ოზურგეთელები მოსკოვის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევას ითხოვენ

საზოგადოება

ოზურგეთელები მოსკოვის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევას ითხოვენ

2019 თებ 11 12:40:54

ოზურგეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ახალი პეტიცია დაარეგისტრირა. ამჯერად ოზურგეთელები მოსკოვის ქუჩის სახელწოდების გადარქმევის ინიციატივით გამოდიან, პეტიციით ისინი აღნიშნული ქუჩისთვის ბენიამინ ჩხიკვიშვლის სახელის მინიჭებას ითხოვენ.

“სრულებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალაქში სხვა უამრავი, უფრო სერიოზული საკითხი არსებობდეს განსახილველი, თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, ყურადღება გაგვემახვილებინა ერთ საინტერესო და ვფიქრობთ, მნიშვნელოვან ფაქტზე, რომლის გადაჭრაც ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.

ქალაქებში ქუჩათა სახელდების პროცესი ყველა ეპოქაში ხორციელდება და ეს ქალაქის ცხოვრების ნაწილია. ხშირ შემთხვევაში, ქუჩებისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა და გადარქმევა სხვადასხვა სუბიექტური მიზეზებით ხორციელდება.

ვფიქრობთ, ძალიან ბევრი ობიექტური გარემოება არსებობს იმისათვის, რომ ქ. ოზურგეთში მოსკოვის ქუჩას სახელწოდება შეეცვალოს. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში, უამრავი გეოპოლიტიკური მოვლენების გადაფასების და გადააზრების შემდეგ, შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება. მიუხედავად პატივისცემისა იმ ქვეყნის, ნეიტრალური და არაიმპერიალუსტური აზროვნების მქონე ადამიანთა მიმართ, რომლის დედაქალაქის სახელსაც ატარებს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩა, მიზანშეწონილია, მოხდეს მისთვის სახელწოდების ცვლილება და დაერქვას ის სახელი, რომელიც ჭეშმარიტად გამოხატავს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების ანარეკლს. ეს იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ გახორციელებული სახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც პასუხობს რეალობას, ღირებულებებს და პატივს მიაგებს იმ ადამიანებს და იმ თაობას, რომლებიც პირველ რიგში, ცხოვრობს ამ პატარა ქუჩაზე, ასევე, ეს იქნება ჩვენ მიერ უდიდესი პატივისცემის გამოხატულება გურიაში და არა მარტო აქ დაბადებული ეროვნული გმირების და სხვა საზოგადო პოლიტიკურ მოღვაწეთა მიმართ, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა, პრინციპულად დაეცვათ ეროვნული ინტერესები იმპერიალისტური აზროვნების მქონე სისტემის წინააღმდეგ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქუჩას უნდა მიენიჭოს ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი დაიბადა 1879 წელს, ოზურგეთის მაზრაში, სოფელ საყვავისტყეში. 1900-იანი წლების დასაყისში ის იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ლიდერი, „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა ნასაკირალის ბრძოლას 1905 წელს. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ბენიამინ ჩხიკვიშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, იყო სოხუმის მერი, თბილისის მერი, ბათუმის ოლქის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოზურგთის პირველი თვითმმართველობის ორგანოს - ოზურგეთის სამაზრო ერობის წევრი. ბენიამინ ჩხიკვიშვილი დახვრიტეს 1924 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადების გამო. მისის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. 

ბენიამინ ჩხიკვიშვილი ჩვენთვის ერთი მხრივ არის თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, ხოლო მეორე მხრივ, მისი პიროვნება და ბიოგრაფია უშუალოდაა დაკავშირებული გურიასთან, ოზურგეთთან და 1905 წლის მოვლენების გამო კონკრეტულად იმ გეოგრაფიულ არეალთან, სადაც მდებარეობს მოსკოვის ქუჩა.

შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 86-ე მუხლის; საქართველოს მთავრობის დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ პეტიცია ქ. ოზურგეთში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.“ - აღნიშნულია პეტიციაში.




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...