მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღე _ როგორ ებრძვიან დაავადებას საქართველოში

gurianews.com

საზოგადოება

მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღე _ როგორ ებრძვიან დაავადებას საქართველოში

2017 ნოე 14 19:22:07

დღეს მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღე 160 ქვეყანაში აღინიშნება.

ყოველ წელს, დიაბეტის მსოფლიო დღე ეძღვნება დიაბეტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პრობლემას. 2017 წელი კი გამოცხადებულია წლად სახელწოდებით _  ,,ქალები და დიაბეტი“.

როგორც ცნობილია, 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღედ 1991 წელს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაარსდა.

მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.

მსოფლიოში დიაბეტის შედეგად ყოველ წელს 3.2 მილიონი ადამიანი იღუპება, 35-დან 64 წლამდე ასაკის ათი გარდაცვლილიდან ერთის სიკვდილის მიზეზი მაინც შაქრიანი დიაბეტია. 35 წლამდე გარდაცვლილ დიაბეტიანთა სამი მეოთხედის სიკვდილი ამ დაავადებასა და მის არასათანადო კონტროლთან არის დაკავშირებული.  შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობდა. შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა ნახევარი 70 წელზე ნაკლები ასაკისაა, 55% ქალია.

მსოფლიოს მოსახლეობისა და ხანდაზმულთა წილის მატების, სიმსუქნის, არაჯანსაღი კვებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამო დაავადების გლობალური მატებაა მოსალოდნელი.

რა არის დიაბეტი, რა ხდება მისი გამომწვევი მიზეზი და რა ვითარებაა საქართველოში, ასევე,  როგორ ხდება დაავადებასთან ბრძოლა, არსებობს თუ არა სახელმწიფო პროგრამა რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება „გურია ნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დიაბეტის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი ნიკა ასვანუა ესაუბრა.

 „ხალხი შაქრიან დიაბეტს ხშირად უბრალოდ შაქარს უწოდებს და მაინცდამაინც არც ცდება: ეს დიაგნოზი მართლაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სისხლში შაქრის (კერძოდ, გლუკოზის) შემცველობა მეტისმეტად მაღალი აქვს. განსაზღვრული რაოდენობით სისხლში გლუკოზა ყოველთვის არის და კიდეც უნდა  იყოს. იმ საკვების დიდი ნაწილი, რომელსაც მივირთმევთ, საბოლოოდ გლუკოზამდე იშლება. თუ საწვავი გარედან არ მივაწოდეთ, ჩვენი ღვიძლი და კუნთები მას არსებული მარაგიდან მოიხმარენ. პრაქტიკულად ყველა უჯრედს, ქსოვილსა და ორგანოს სწორედ ეს უმარტივესი ნახშირწყალი აძლევს საჭირო ენერგიას თავ-თავის საქმის საკეთებლად. თუმცა საჭირო რაოდენობის გლუკოზა უჯრედში რომ მოხვდეს, ჭარბმა კი სარეზერვო ფონდში გადაინაცვლოს, უმნიშვნელოვანესი ჰორმონი ინსულინია საჭირო. ინსულინი  კუჭქვეშა ჯირკვალში წარმოიქმნება“,_ ამბობს ის.

მისივე თქმით, შაქრიანი დიაბეტი 2 შემთხვევაში ვითარდება.

„შაქრიანი დიაბეტი ორ შემთხვევაში ვითარდება: ან პანკრეასი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან არსებულ ჰორმონს ორგანიზმი ეფექტურად ვერ მოიხმარს. ორივე შემთხვევაში ორგანოები ენერგიის წყაროს დეფიციტს განიცდიან, სისხლძარღვში დაგროვილი გლუკოზა კი სისხლძარღვის კედელს აზიანებს, რასაც საბოლოო ჯამში ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა მოჰყვება“, _ ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიაბეტის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით 220 მილიონი ადამიანია დაავადებული, თუმცა რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რამდენი ადამიანია დაავადებული, ამის  სტატისტიკა არ არსებობს.

