ოზურგეთის "უძინარი" მერი, რომელიც აქციის მონაწილეებს, ზოგიერთისთვის ფსიქიატრის საჭიროებაზე ესაუბრა

საზოგადოება

ოზურგეთის "უძინარი" მერი, რომელიც აქციის მონაწილეებს, ზოგიერთისთვის ფსიქიატრის საჭიროებაზე ესაუბრა

2019 მაი 16 12:35:16

დღეს, დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, მოსახლეობამ ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი. ადგილობრივები  გაზმომარაგების, წყალმომარაგების და სახნავ-სათესი ფართობების დაკანონებაში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

აქციაზე თავდაპირველად გურიის გუბერნატორის მადგილე, აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა,  ხალხმა დაჟინებით მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიძის მისვლა.

_არჩევნებზე, მაგი და სიორიძე რომ ჭიდაობდნენ, ხომ აგვავსო დაპირებებით.  რამდენი ხალხი უნდა შევიკრიბოთ, რომ მოვიდეს? _ ამბობდნენ ჯუმათელები.

მალე შარაშენიძეც გამოჩნდა, რომელმაც ხალხს ერთად დასხდომა და მოლაპარაკება ურჩია. მოსახლეობის უკმაყოფილო, ხმამაღალი  გამანათქვამების შემდეგ კი თავადაც ხმას აუწია  და ზოგიერთისთვის ფსიქიატრის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. (?)

_ახლა ზოგიერთს საქმე გაუჩინეთ თქვენ, მოვილაპარაკოთ, შეუძლებელი არაფერია,  _თქვა მან.

აქციაზე მყოფმა მოსახლეობამ მერს სათვალის მოხსნა და ისე საუბარი ურჩია:

_სათვალე მოიხსენი, ისე უნდა გელაპარაკოთ. თქვენსა და სიორიძეს შორის ბრძოლა რომ იყო, ხომ გახსოვს, რას შეგვპირდი? სახნავ-სათესი სუფსას მიაქვს, რად გვინდა გზა, გაზი, წყალი, თუ იმ გაზზე მჭადი ვერ გამოვაცხვე?  დამთავრდა არჩევნები, სამი  დღე  დააყენეთ ტრაქტორი წყალში, თავი მოგვაჩვენეთ და  დამთავრდა ეგ ამბავიც, _  უთხრა მერს  ჯუმათის მცხოვრებმა ნანა დარჩიამ.

_უძინარი ვარ,  ეგ ამბები მე თქვენზე უფრო მაღელვებს, _ თქვა შარაშენიძემ და სათვალე მოიხსნა.

ვრცელ სტატიას აქციის შესახებ  „გურია ნიუსის“ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

 




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...