„ნაქები ჩვენი გზა უკვე წავიდა ტ.....კენ!“ _ „ჩაილურის წყალდალეული“ საუკუნის პროექტი

საზოგადოება

„ნაქები ჩვენი გზა უკვე წავიდა ტ.....კენ!“ _ „ჩაილურის წყალდალეული“ საუკუნის პროექტი

2019 თებ 18 17:44:01

ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანი გიორგი გურგენაძე, რომელიც ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელია, ამავე სოფლის მკვიდრს,  მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს  სოციალური ქსელში ღია წერილით მიმართავს.

„ხალხის ბრძოლის, დღედაღამ მრავალგზის პიკეტირების,ხელმოწერების შეგროვების შედეგი იყო 21-ე საუკუნეში სოფელს ჰქონოდა სავალი გზა, რასაც მივაღწიეთ.
გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11-კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით დაგება 2017 წელს დასრულდა.

ყოველ წელს გვახსენებდნენ შეკრებებზე- თქვენთან 3-მილიონიანი პროექტი გახორციელდაო.

მოგეხსენებათ, ვინც მეტად ვიყავით ჩართული ამ გზის უხარისხო მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტებში, ჩვენი აზრი მაინც უგულებელი იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. რაც დაიგო დაიგო, მაგრამ ამასაც ხომ მოვლა და გაფრთხილება უნდა.

ბატონო ალექსანდრე გახსოვთ,  სოფელ მოედნიდან ინერტული მასის (ხრეშის) გატანის ,ბიზნესმენ ვეფხვაძის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად (მ.შ.სოფლისთვის სასიკეთო დაპირებების),  ყოფილი გუბერნატორის გ.სალუქვაძის მისდამი მხარდაჭერისა ,ჩვენ თქვენთან ერთად ვუთხარით უარი ჩვენი სოფლისთვის არასასიკეთო საქმეს.
მაგრამ რა ხდება დღეს???

შპს ''სამკუთხედმა'' გზის პროექტის ჩაბარებიდან 3 წლიანი შეფობა აიღო დაზიანების შემთხვევაში გზის გარემონტებაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით გაფუჭებული გზის პატრონი კაციშვილი არაა. გზაზე 16ტონაზე მეტი ტვირთის გადაადგილების ამკრძალავი ნიშნები შეგნებულად მოიხსნა. გამალებულად გაედინება პირდაპირ მდინარე სუფსის წყლიდან 60 და მეტტონიანი მანქანებით ინერტული მასალა. გზა უკიდურესად დაზიანდა. კანონი შერჩევითია? მოსახლეობის სურვილი იგივე არ არის ,რაც 2 წლის წინ თქვენთან ერთად გვქონდა??

თუ თქვენგან ამ უკანონო ქმედებებს ხელშეწყობა არა აქვს, დაგვიდექით გვერდში, რათა შევინარჩუნოთ ეს გზა დიდხანს. თორემ ხალხის პროტესტს მომავალშიც ელოდეთ“, -წერს გიორგი გურგენაძე.

გურგენაძის წერილის პასუხად  კომენტარს აკეთებს  გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის გზის რეაბილიტაციით უკმაყოფილო სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი და იქვე ფოტოსაც აქვეყნებს-„იმდენი მაინც ქნას თავისი სოფლის გზას მაინც მიხედოს, იმას ვერ ხედავს მაინც რა დღეშია ტაბიძე, როგორ სარგებლობს თანამდებობას თავისი სოფლისთვის, ლამისაა დავით აღმაშენებელს ადარებენ. მართალია ამ პიარით თავის სამომავლო საქმეს იკეთებს, მაგრამ გზა ხომ ყველასია, მეც კმაყოფილი დავრჩი ნიგვზიანით!
ევროკავშირთან ვმეგობრობთ?
მივექანებით მაპისკენ?--
--ეჰ, ეგზომ ნაქები ჩვენი გზა
უკვე წავიდა ტ.....კენ!“

  როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, სუფსა-გულიანი- ჩოჩხათის  გზის მონაკვეთზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაობით მთლად კმაყოფილი არაა ადგილობრივი მოსახლეობა.

„ამ გზის მშენებლობა თავიდანვე ხარვეზებით დაიწყო. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული არ იყო, რომ გზა უკვე ალაგ-ალაგ დაზიანებული იყო. პროექტი, რომელზეც სამ მილიონ ლარზე მეტი თანხაა გახარჯული, ჩაბარებიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა მწყობრიდან და სერიოზულად დაზიანდა. ბუნებრივიცაა, ხუთ  მილიონ ლარად შეფასებულ სამუშაოებს სამ მილიონად რომ გააკეთებენ, როგორ იქნება ხარისხიანი?!“, -ამბობს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „გურია ნიუსთან“ საუბარში, რომლების გახარჯულ სამ მილიონ ლარს წყალში გადაყრილად მიიჩნევენ და  ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ ფირმასა და ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

გულიანი_ჩოჩხათი-სუფსის გზის მონაკვეთის თემასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიაში გვპასუხობენ, რომ „საავტომობილო გზის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილ დეფექტებთან დაკავშირებით, წერილობით მიემართება შემსრულებელ კომპანიას, რომელიც ვალდებულია საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს წარმოქმნილი დეფექტები. რაც შეეხება ინერტული მასალის გატანას, მისი კონტროლი წარმოადგენს გარემოს დაცვის დეპარტამენტის ფუნქციას და აღნიშნულის თაობაზე დამატებით ეცნობება რეგიონულ სამსახურს. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დაფიქსირდა მეწყერი, რამაც გამოიწვია გზის დაზიანება. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის გულიანი-ჩოჩხათის გზაზე წარმოქმნილ ხარვეზებს“.

ცნობისთვის, აქ სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „სამკუთხედი“ ახორციელებდა. აღნიშნულმა კომპანიამ  ოთხი მილიონ 436 ლარად შეფასებული პროექტი  სამ მილიონ ლარად მოიგო.  პროექტი გარდამავალი გახლდათ, მთლიანობაში სამ წელზე იყო გაწერილი და აღნიშნული გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო  საკმაოდ მაღალი დონის გზა -  ჯებირებით, ხიდებით, ბორდიურებითა და სარკეებით. სამუშაოების დაწყებას საკმაო ხალხმრავალი პრეზენტაციაც უძღოდა წინ, სადაც მაშინდელ ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუბერნიისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და როგორც მაშინ ითქვა, ეს იყო საუკუნის პროექტი. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ მან „ჩაილურის წყალი“ დალია.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...