"ოცნების“ ოფისთან ტროტუარი იმ დღესვე გააკეთეს, ჩვენთან დაპირება დაპირებად დარჩა“

საზოგადოება

"ოცნების“ ოფისთან ტროტუარი იმ დღესვე გააკეთეს, ჩვენთან დაპირება დაპირებად დარჩა“

2017 აპრ 4 14:55:32

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ჭავჭავაძის #12 ნომერში რამდენიმე თვეა, ტროტუარი  ჩავარდნილია და მიწა ჩაქცეულია.

ქალაქ ოზურგეთის მერია აღნიშნულ ქუჩაზე  ტროტუარების მოწესრიგების პროექტს ახორციელებდა. აქვე მდებარეობს ლუდის ბარი “ნატახტარი“ და საჭადრაკო სკოლა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა  და ქვეითად მოსიარულე, ვისაც ქუჩის ამ მონაკვეთში გადაადგილება უწევს, აღნიშნავს, რომ აქ გავლა უკვე საფრთხეს უქმნის მათ შვილებს, ნებისმიერ მოზარდს, რადგან მიწაჩაქცეული  ტერიტორიის ქვეშ მიედინება წყალი. ბარში, დადიან ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ტრაგედიად იქცეს აღნიშნული ტერიტორია. მოსახლეობამ ქალაქ ოზურგეთის მერიას განცხადებითაც მიმართეს.

“ბზარები რომ გაჩნდა, ვთხოვეთ, შეემოწმებინათ. გვითხრეს, რომ კი ვნახავთო, ნახა კიდეც ვიღაცამ, არ ვიცით, ვინ იყო. ალბათ, სრულიად უცოდინარი და გამოიტანა ამბავი, რომ ყველაფერი კარგად იყო. იმის შემდეგ რამდენი  თვე გავიდა, ეს ჩავარდა 26 სექტემბერს, წინაასარჩევნოდ, შეუმოწმებლად დაიგო ეს ფილები და შეუმოწმებლად დადიოდა აქ 20-ტონიანი ტრაქტორები და ჩავარდა მიწა,  ვერ გაუძლო.

იმ წუთში ყველა მოვარდა, დიდი დაპირებები იყო და გვქონდა იმედი, მაგრამ ფაქტი სულ სხვაა. სამი თვის წინ განცხადებით მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მერიას. მოვიკითხეთ პასუხი და ეწერა, ჩასმული ხართ ამ წლის ბიუჯეტში და გაკეთდებაო. ეს წელი არის იანვრიდან მეორე იანვრამდე. არავინ იცის, როდის გააკეთებენ, ალბათ, საარჩევნოდ ისევ. აქ ბავშვები დადიან, საფრთხეა, სიბინძურეა, ანტისანიტარიის ბუდედ იქცევა მალე. სამი დღის ბავშვი გადავარდა ველოსიპედით. ტრაგედია რომ დატრიალებულიყო, სად მიდიოდნენ მაშინ? 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანტისანიტარიაა,  ქალაქის ცენტრია, “ქართული ოცნების“ ოფისის წინ ჩავარდა არჩევნებამდე  და გაკეთდა ორ დღეში და  მიჩქმალეს ის ამბავი, კაცს არ გაუგია, აქ კი  დაპირება არის დაპირებად“, _ ამბობს იქ მცხოვრები მოსახლეობა „გურია ნიუსთან საუბრისას.

ზურაბ ანდღულაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: “ჩვენს სკოლაში 8 -12 წლამდე 50 ბავშვი თამაშობს ჭადრაკს. ცოტა სიფრთხილე გვმართებს. ამდენი თვეა სულ გაფაციცებით ვართ. ძალიან ბევრი რამ კეთდება ქალაქში და გაკეთდა კიდეც, ეს რატომ დარჩათ აქამდე ასე უყურადღებოდ, საინტერესოა. არაა ლამაზი, ქალაქის ცენტრში იყოს ასეთი სიტუაცია. სირცხვილია ამის დატოვება, ათასი ვინმე ჩამოდის და დადის აქ სტუმარი, სადგურის ტერიტორიაა, უნდა გაითვალისწინონ“.

ვაკო თაქთაქიშვილი: ნამდვილად გვაწუხებს, ერთი  წელია თითქმის  ასეთ დღეში ვართ, ცენტრია, სეირნობენ ახალგაზრდები, აქ რესტორანია. სირცხვილია ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობა“.

ემზარ ლობჟანიძე: 26 სექტემბერს ჩავარდა და იმის მერე რამდენი ხანი გავიდა, დაიწყეს ვითომ ამოწმენდა მალე გაკეთდებაო და აი, რამდენი თვე გავიდა, არჩევნების წინა დღეებში ჩავარდა, მაშინ იარეს გავაკეთებთო. გავიდა არჩევნები და სულ აღარავის აღარ გახსენებია.

აქ, ქვეშ ადრე ხიდი ყოფილა, 62 წელს გაკეთებული, „შველერები“ დაცრეცილი იყო,  მერე ამდენი ფილის სიმძიმე დაემატა და ტროტუარების დაგებას ვეღარ გაუძლო“.

ქალაქ ოზურგეთის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:

“ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მდ.სკუჩას კალაპოტზე გამავალი, დანგრეული ტროტუარის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, საპროექტ-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა“.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?