ოთხი მითი ვიზალიბერალიზაციის შესახებ

საზოგადოება

ოთხი მითი ვიზალიბერალიზაციის შესახებ

2017 მარ 13 18:51:04

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება,  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ძირითადი მითებისა და რეალური ფაქტების მიმოხილვას გვთავაზობს. კვლევის მიხედვით, დეზინფორმაციაა, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად, მხოლოდ შეძლებული მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას.
 
მითი #1. ვიზალიბერალიზაციის შედეგად, მხოლოდ შეძლებული მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას.  ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში მოგზაურობას მნიშვნელოვნად უმარტივებს, რადგან დროის და ფინანსების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ამჟამად საქართველოსმოქალაქეებს შენგენის ზონაში მოსახვედრად 7 ეტაპის გავლა ჭირდებათ. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ კი მხოლოდ 2 ეტაპის გავლა მოუწევთ.
 ევროპის ქალაქებში გამგზავრება არა მხოლოდ ძვირადღირებული ავიაკომპანიის მომსახურებით, არამედგაცილებით იაფადაც შეიძლება. ბილეთების ფასები საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ბერლინში შესაძლებელია 105 ლარად (39, 99 ევრო) გაფრენა და დაახლოებით 30 ლარიდან ჰოსტელში საწოლისდაჯავშნა. სურვილის შემთხვევაში, ბერლინში სასტუმროში ნომრის ერთი ღამით დაჯავშნა 93 ლარადაც შეიძლება. ბათუმში სამვარსკვლავიან სასტუმროში სტანდარტული ორადგილიანი ნომრის დაჯავშნა ერთი ღამით 124 ლარი (50 დოლარი) ღირს, ხოლო ავტობუსით გამგზავრება 15-25 ლარამდე ჯდება.
 
მითი #2. ვიზალიბერალიზაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად გამოიწვევს მიგრაციის დიდ ტალღას, რაცქვეყანას დემოგრაფიული საფრთხით ემუქრება. 
 ბალტიისპირეთის ქვეყნების საქართველოსთან შედარება უადგილოა, რადგან ესტონეთი, ლიტვა და ლატვიაევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და შესაბამისად ამ ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის დანარჩენ წევრქვეყნებში მუშაობის და ბინადრობის უფლებაც აქვთ. საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა, ხოლო მისთვისვიზალიბერალიზაციის მინიჭება არ გულისხმობს სამუშაოდ ან გრძელვადიანი ვიზიტებით გამგზავრებას. 
 
მითი #3. ვიზალიბერალიზაცია დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. პარალელურად, ევროკავშირისაქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს.  
ვიზალიბერალიზაციის თემას ხშირად უკავშირებენ მცდარ მტკიცებას თითქოს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დააცარიელებს. ამასთან, უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირსშეუძლია საქართველოს სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მიღება მოსთხოვოს. საქართველო ევროკავშირის წევრიქვეყანა არ არის და შესაბამისად მას ლტოლვილთა მიღების პროცესში ევროკავშირი არანაირ ვალდებულებას არაკისრებს. ამგვარ მოთხოვნას არც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება და არცრეადმისიის შეთანხმება არ ითვალისწინებს. 
 
მითი #4 ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ხელშესახებ სიკეთეს არ მოუტანს. 
 ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები სავიზო მოსაკრებლისგან სრულადგათავისუფლდებიან და შეეძლებათ მოკლევადიანი ვიზიტით 90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში დაჰყონევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
 
მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურისტული, ოჯახის წევრების ან ნათესავების მონახულება, საქმიანიშეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, გამოფენებშიმონაწილეობა, მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრეინინგებში ან სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა/დასწრება, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა-მკურნალობა ან ოპერაცია.
 
შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, გაზრდილ კულტურულ დასტუდენტურ გაცვლებს, ახალ საქმიან კონტაქტებს, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ახალ საშუალებებს, ხალხთა შორის კონტაქტის ხელშეწყობას და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ესსაბოლოო ჯამში წაადგება საქართველოს ეკონომიკისა და ადამიანური რესურსების მდგრად განვითარებას.
 
დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია  
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დახმარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. მ კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი: გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეშიუვიზო მიმოსვლისათვის და ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.
უვიზო რეჟიმი მოიცავს ევროკავშირის  22 წევრ ქვეყანას ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის გარდა;
4 არაწევრ ქვეყანას - ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია;
შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას- ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. 
ევროკავშირის /შენგენის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:  
არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
არ უნდა იყოს ნასამართლევი ევროკავშირის/სენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაყკუსთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით
არ უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან მისი გაძევენის შესახებ;
არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები
არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომელთაც აკრძალული აქვთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა.



 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...