"ნუ გამგუდავთ, ასთმა ისეც მახრჩობს"

საზოგადოება

"ნუ გამგუდავთ, ასთმა ისეც მახრჩობს"

2017 აგვ 14 10:57:44

ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, არც ისე დიდი ხანია, ბილიარდის სახლი "ლუზა" გაიხსნა. ამავე კორპუსის მეორე სართულზე მცხოვრები მზია ჟორჟიკაშვილი, სწორედ ამ ბილიარდის სახლიდან გამონაბოლქვი სიგარეტის კვამლისა და ხმაურის გამოა შეწუხებული.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარება მზია ჟორჟიკაშვილმა "გურია ნიუსს" სთხოვა. ქალბატონი მზიას თქმით, ბილიარდის სახლის კედელზე მოთავსებული კვამლის და მტვრის გამწოვი მოწყობილობა არაპროფესიონალურად არის დადგმული და კვამლი შენობის მეორე სართულზე, პირდაპირ საძინებელ ოთახში შედის:

"რატომ მახრჩობენ? ნუ გამგუდავთ, ასთმა ისეც მახრჩობს, ავადმყოფი ვარ, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი. ერთადერთი ოთახია, რაც მაბადია და იქაც დაძინების და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ. დიაბეტით დაავადებული ვარ. ჩემი გასაჭირი რომ ჩამოგითვალოთ, თავს მოგაბეზრებთ. ნაღვლის ბუშტი ამოღებული მაქვს, უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე. სანამ ვეხვეწო ერთს და მეორეს? საჯარო სამსახურებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან როცა მივდივარ, ყველა პატივს მცემს და მეხმარება. კერძო სტრუქტურამ რატომ უნდა დამახრჩოს? მივედი, დავუძახე და იქ მომუშავე გოგონებმა სიცილი დამაყარეს. შემპირდნენ, მოვაგვარებთო და მაინც არავის გაუქანებია ხელი. სანამ ვიყო ასეთ დღეში?" _ გვითხრა მან და ისიც აღნიშნა, ვიღაცას ეწყინება, ჟურნალისტებს რატომ მიმართაო: "მაგრამ პატრონი არავინ მყავს, მარტოხელა ვარ და ჩემი მარტო ხმა არავინ ისმინა. რა უნდა ამ საქმის მოგვარებას? მით უფრო, შევხვდი საბილიარდოს ხელმძღვანელს და შემპირდა, სასწრაფოდ მოვაგვარებ ამ საკითხსო".

მზია ჟორჟიკაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ვიდრე აქ ბილიარდის სახლი გაიხსნებოდა, მანამდე კაფე-ბარი იყო, საიდანაც მუდმივად ხმაური და ყვირილი ისმოდა და კორპუსის მცხოვრებლები ძალიან შეწუხდნენ. ამიტომ მალე დაიხურა:

"კარგა ხანს დაკეტილი იყო. მერე, როცა ისევ გაიხსნა და შიგ რაღაც სამუშაოებს ასრულებდნენ, ვკითხეთ, რას აკეთებდნენ. გვაინტერესებდა, ისევ ხომ არ შეგვაწუხებდა ხმაური. გვითხრეს, რომ მაღაზიას ხსნიდნენ. მერე კი ვნახეთ, რომ ბილიარდის სახლი გაიხსნა. ხმაური რა მოსატანია იმ გამონაბოლქვთან, რაც პირდაპირ საძინებელში შემოდის. მოკლედ, შველას გთხოვთ", _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ.

ნათქვამის სიმართლეში დასარწმუნებლად ქალბატონმა მზიამ სახლში მიგვიპატიჟა _

საღამოს საათებში და გვიან ღამით, ბინაში გაჩერება შეუძლებელია. დახურული ფანჯრის პირობებშიც კი, ოთახში თამბაქოს სუნი დგას.

"გურია ნიუსი" ბილიარდის სახლ "ლუზის" დამფუძნებელს, გიორგი ჩხაიძეს დაუკავშირდა და მზია ჟორჟიკაშვილის პრობლემის შესახებ ესაუბრა.

_ ვიცი ამ ქალბატონის პრობლემა. მართალს ამბობს. უბრალოდ, ძალიან მარტივი პრობლემაა, გამწოვი მოწყობილობა არის არასწორად დამონტაჟებული. ის პირდაპირ ქალბატონის ბინისკენაა მიმართული და ოთახში შედის. ამიტომ უნდა დამზადდეს სხვა. მე დავუკვეთე ასეთი მოწყობილობა და ალბათ, ერთ კვირაში გავაკეთებთ.

_ მზია ჟორჟიკაშვილი ამბობს, რომ ათი დღის წინ შეპირდით ამ საქმის მოგვარებას.

_ მაგდენი არა, 4-5 დღე იქნება, რომ ვესაუბრე და ხუთ დღეს ვეღარ ითმენს?

_ თუ თქვენი თქმით, ხუთი დღის უკან გითხრათ, ახლა კიდევ ერთი კვირა ხელოსანს სჭირდება, ეს დროის გაჭიანურებას უფრო ჰგავს...

_ გეუბნებით, მარტივი პრობლემაა და ხუთ დღეში მოგვარებული იქნება, გპირდებით. ხმაურს რაც შეეხება, 11 საათის შემდეგ, გამწოვს აღარ ვართვევინებ. 12 საათზე კი საერთოდ ვკეტავთ. ასე რომ, ძილის დროს, არავინ აწუხებს აქ მცხოვრებთ.

_ აქ მცხოვრებნი იმასაც ამბობენ, რომ მაღალი სართულიდან ქალბატონმა ვედროთი წყალი გადმოასხა საბილიარდოს, ვერაფერი რომ ვერ შეასმინა, ბავშვების დაძინების საშუალება მოგვეცითო.

_ გითხარით, 12 საათზე საერთოდ ვკეტავთ საბილიარდოს. მეტი რა ვქნათ?

"გურია ნიუსი" თვალყურს მიადევნებს მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მზია ჟორჟიკაშვილის პრობლემას რამდენად დროულად მოაგვარებან.




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...