მთელ მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი, სულ მცირე, 220 მილიონ ადამიანს აქვს და უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა ეს რიცხვი 2030 წლისთვის 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.  საქართველოში დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა ერთიანი, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. აღრიცხვა არასდროს მომხდარა. მუშობა ინფორმაციის შესაგროვებლად ახალი დაწყებულია“, _ ამბობს ის.

ასვანუა ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობა საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევს, რაც დაავადების განვითარებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

„შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 პრაქტიკულად ორი აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებაა და ექიმისა და ავადმყოფისგანაც სხვადასხვანაირ მიდგომას მოითხოვს. რაკი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევათა 90-95% ტიპი 2-ის წილად მოდის, ძირითადად მასზე ვისაუბრებთ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებამდე შემთხვევათა უმრავლესობაში გამოხატულია პრედიაბეტური (წინარედიაბეტური) მდგომარეობა, როდესაც ინსულინრეზისტენტობის გადასაფარად ინსულინის პროდუქცია ორგანიზმში ჭარბად მიმდინარეობს. ეს მდგომარეობა შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. ზოგჯერ ადამიანებს აქვთ გამოხატული სხვადასხვა სახის ჩივილი, თუმცა, ისინი არც კი ფიქრობენ რომ შესაძლოა დიაბეტს ეხებოდეს საქმე და სათანადო გამოკვლევებს არ იტარებენ“, _ ამბობს ის.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დიაბეტის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, შაქრიანი დიაბეტის 2-ვე ტიპის მქონე ადამიანებს განსხვავებული მკურნალობა სჭირდებათ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ,,დიაბეტის მართვის“ პროგრამა მათ შესაბამისად მკურნალობაში ეხმარება.

 „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 პრაქტიკულად ორი აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებაა და ექიმისა და ავადმყოფისგანაც სხვადასხვანაირ მიდგომას მოითხოვს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს ,,დიაბეტის მართვის“ პროგრამა.

აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ: შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს“, _ ამბობს ის.



 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარესოზურგეთის მუბიციპალიტეტის სოფელ ნატაბებში საზოგადოებრივი ცენტრის ფოიედან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. აღნიშნული იბფორმაცია დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნატანებში ჯონი ღლონტმა. მისი თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. ღლონტის თქმით, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები. "აპარატი დაზიანებულია, თუმცა თანხასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, თანხის დაუდგენელია ... ...
  • ზვიად მამალაძე ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზვიად მამალაძე აირჩიეს. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან მხარი 32-მა  დეპუტატმა დაუჭირა. მამალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა და ეს ღიადაც დაადასტურა, თუმცა, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამართულ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით გუდავაძე წამოაყენეს და აირჩიეს კიდეც. ზვიად მამალაძე წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ... ...
  • ვინ არის საფინანსო კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ძველ ჩვევებს ვერ ღალატობსჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროფესიით გეოლოგი აკაკი ყაჭეიშვილი გახდა. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. ყაჭეიშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სოფელ გოგოლესუბნის გამგებელი იყო, 2014 წელს ამავე სოფელში კენჭი დამოუკიდებლად იყარა და „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მაჟორიტარის მანდატი მმართველი გუნდის სახელით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დროს მედიის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა _ კამერაზე ხელსაც გვიფარებდა, საარჩევნო კამპანიის დროს გამგეობაში „ნაცმოძრაობის“ ატრიბუტიკიანი მაისურით დადიოდა და არც შეურაცხყოფებს ერიდებოდა. როგორც ჩანს, ის ჩვეულებას ახლაც ვერ ღალატობს _ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. არადა, საჯარო სივრცეში, მით უმეტეს საკრებულოს სხდომაზე გადაღების უფლება არათუ ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს საკრებულოს წევრმა, რომელიც თავად არის ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის ... ...
  • სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ელისო ჭიჭინაძე აირჩიესლანჩხუთის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჭიჭინაძე აირჩიეს. ჭიჭინაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 27 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა ... ...
  • ქონების მართვის კომისია ლაშა თოლორდავას ჩააბარესგუთურის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა თოლორდავას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვის კომისიაა ჩააბარეს. მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თოლორდავა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა წინა მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც უნდოდა, თუმცა, მაშინ მისი კანდიდატურა არ გასულა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...

ციტრუსების დიეტა

ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება,...

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...