლის რძის ხარისხის გაუარესება და ა. შ.

საწარმოს განთავსების ადგილის შესწავლით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები შპს “New Road“-ის საქმიანობას არ უკავშირდება.

საწარმოს მიერ წარმოდგენილი გაბნევის ანგარიშის მიხედვით, ობიექტის ექსპლუატაციის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული არც ერთი მავნე ნივთიერების კონცენტრაცია არ აჭარბებს ნორმით დადგენილ მის დასაშვებ მნიშვნელობას ობიექტიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტთან მიმართებაში. ამიტომ, მავნე ნივთიერებათა პერსონალისთვის წყლის მომარაგება დაგეგმილია ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემის გამოყენებით; სამეურნეო ფეკალური წყლების შეგროვება იგეგმება საასენიზაციო რეზერვუარებში, რომელთა მოცულობა წელიწადში 340 კუბურ მეტრს შეადგენს და რომლებიც პერიოდულად იქნება გატანილი.

საწარმოს ფუნქციონირების ეტაპზე მოსალოდნელია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გარფქვევა. ემისიების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაანგარიშება გახორციელდა საანგარიშო მეთოდის გამოყენებით. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დადგენილია ატმოსფერული ჰაერის უმთავრესი დაბინძურების წყაროები: ინერტული მასალების დასაწყობება და შენახვა, ტრანსპორტირება, მსხვრევა, ასფალტის დამზადება, ასფალტშემრევი დანადგარი და ბითუმის რეზერვუარი, ემისიების გაანგარიშებები შესრულებულია გაფრქვევის თითოეული წყაროდან.

წარმოდგენილი სკრინინგის განცხადების თანახმად, ხმაურის გავრცელების არეალის განსაზღვრისთვის ჩატარდა ხმაურის გავრცელების გაანგარიშება კომპიუტერული პროგრამით, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს ხმაურის გავრცელების გავლენა ხმაურის წყაროებიდან სხვადასხვა მანძილზე, შესაბამის მეტეოროლოგიურ პირობებში. გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა ხმაური წყაროების მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა. კომპიუტერულ პროგრამაში შესაბამისი საანგარიშო პარამეტრების შეყვანის შედეგად, განისაზღვრა ხმაურის მოსალოდნელი დონეები საანგარიშო წერტილებში.

მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ “New Road“-ის ასფალტის საწარმოს და ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელ საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. შპს “New Road“ ვალდებულია საქართველოს კანონის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა“, _ აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ გახორციელებული შემოწმების შედეგები:

“2018 წლის 18, 20 ივნისს განცხადებებისა და 2018 წლის 19 ივნისს დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსილ შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, 2018 წლის 18 ივნისს გახორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში შპს “New Road“-ის კუთვნილი საწარმოს _ მობილური ტიპის ასფალტის ქარხნისა და სასარგებლო წიაღისეულის სამსხრევ-დამახარისხებელი საწარმოს დათვალიერება.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, შპს “New Road“-ის მიმართ გამოვლინდა: სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე გახორციელების ფაქტი; ასევე, საქმიანობის გახორციელება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დადგენის გარეშე; ასევე, გამოვლინდა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის გარეშე მდინარე ნატანებიდან წყლის ამოღებისა და სასარგებლო წიაღისეულით (მიწისქვეშა წყლის) უკანონოდ სარგებლობის ფაქტი.

გამოვლენილ დარღვევებზე 2018 წლის 28 ივნისს შპს “New Road“-ის მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-7-ე მუხლის და 57-1-ე მუხლით, სამართალდარღვევის ოქმები, განხილვისა და შპს “New Road“-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს“, _ აღნიშნულია წერილში.

ქარხნის ხელმძღვანელობა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველომ მხოლოდ ოქმები შეადგინა, რომელიც სასამართლოშია წარდგენილი:

„სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დავარღვიეთ თუ არა კანონი. საქმე ჯერ განხილვაშია და პროცესი არ ჩანიშნულა. მაშინ, როცა შემოწმება ჩატარდა ქარხანა არ ფუნქციონირებდა და შესაბამისად, არც მუშაობა გვქონდა დაწყებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ქარხანა ექსპლუატაციაში არ გაშვებულა. ერთადერთი, შესაბამისი ნებართვის გარეშე ხდებოდა წყლის მოპოვება, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა დავით ჟღენტმა.

მისივე თქმით, უკვე არსებობს სამინისტროს დასკვნა, რომელშიც ნათლად არის განმარტებული, რომ ქარხანა დადგენილი სტანდარტების ათი მუხლიდან ათივეს აკმაყოფილებს.

_ ეს არის ევროპული სტანდარტების მქონე, თანამედროვე ტიპის ქარხანა, რომელიც არ აბინძურებს გარემოს, არ არის საშიში ადამიანებისთვის. ჩვენ უკვე წარვუდგინეთ და გავაცანით მოსახლეობას შესაბამისი სერთიფიკატები და სამინისტროს დასკვნაც ამის დასტურია, _ აღნიშნა დავით ჟღენტმა.


ნახვა: 209


 ახალი ამბები
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...