ნაჩუქარი 30 ლარი _ შემწეობის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი

საზოგადოება

ნაჩუქარი 30 ლარი _ შემწეობის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი

2017 ივლ 7 11:43:06

ერთი საწოლი, ერთი კარადა, ერთი პატარა მაგიდა, სამი სკამი და ახლობლების ნაჩუქარი ღუმელი _ ეს ყველაფერი 27 კვადრატულ მეტრ ბინაშია განთავსებული, რომლის ფანჯრებიც სახელდახელოდაა შეჭედილი,  იატაკი ავარიულია, კედლები კი დაზიანებული.

ამ ბინაში 4 შვილის დედა, 57 წლის ნაირა ჯიქია ახლა ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე 25 წლის წინ დაეღუპა. გვიყვება, რომ შვილები გაჭირვებაში გაზარდა, თუმცა, ყოველთვის ცდილობდა, მშივრები არ ყოფილიყვნენ.

_ არანაირი სამუშაო არ მითაკილია. ვმუშაობდი დამლაგებლად, მხვეტავად, მრეცხავად. თხილსაც ვკრეფდი და სხვის ყანასაც ვთოხნიდი, თუმცა, ხუთსულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არასდროს იყო. შვილები რომ წამოიზარდნენ, ისინიც მეხმარებოდნენ და ასე გაგვქონდა თავი. სანამ ჩემი შვილები არასრულწლოვნები იყვნენ, მარჩენალდაკარგულის პენსიას ვიღებდით და პური არ გვაკლდა, თუმცა, ორი წელია უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნაირა ჯიქია, რომელსაც სასმენი აპარატი სასწრაფოდ სჭირდება, თუმცა, უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს.

ჯიქიების ოჯახი მეორე წელია, სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი: _ 2015 წელს შეგვიწყვიტეს დახმარება. იმ პერიოდში ჩემმა ბიჭმა 3 თვე იმუშავა მუშად. 150 ლარს იღებდა და ამის გამო შეგვიწყვიტეს. ერთი წლის შემდეგ ისევ დავწერეთ განცხადება და მაღალი ქულა მოგვივიდა. არადა, არანაირი შემოსავალი არ გვქონია, არც ერთს არ გვიმუშავია. შეხედეთ ამ ოთახს, რა ეტყობა აქ შემოსავლის მქონე პირის ნაცხოვრების?! ლამისაა ჭერი თავზე დაგვემხოს. ყოველი ქარის ამოვარდნის მეშინია, _ ამბობს ქალბატონი ნაირა და ცრემლებს ვერ მალავს.

ჯიქიების გასაჭირზე მეზობლებიც საუბრობენ, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. ავარიულ ბინებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქ ყველას თავი ერთმანეთის დახმარებით გააქვს:

_ ამ ბინაში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს, ყველა გაჭირვებულია, თუმცა, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, ლუკმა-პური გავუნაწილოთ.  დღემდე ვერ გავარკვიეთ რატომ მოუხსნეს ამ ოჯახს დახმარება. ერთი ქათამიც კი არ ჰყავთ, არავითარი ქონება ამათ არ გააჩნიათ.  სველი წერტილიც კი არ აქვთ ბინაში. რა უნახეს ასეთი, რომ 90-ლარიანი დახმარება არ მისცეს, არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ დიდი უსამართლობაა ეს, _ გვეუბნებიან ჯიქიას მეზობლები.

ნაირა ჯიქიას თქმით დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ ის მიუთითა, რომ 2016 წელს ნათესავისგან საჩუქრად 30 ლარი მიიღო:

_ ამის მეტი მართლაც არაფერი მქონია და რას ჩავწერდი? ამბავი რომ მოვიკითხე, შრომისუნარიანი შვილები გყავსო, მითხრეს. იმას არ მეუბნებიან, სამსახური სად ვიშოვოთ. უმცროსი გოგო, რომელიც ჩემთან ცხოვრობს,  19 წლისაა. 23 წლის ბიჭი ცხოვრობს კიდევ აქ _ მან სამი თვე იმუშავა და ამის გამო მდიდრებად ჩაგვთვალეს. უფროსი ვაჟი ციხეში მყავს, უფროსი გოგო ავარიულ სახლში ცხოვრობს და ისიც გაჭირვებულია. ორი პატარა შვილი ჰყავს და სოციალური დახმარებაა მათი შემოსავალი, _ აღნიშნავს ნაირა ჯიქია.

მისივე თქმით, უკიდურესი სიღატაკის გამო მისი შვილი მეუღლემ მიატოვა:

_ მოკიდა შვილიშვილს ხელი და წავიდა, აქ ვერ ვიცხოვრებო. მართლაც რთულია აქ ცხოვრება, როცა ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, რა უნდა ჭამო,  _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომლის სარეიტინგო ქულა 71 210-ია.

როგორც გავარკვიეთ, დეკლარაციაში თითქმის ყველა გრაფა ცარიელია _ ქონება/მიწის ნაკვეთი არ აქვს, შემოსავალი არ აქვს, ქათამი არ ჰყავს, საქონელი არ ჰყავს, იატაკი ხისაა, პენსია არ აქვს _ ერთი სიტყვით, შავით თეთრზე წერია, რომ ღატაკია, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დახმარებას ვერ იღებს:

_ ქულებს პროგრამა ანიჭებს. ჩვენ მხოლოდ დეკლარაციას ვავსებთ და ვაგზავნით, _ გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ოფისში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში "გურია ნიუსს" უთხრეს, ჯიქიების ქულების დათვლის დროს გავლენა ოჯახის შრომისუნარიანმა წევრებმა მოახდინა:

"ნაირა ჯიქიას ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ  ბოლოს გადამოწმდა 2016 წლის ნოემბერში.  ოჯახის სარეიტინგო ქულა ოდნავ ცდება ზედა ზღვარს (65 000 ქულა)  და სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ფულად საარსებო შემწეობას. დეკლარაციის მიხედვით, ოჯახში ფიქსირდება 2 შრომისუნარიანი წევრი, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ქულის დათვლისას და უმატებს ოჯახს სარეიტინგო ქულას. სახლის ფართი მცირეა, ასევე მითითებულია მცირედი არარეგულარული შემოსავალი  ნათესავებისგან (საუბარია წლის განმავლობაში ერთჯერადად მიღებულ 30 ლარზე. ავტ).

გარდა ამისა, ოჯახის უფროს ქალბატონს ჰყავს 4 გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან.

თუკი ქალბატონს აღენიშნება ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, მან უნდა მიმართოს შშმპ-ს სტატუსის დამდგენ სპეციალურ კომისიას, რათა დაიდგინოს სტატუსი და მის შესაბამისად დაენიშნება სოციალური პაკეტი. ამასთანავე, მას აქვს უფლება მიმართოს  სოციალური მომსახურების სააგენტოს და  ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვოს სმენის აპარატი, რომელსაც სააგენტო გასცემს ბენეფიციარებზე. სააგენტოს  ასევე შეუძლია, ოჯახის წევრების სურვილისა და მიმართვის შემთხვევაში, დაარეგისტრირონ ისინი სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე _ www.worknet.gov.ge და დაეხმარონ მათ დასაქმებაში", _ აღნიშნულია სააგენტოს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.




 ახალი ამბები
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...
  • საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგო დღეს დაკრძალეს 20 წლის ‌ანა ენგიბარიანი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს, მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალეს. ‌რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმა სახელდება.  ამავე თემაზე: სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა იელი გოგონას ცეკვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...