მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის!

საზოგადოება

მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის!

2019 სექ 20 12:10:43

 დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია თელავიდან. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა. მინდობით აღზრდა 18 წლამდე არასრულწლოვანის ოჯახურ გარემოში გარკვეული დროით აღზრდას უზრუნველჰყოფს. როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს, მას დაუკავშირდა სოციალური მუშაკი და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ პროექტში ჩართვა შესთავაზა: „ამ პროექტში 17 წლის ასაკში ჩავერთე. ჩემმა სოციალურმა მუშაკმა შემატყობინა, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო პროექტს ახორციელებდა და ბავშვებს საკომუნიკაციო თუ სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში ეხმარებოდა. მეც დავთანხმდი, რადგან მაშინ არც თუ ისე გამოვირჩეოდი კომუნიკაბელურობით და თითქოს, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ჩემი მიმართულებები გამჩენოდა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდიდანვე ვგრძნობდი, როგორ ვძლიერდებოდი, ვხდებოდი თავდაჯერებული და უფრო ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას ადამიანებთან“.

პროექტს, რომელზეც დიანა საუბრობს, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 28 თვის განმავლობაში ახორციელებდა.  საპილოტე პროექტი _ „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგებისა და დასაქმების გზით“ სამ რეგიონს  _ კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი _ მოიცავდა. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში ჩართული 14-დან 25-წლამდე 144 მოზარდი მონაწილეობდა.

პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა აღნიშნავს: „სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამებში არიან ჩართულები, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა რჩებიან.  მათზე სახელმწიფო წყვეტს ზრუნვას. ამიტომ, აუცილებელია, არასრულწლოვნებმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც 18 წლის შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ. ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დაგეგმილი აქტივობები, ტრენინგები და სტაჟირებები, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. მოზარდები, რომლებსაც თავიდან უჭირდათ კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ახალი ადამიანების გაცნობა, - შეიცვალნენ. ამაღლდა მათი თვითშეფასება, შეიძინეს ახალი მეგობრები, გააქტიურდნენ და გაუმჯობესდა მათი განვითარებაზე ორიენტირებულობის ხარისხი“.

დიანა ბაქრაძე

პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დიანა ბაქრაძე ერთ-ერთ კერძო საწარმოში დასაქმდა კიდეც. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა: „პროექტის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგი, ეს იყო კომუნიკაცია, უნარ-ჩვევების განვითარება, ხელსაქმე. შემდეგ გვქონდა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე სტაჟირების კურსი ავირჩიე ყველის ქარხანაში, სადაც ყველის დაფასოება და თბილისის მასშტაბით მაღაზიებისთვის შეკვეთების გამზადება მევალებოდა. შემდეგ ამავე ადგილას დავსაქმდი და ერთი წლის განავლობაში ვმუშაობდი. ამ პროექტმა საფუძველი მომცა იმისთვის, რომ ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა აქტივობით და კი არ დავლოდებოდი იმას, ვინ რას შემომთავაზებდა, არამედ თავად მემოქმედა“.

ანა ვარამაშვილი ამავე პროექტის 19 წლის მონაწილეა. ამჟამად ისიც სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებისა და ხელოვნების“ ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს. პროექტში 2018 წლის გაზაფხულიდან ანაც სოციალური მუშაკის დახმარებით ჩაერთო. მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით გაიარა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტისგან მივიღე არის ის, რომ მომეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გამევლო რედაქტორის პოზიციაზე. ვარედაქტირებდი სხვადასხვა ნაწარმოებებს _ ნოველებს, მოთხრობებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან გავდიოდი სტაჟირებას იმ მეთოდების შესასწავლად, რასაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესებში იყენებენ. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ მასალას ვამუშავებდი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც რეპეტიტორი. ვსწავლობდი ტექნიკას, როგორ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განავითარა ჩემი კრიტიკული აზროვნება. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პრაქტიკულ და წიგნიერ განვითარებაზე, რადგან სამომავლოდ, შეძენილი უნარ-ჩვევების ჩემს საქმიანობაში გამოყენება ძალიან დამეხმარება“, _ გვიყვება ანა.

ანა ვარამაშვილი

გარდა მიღებული პრაქტიკული ცოდნისა, ანა ვარამაშვილი სოციალური უნარების ტრენინგების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა, შეემეცნა და ჩაღრმავებოდა თანატოლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აეხსნა როგორც თავისი, ისე თანატოლების ქცევა კომუნიკაციისას, რაც ახლა ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება: „ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული მოზარდის აქტიური კომუნიკაცია და კავშირი საზოგადოებასთან, უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან, ასევე რა გავლენა აქვს ჩვენს ჩართულობას, რა დადებით და უარყოფით მხარეებს მოიცავს და სხვა რიგი საკითხები, რაც მიადვილებს განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლას. ეს პროექტი უამრავ მოზარდს, ჩემი ჩათვლით, დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავები, მიზნები და დამოუკიდებლად გვეზრუნა თვითრეალიზებისთვის“.

„საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ კომუნიკაციების მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა პროექტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მოზარდების დასაქმება: „მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სოციალური უნარები, რომლებმაც არ იცოდნენ, რისი კეთება სურდათ, ან თუნდაც, რა გამოსდიოდათ კარგად და მათი დასაქმების შანსი არც ისე დიდი იყო დღეს დასაქმებულები არიან; აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობენ ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ მათ ჰყავთ სამეგობრო წრე მეწარმის და მისი თანამშრომლების სახით, ჩართულები არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უშვებენ შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობენ როგორ მიიღონ შენიშვნები, გამოასწორონ თავიანთი ქცევა. ამ მოზარდებს, დღეს შეუძლიათ, ერთმანეთისაგან ცუდისა და კარგის გარჩევა, ყოველდღიურად აკვირდებიან საზოგადოებას, ოჯახებს, აფასებენ არსებულ ვითარებას, ოჯახის წევრთა თანადგომას და ამ ყველაფრისგან იქმნიან მათთვის მისაღებ ოჯახის მოდელებს“.

ანა ვარამაშვილი

მთავარ ფოტოზე დიანა ბაქრაძე

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...