მუშები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ _ რა ხდება „ჯორჯიან მანგანეზში“

საზოგადოება

მუშები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ _ რა ხდება „ჯორჯიან მანგანეზში“

2018 მარ 25 20:58:41

ჭიათურაში ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემა არსებობს, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არის ძალიან დაბალი სოციალური ფონი. ქალაქში მხოლოდ ერთი საწარმო ფუნქციონირებს, რომელშიც 3 270 ადამიანი მუშაობს _ ეს არის „ჯორჯიან მანგანეზი“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები "გურია ნიუსთან" მძიმე სამუშაო პირობებსა და ადმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ. მათი თქმით, აბსოლუტურად მოშლილია შრომითი პირობები და ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ტექნიკით მუშაობენ, მათი სახელფასო ანაზღაურება კი მიზერულია.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებენ, სამუშაო გრაფიკია. მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მარგანეცმა“ წარმოების აღდგენა გადაწყვიტა, ადმინისტრაციამ ახალი მეთოდების დანერგვა დაიწყო _ დასაქმებული ადამიანები სპეციალურ რეჟიმზე გადაიყვანა და 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი დაუწესა. უფრო მეტიც, იმ 15 დღის განმავლობაში, რომელიც მათ სამუშაო პერიოდს მოიცავს, მუშებს ოჯახის წევრების ნახვის უფლება ეზღუდებათ. წესების თანახმად, სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ, მუშები სანატორიუმში მიჰყავთ, იქ მისვლის შემდეგ კი მათ გარეთ გამოსვლის უფლებაც აღარ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ „ჯორჯიან მარგანეცი“ ამ რეჟიმის უფრო ფართოდ გავრცელებას და დამკვიდრებას აპირებს.

„ჯორჯიან მანგანეცზი“ დასაქმებული მუშები, ხელისუფლებას ყურადღების მიქცევას და დახმარებას სთხოვენ. ერთ-ერთი მუშის _ გიორგი ნეფარიძის თქმით, დასაქმებულ ადამიანებზე მიმდინარეობს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა და აიძულებენ, რომ დამატებით იმუშაონ. ნეფარიძე ამბობს, რომ ამით კომპანია ცდილობს, ნაკლები ხარჯით დიდი მოგება მიიღოს, რაც მუშების მძიმე პირობების ხარჯზე ხდება

„ჯორჯიან მანგანეზში“ არსებობს პრობლემები, როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე შრომითი უსაფრთხოების კუთხით. დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულებზე მიმდინარეობს ზეწოლა. მაგალითად, აიძულებენ უქმე დღეებში იმუშაონ, ასევე, თუ პირი არის გვირაბამომყვანი, მას ავალებენ იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც გვირაბამომყვანის მოვალეობა არ არის, მაგრამ ასრულებინებენ ძალით, იმიტომ, რომ არ ჰყავთ საკმარისი კადრები. აქედან გამომდინარე, ირღვევა შრომითი უფლებები. ასევე, მუშებს იმ სამუშაოს შესრულებას ავალდებულებენ, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედის, ზეწოლით აკეთებინებენ და ამ დროს, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ყურადღების სხვაზე გადართვა, რასაც მოყვება უბედური შემთხვევები, რომლის მსგავსი ბევრჯერ ყოფილა. დასაქმებულს 15 დღის განმავლობაში, დღეში 12 საათი უწვეს მუშაობა, მძიმე პირობებში. ამ 15-დღიანი რეჟიმის დროს, არ გვეძლევა სამუშაოს დასრულების შემდგომ სახლში წასვლის და დასვენების შესაძლებლობა. გვიწევს ზეწოლის ქვეშ იძულებით მუშაობა, რადგან, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ვამბობთ უარს 12-საათიან სამუშაო დღეზე. ქალაქში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა არ არის და ამ მდგომარეობას კომპანიის ადმინისტრაცია სათავისოდ იყენებს“, _ ამბობს გიორგი ნეფარიძე.

