ნასაკირალის მცხოვრებთა პრეტენზიები და ხელისუფლების პასუხი

საზოგადოება

ნასაკირალის მცხოვრებთა პრეტენზიები და ხელისუფლების პასუხი

11 სექ. 2017, 13:11:32

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალის მოსახლეობის წარმომადგენლები, ხელისუფლების მიმართ უყურადღებობაზე საუბრობენ და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ. კერძოდ, ნასაკირალში, 23 მაისის სტიქიის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მოხდა ზარალის აღწერა, რომელიც 21 ოჯახს ეხებოდა. აღნიშნული ოჯახებიდან, როგორც თავად ამბობენ, ორის წარმომადგენელი _ მარტოხელა პენსიონერი სოფიო აროიანი და არჩილ ირემაძე საყვედურს გამოთქვამენ, რომ მხოლოდ მათი ოჯახები დატოვეს დახმარების გარეშე, დანარჩენ 19-ს კი სახლები გადაუხურეს ან შეუკეთეს.

_ 69 წლის მარტოხელა მოხუცი ვარ. 160 ლარის წამალი მარტო ერთ თვეში მჭირდება, თორემ რაღაცას გავაკეთებდი ჩემი სახსრებით. მოვიდნენ, ნახეს, აღრიცხეს ყველაფერი და მერე საერთოდ ამომაგდეს სიიდან? თუ ასე აპირებდნენ, რატომ ჩამსვეს? სახურავი კი აქვს ჩვენს კორპუსს, გადახურეს, მაგრამ მეორე სართულზე ვცხოვრობ და გვერდითი აივანი ჩამომპალი და საყრდენგამოცლილია. ხის კიბე, რომლითაც დაბლა ჩავდივარ, დამპალია, ძლივს დავდივარ. ახლა კარგი ამინდებია და ზამთარში ან წვიმიან ამინდში, წვიმა ისე ასხამს აქ, რაღა სახურავიდან ჩამოსულა. ნუთუ, არ შეიძლებოდა, იმდენი თუნუქის ფირფიტა მოეცათ, გვერდითი ხუფი ან ცოტა ჩამოხურული აივანი გაკეთებულიყო, რომ კიბეზე ჩასვლა არ გამიჭირდეს და ამ ხნის ქალი არ დავგორდე. კარგად ჩანს, სახურავის გასწვრივ საყრდენი ბოძიც არ არის. რა ვქნა? ვინ მიშველის, იქნებ, თქვენ დამეხმაროთ. ზამთრის მოახლოების მეშინია. არავინ არაა ჩემი პატრონი ამ ქვეყანაზე, სრულიად მარტო ვარ, _ ამბობს სოფიო აროიანი.

 ის, აგრეთვე, გვაჩვენებს სოფლის გამგებლის ხელმოწერით გაკეთებულ განცხადებას და წამლების სიას, რომლის შეძენაც ერთჯერადი დახმარების გაწევით უნდოდა, მაგრამ ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში მისულს, უარი უთხრეს _ ახლა ფული არ გვაქვსო. აროიანი, ასევე, სვამს კითხვას, რატომ მიაკუთვნეს მარტოხელა პენსიონერ ავადმყოფ ქალს მაღალი სარეიტინგო ქულა, რომლის გამოც სოციალური დახმარება არ დაენიშნა.

ნასაკირალის მესამე მიკრორაიონის მესამე კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ მათი საცხოვრებელი კორპუსის კრიტიკულ მდგომარეობაზე.

ვაჟა ვანაძე, კორპუსის მცხოვრები: "ნასაკირალში ყველაზე მეტი ოჯახი ამ კორპუსში ცხოვრობს. კორპუსის საძირკველი კი, ნახევარზე მეტი გაშიშვლებულია, რომელიც მიწაში უნდა იყოს. ამისთვის ოთხი ტონა ცემენტი იყო გამოყოფილი, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. ნახეთ, გვერდითი კედელი, ხელისუფლებამ კი გააკეთა, მაგრამ ისე ზერელედ იყო აკრული, მათი გამოგზავნილი კომპანიის მიერ, ნახევარი ააძრო ქარმა ამ სეზონზევე. ასევე, მთლიანად მორყეულია სახურავი და ერთი გრიგალი რომ დატრიალდეს, მთლიანად ახდის. ეს არის უპასუხისმგებლოდ გაკეთებული საქმე. თუნუქი, რაც ქარმა ააძრო, ყველა შენახული გვაქვს, მაგრამ როგორ ავაკრათ ამხელა კორპუსზე, ჩიტები კი არ ვართ. წყალში გადაყრილი ფულია, მეტი არაფერი. ამდენ მასალას, შიფერს მოიტან და ათი ღერით მეტ ლურსმანს ოსტატურად და ხარისხიანად რომ არ დააჭედებ, რა ადამიანი ხარ? საქმის მწარმოებლის პასუხისმგებლობა უფრო სხვანაირად უნდა იყოს დაყენებული.

