ნინო ლომჯარია: მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო

20 ოქტ. 2017, 12:49:40

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია ოზურგეთში იმყოფებოდა. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან ისაუბრა თემაზე ფული და პოლიტიკა. შეხვედრის დაწყებამდე მან “გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა.

_ ქალბატონო ნინო, თქვენ ერთი წელი იყავით აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. ახალდანიშნულ უფროსს ჰქონდა თუ არ შემოთავაზება დარჩენილიყავით აუდიტის სამსახურში?

_ შემოთავაზება არ ყოფილა. წამოსვლამდე, როდესაც ვისაუბრეთ, გაირკვა, რომ ახალ ხელმძღვანელს  სხვა ტიპის მენეჯერებთან და გამოცდილების მქონე ადამიანებთან წარმოუდგენია აუდიტის სამსახურის მართვა. შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რა შემოთავაზება უნდა ყოფილიყო?

_ მაგალითად, იმავე პოსტზე?

_ არა, არ ყოფილა.

_ თქვენ იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე და წლების განმავლობაში აქტიურად იყავით ამ სექტორში, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჯარო სტრუქტურაში გადასულიყავით...

_ აუდიტის სამსახური იყო ისეთი საჯარო უწყება, რომელსაც კონსტიტუციით ევალება პოლიტიკურად იყოს ნეიტრალური და რომელიც დაკავებულია ანტიკორუფციული საქმიანობით, საჯარო ფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფით და პარტიების დაფინანსების მონიტორინგით. ურთიერთობა აქვს პარლამენტთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან... ამ ტიპის საქმიანობას სხვა სექტორიდან მე უკვე ვაკეთებდი, უბრალოდ, სექტორი შევიცვალე, თორემ სამუშაოს ხასიათი არსებითად არ შემიცვლია. იმ ეტაპზე ამოვწურე ჩემი თავი არასამთავრობო სექტორში და ჩემი პროფესიული განვითარებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვან სფეროში გადავინაცვლე.

_ რამდენად თავისუფალი იყავით აუდიტის სამსახურში. იყო თუ არა ჩარევა გადაწყვეტილებების მიღებაში ან ხელისშემშლელი ფაქტორები?

_ ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვყოფილიყავი თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ყოფნა აუდიტის სამსახურში. არაერთხელ მითქვამს, წინა აუდიტის სამსახურის უფროსისგან მქონდა სრული ნდობა საქმიანობაში და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღების დროს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები თანხმდებოდა ერთობლივად და თვითნებურად არ ვმოქმედებდი, თუმცა, შემიძლია ვთქვა ნამდვილად შემეძლო გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემი ხედვისა და პოზიციის დაფიქსირება, ასევე, გავლენის მოხდენაც. არ მქონია არასდროზე შეგრძნება, რომ ვინმე ერეოდა ჩემს საქმიანობაში და ვინმე მზღუდავდა. აუდიტის სამსახურში დამხვდა წინ გადადგმული ძალიან ბევრი ნაბიჯი. ძალიან კარგი ახალგაზრდები და პროგრესული და ინოვაციური გუნდი, რომლებთანაც ერთად ვაკეთებდი საქმეს.

_ თქვენი აზრით, რადგან არ შემოგთავაზეს დარჩენა აუდიტის სამსახურში, „ჩაიკეტება“ თუ არა ეს უწყება?

_სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დამკვიდრებული იყო გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც აღარებული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერაც.  რთულად წარმომიდგენია, დღევანდელ დღეს ვინმემ აღნიშნული სტანდარტი დაბლა დაწიოს და აუდიტის სამსახური „ჩაიკეტოს“,  რადგან ბუნებრივად სამსახურის პროდუქტებზე არსებობს ძალიან მაღალი მოთხოვნა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების მხრიდან.

_ სად გააგრძელებს მუშაობას ნინო ლომჯარია?

_ კონკრეტულ ადგილს და საქმიანობას ახლა ვერ გეტყვით და ვერ დავასახელებ. არის გარკვეული შემოთავაზებები და ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საჯარო სივრცეს და საჯარო აქტიურობას, მათ შორის იმ თემებსაც, სადაც მე მიმუშავია, ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.

_ იხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე?

_ ჩემთვის ასეთ რამ ცნობილი არ არის.

_ ეს შემოთავაზებები ხელისუფლებისგან იყო თუ არასამთავრობო სექტორიდან?

_ რამდენიმე შემოთავაზება არსებობს და უბრალოდ, მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...