მისივე თქმით, „ჯორჯიან მარგანეცის“ ხელმძღვანელობა ცდილობს, ნაკლები ხარჯით მეტი მოგება ნახოს, რაც მუშებზე ზეწოლის ხარჯზე ხდება:

„კომპანია მარგანეცის მოპოვებას, ღია კარიერული წესით, პატარა კერძო საწარმოების საშუალებით ცდილობს. ამ შემთხვევაში სამუშაოები იაფი უჯდება. მოპოვებულ ნედლეულს იაფად იბარებს და ამის გამო, ზედმეტ ხარჯს აღარ სწევს, რომ მაღაროში დასაქმებული მუშები სათადარიგო ნაწილებით, სპეცტანსაცმლით და შესაბამისი იარაღებით მოამარაგოს. ეს ყველაფერი, საერთო მასშტაბით, დასაქმებულების გაწყობაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და იწვევს კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას“, _ ამბობს ნეფარიძე.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მუშები დახმარებას და ყურადღების მიქცევას ხელისუფლებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ობიექტებზე უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო.

„სახელმწიფოს ვთხოვთ, დაცული იყოს დასაქმებულის შრომითი უფლებები. მან უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ დამსაქმებელი გახდეს ვალდებული, ობიექტებზე უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო და საწარმოო ტრავმები ისე მარტივად არ მიიღოს დასაქმებულმა, როგორც დღეს ხდება. სახელმწიფო საწარმოში აღმოჩენილ დარღვევებზე სწრაფად უნდა რეაგირებდეს, რომ კომპანიამ ეს დარღვევები აღმოფხვრას. ამისთვის საჭიროა შრომითი ინსპექციის შესაბამისი ფუნქციებით აღჭურვა _ ის ნებისმიერ დროს უნდა შევიდეს საწარმოში, ყოველგვარი დაკითხვების და გამოკითხვების გარეშე, აღმოაჩინოს არსებული დარღვევები და დამსაქმებელს მისცეს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი უნდა დაჯარიმდეს. მისთვის დასაქმებულის სიცოცხლე უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე ეს დღესაა, ამაში კი სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება. გვესმის, კერძო კომპანიაა, კერძო საკუთრებაა, ვერ ჩაერევა საწარმოს მართვაში, მაგრამ, რაც შეუძლია სახელმწიფოს და პარლამენტს, ესაა შესაბამისი კანონი და ამ კანონით უნდა აიძულოს კომპანიის ხელმძღვანელობა, დასაქმებულების შრომითი უფლებების და შრომითი უსაფრთხოების დაცვა“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი ნეფარიძე.

„გურია ნიუსი“ მუშების პრეტენზიებთან დაკავშირებით, დაუკავშირდა “ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი პეტრიაშვილს. მისი განმარტებით, აღნიშნული პრეტენზიები არასერიოზულია _ საწარმოში არც ერთ მუშაზე არ ხდება ზეწოლა. რაც შეეხება სამუშაო პირობებს და გრაფიკს, ეს დასაქმებულებთან შეთანხმებით ხდება, რაც ნებაყოფლობითია:

_ ბრალდებები არის აბსურდული და არასერიოზული. შეგიძლიათ, ჩამობრძანდეთ და უშუალოდ ნახოთ, საწარმოში რა ხდება, გაესაუბროთ ნებისმიერ მუშას. თქვენი თვალით ნახავთ, როგორი სამუშაო პირობები აქვთ. არ მესმის, რა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ მუშებზე, _ ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

_ მუშების თქმით, არის ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი. სამუშაოების დასრულების შემდეგ არ ეძლევათ სახლში წასვლის შესაძლებლობა, ანაზღაურება კი მიზერულია...