ნასაკირალის მესამე მიკრორაიონის მეოთხე კორპუსი, ძველია და კომუნისტების დროს არის დახურული. აქ მცხოვრები ნინა და ნატაშა დოცენკოები ჩამომპალი, მინის გარეშე დარჩენილი შუშაბანდის გამო წუხან და მოახლოებული ზამთრის ეშინიათ. გაავდრებისას კი, როგორც გარეთ, "შუშაბანდშიც" ისე წვიმს და მეორე სართულის აივანზე წყალი ტბად დგება, დაბლა ჩადის და სათავსში ყველაფერი უფუჭდებათ.

_ წასასვლელი არსად გვაქვს, თორემ აქ გაჩერება არ შეიძლება. ღია ცის ქვეშ გაჩერებას კი სჯობს და ესაა, მეტი არაფერი, _ ამბობენ დოცენკოები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალში დავით ტუნაძე, მოსახლეობის მიერ აღნიშნული პრობლემის შესახებ, კონკრეტულად საუბრობს და ამბობს, რომ რაც შესაძლებელი იყო, სტიქიის შემდეგ, მაქსიმალურად გაკეთდა და უყურადღებოდ არავინ დარჩენილა:

_ მესამე მიკრორაიონის მესამე კორპუსის მცხოვრებთა პრეტენზია ოთხი ტონა ცემენტის გამოყოფის შესახებ, ტყუილია. მსგავსი რამ ჩემი მუშაობის პერიოდში არ მომხდარა. რომ გამოყოფილიყო, სად წავიღებდით? მე, როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, ასეთ დახმარებაზე საუბარი ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს. რომ ამბობენ, დააკონკრეტონ, რომელ წელს მოხდა. სოფიო აროიანის დახმარებას რაც შეეხება, ერთხელ მან ნამდვილად შეიძინა წამლები. ხოლო მეორედ როცა მოითხოვა, მას ეგონა, თურმე, ერთჯერად დახმარებას წამლებისთვის ფულის სახით მიცემდნენ. ასეთი რამ ახლა არ ხდება _ მხოლოდ აფთიაქებს ერიცხებათ წამლების შესაძენად განსაზღვრული თანხა, ისიც ერთხელ. ამიტომ აროიანმა უნდა იცოდეს, რომ ხელზე ფულს არ მისცემენ _ ეს საკრებულოს გადაწყვეტილებით არის დადგენილი.

დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ქათამაძე განმარტავს, რომ სტიქიის შემდეგ აქ ხელისუფლების წარმომადგენლები დაუყოვნებლივ მივიდნენ, აღწერაც გააკეთეს, მაგრამ ორი ოჯახი მაინც გამოტოვეს. ქათამაძე მიზეზად კორუფციის ნიშნებს ასახელებს. როგორც ის ამბობს, კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია და, სავარაუდოდ, უფრო ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ბადრი გობრონიძე განმარტავს, რომ ნასაკირალის მცხოვრებთა პრობლემებს, რომლებიც სტიქიის დროს წარმოიშვა, გადაუდებელი რომელიც იყო, ყველას მიხედეს:

_ 20 ათასი ასეთი ოჯახიდან, მინიმუმ, ხუთი ათასს მსგავსი რამ სჭირდება. სტიქიის დროს ვინც ძალიან დაზარალდა, დეტალურად აღიწერა და დახმარება გაეწიათ. რაც შეეხება ქათამაძის განცხადებას, თუ საეჭვო ფირმა არსებობს სადღაც, რატომ არ ასახელებს, ვინ არის? გაგცათ პასუხი? არ ასახელებს იმიტომ, რომ ტყუილია. ეს "ნაციონალი" დეპუტატების მახასიათებელია, თორემ შემოვიდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და ყველაფერს დოკუმენტურად გაეცემა პასუხი. ასე წამოსროლილი ბრალდებების საპასუხოდ ჩვენ არ გვცალია, საქმეა საკეთებელი. საინტერესოა, სხვა დროს თუ ყველაფერზე ითხოვენ საჯარო ინფორმაციას, ახლა რატომ იკავებენ თავს და მხოლოდ ზეპირად ყვირიან? მოვიდნენ განცხადებით და მიიღებენ ოფიციალურ პასუხს, _ თქვა გობრონიძემ.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - აღნიშნავს მეუფე ... ...
  • „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ" _ გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძესსახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ, – ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „მთავარ აქცენტებში“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს. სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს, ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც გადაცემის წამყვანმა ეთერში ცერცვაძის სიუჟეტი გაუშვა. სიუჟეტში ცერცვაძე საუბრობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასა და სხვადასხვა კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ. „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებთ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მე მგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – განაცხადა სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?