_ ჩვენთან ორი ტიპის სამუშაოა _ ერთია ვახტური ტიპის, მეორე კი სამცვლიანი სამუშაო რეჟიმი. ორივე სამუშაო რეჟიმი ნებაყოფლობითია. 15-დღიან სამუშაო რეჟიმზე განცხადებით ვინც მოგვმართავს, იმას ვუხსნით პირობებს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ ვიყვანთ სამუშაოზე გამოსაცდელი ვადით. შემდეგ კი დასაქმების მსურველის თანხმობის შემთხვევაში, როგორც მისი, ისე ჩვენი მხრიდან ხდება გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულება და თანამშრომლობა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ტიპის სამუშაოზე. ვახტურ რეჟიმზე მომუშავის ხელფასი 1500 ლარამდეა. გარდა ამისა, ამ 15 დღის განმავლობაში მათ არ უწევთ სახლში ყოველდღე სიარული. ამ პერიოდში უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ტრასპორტირებაც ჩვენია და სასტუმროში ცხოვრებაც. ვიმეორებ, რომ ჩვენთან არის ორი ტიპის სამუშაო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აირჩიოს რომელი სამუშაო რეჟიმი სურს _ ეს მათი ნებაა. თუ მას სახლში უნდა სიარული, არის ჩვეულებრივი სამცვლიანი გრაფიკი. შეუძლიათ, გადავიდნენ იმ მოცემულ მაღაროში და იმუშაონ იქ. ასეთია ჩვენი საწარმოს სამუშაო პრინციპი. მუშა ვახტურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში,  ორ კვირას მუშაობს, იღებს ხელფასს იღებს, შემდეგ კი 17 დღით ისვენებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათი ნებაყოფლობითი არჩევანი.

_ მუშები, ასევე, ამბობენ, რომ დამატებით სამუშაოებს იძულებით ასრულებინებენ, ხელფასი კი ძალიან დაბალია.

_ დამატებითი მუშაობის სურვილს, ხშირ შემთხვევაში, თვითონ მუშები გამოთქვამენ. ადმინისტრაცია დამატებით სამუშაოს მაშინ სთავაზობს, თუ შეკრული ტექნოლოგიური პროცესი იქნება. დამატებით სამუშაოს რამდენიმე ადამიანი ერთად ასრულებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი თანხმობით ხდება.

ჩვენთან არის ბრიგადული სისტემა, მუშაობს 12-კაციანი და 24-კაციანი ჯგუფი. შესაბამისად, არის გუნდური პრინციპი, თუმცა, ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მარტივად რომ ავხსნათ, ფეხბურთის გუნდში ზოგი მცველია და ზოგი _ თავდამსხმელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არიან. შესაბამისად, გეგმა მიბმულია ყველა თანამშრომელზე. ჩვენთან მბურღავს აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი. მას ხელშეკრულებაში უწერია, რომ როდესაც არ არის დაკავებული მისი პირდაპირი საქმით, შესაძლებელია, უფროსმა დაავალოს სხვა, დაბალანაზღაურებადი სამუშაო. მაგალითად, იქვე, ტერიტორიის მოსუფთავება ან მექანიკოსის დახმარება. თუკი ჩვენ დაბალტარიფიანი სამუშაოს შემსრულებელ მუშას ვავალებთ მაღალტარიფიანი სამუშაოს შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მას არ დავავალებთ. მაგრამ, როდესაც პირიქით ხდება, მაღალტარიფიანი სამუშაოს შემსრულებელს ისედაც უნდა ჰქონდეს სხვა, დაბალტარიფიანი სამუშაო კვალიფიკაცია. იმ პერიოდში, როდესაც თავისი მოვალეობა არ აქვს შესასრულებელი და მხოლოდ მაშინ უწევს შეასრულოს დაბალტაფარიანი სამუშაო, აქედან გამომდინარე, ვერ გავიგე, რა ტარიფი უნდა შევუცვალო?!“_ ამბობს პეტრიაშვილი.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მუშამ შეიძლება ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულოს, მაგრამ ყველა ტიპის გეგმა მათ სამუშაოს დაწყებამდე ეცნობებათ: „ყველა მუშამ იცის, დღეს რა სამუშაო აქვს შესასრულებელი და მათი ბრალდებები აბსურდულია. კომპანია ყველანაირად ცდილობს, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და მათი სამუშაო პირობები“, _ გვითხრა ირაკლი პეტრიაშვილმა.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...