ოზურგეთში ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება- „ფატქმეტრი“

საზოგადოება

ოზურგეთში ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება- „ფატქმეტრი“

27 მაი. 2020, 22:35:43

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა, 2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, მხოლოდ ნათურების შესაძენად, 360 034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას „ფაქტმეტრი“ ავრცელებს.

როგორც სტატიაში თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება.

„ფაქტ-მეტრი“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხარჯების კვლევას. ამ ეტაპზე კვლევის არეალში ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ მოხვდა. ყურადღება ორგანიზაციის მიერ გასანათებელი მოწყობილობების, კერძოდ, ნათურების, შესყიდვის მიზნით გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა მიიპყრო, რომელთა ჯამური ღირებულება, 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, 360 034 ლარს შეადგენს.

ა(ა)იპ „ოზურგეთის მომსახურების ცენტრი“ ოზურგეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაცია 2018 წლის 22 თებერვალს დარეგისტრირდა და იმავე წლის 27 მარტს პირველი ტენდერი გამოაცხადა. „მომსახურების ცენტრმა“, პირველივე ჯერზე, 37760 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „EL-GROUP”- თან გააფორმა და გასანათებელი მოწყობილობები შეიძინა - სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების ჩინური წარმოების (გარდა ერთი სახეობისა) დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურები, ჯამში 6630 ცალი, საიდანაც 5000 ცალი ეკონათურა იყო. იმავე წლის ივნისში, იმავე კომპანიისგან, ორგანიზაციამ კიდევ 21600 ლარის ღირებულების ნათურები შეისყიდა. ამჯერად 3620 ცალი, აქედან 3000 ცალი - მხოლოდ ეკონათურა. ნოემბერში შპს „ბასამ“ შემსყიდველს ხუთი დასახელების 970 ცალი ნათურა (ეკონათურა 800 ცალი) 8777 ლარად მიაწოდა. 2018 წლის ბოლოს იმავე მიმწოდებლისგან ორგანიზაციამ 5777 ლარად კიდევ 830 ცალი ნათურა (აქედან 500 ეკონათურა) შეიძინა.

2019 წელს გასანათებელი მოწყობილობების შეძენის მიზნით ორგანიზაციამ ჯამში 162 090 ლარი გახარჯა და 13800 ცალი ნათურა შეიძინა. მათ შორის, 8000-ზე მეტი ნათურა, საიდანაც 7000 ცალი მხოლოდ ეკონათურა იყო, შარშან, წლის დასაწყისში, 85720 ლარად შეისყიდა შპს „EL-GROUP”-ისგან, რომელსაც ტენდერში გამარჯვება სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ერგო. იმავე წლის მაისში შპს „თორნიკესთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ორგანიზაციამ, 3250 ლარად, კიდევ 180 ცალი ნათურა შეიძინა. 2019 წლის ივლისში, ნათურების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმებულია კვლავ შპს „EL-GROUP”- თან, ამჯერად 2240 ნათურის (2000 ცალი ეკონათურა) შესაძენად ბიუჯეტიდან 24450 ლარია გადახდილი. წლის დასრულებამდე შეძენილია კიდევ 650 ლარის ღირებულების 100 ცალი სოდიუმის ნათურა შპს „ჯეოლაითისგან“ და 1480 ცალი დიოდური და სოდიუმის ნათურა 22960 ლარად შპს „EL-GROUP“-ისგან, რომელმაც ხელშეკრულება ორი კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. წლის ბოლოს ამ კომპანიასთან „მომსახურების ცენტრმა“ კიდევ ერთი - 25000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და 1800 ცალი ნათურა შეისყიდა. ყველა ამ ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდეა, ხოლო გარანტია - არანაკლებ 1 წელი.

2020 წლის იანვარში ორგანიზაციამ, 5058 ცალი დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „EL-GROUP“-ს 62645 ლარი უკვე გადაუხადა, ხოლო 4840 ცალ ნათურაში 61445 ლარი, შპს „თორნიკეს“ უნდა გადაუხადოს.

2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა“ 35748 ცალი ნათურის შესყიდვაზე ჯამში 360034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. გასანათებელი მოწყობილობებისთვის 2019 წელს გადახდილი თანხა, 2018 წელს ამავე მიზნით გაწეულ ხარჯს, 88116 ლარით აღემატება, გაზრდილია შეძენილი ნათურების რაოდენობაც. რაც შეეხება 2020 წელს, გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად პირველ ხუთ თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება, შარშან მთელი წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯზე 37940 ლარით ნაკლებია. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2018 წელს აღნიშნული მიზნით - ოთხი, 2019 წელს - ხუთი, ხოლო 2020 წლის მაისის ჩათვლით მხოლოდ ორი შესყიდვა განხორციელდა. ყველა შესყიდვის დაფინანსების წყაროა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, საიდანაც, ნათურების შესყიდვის გარდა, გაწეულია ელექტროენერგიის გამანაწილებლების, საკონტროლო აპარატურის, იზოლირებული მავთულებისა და გაყვანილობების შეძენის ხარჯიც, რომლის მოცულობაც, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, 94290 ლარს შეადგენს. აქედან 2018 წელს - 30840 ლარს, 2019 წელს - 38634 ლარს და 2020 წლის მაისის ჩათვლით - 24817 ლარს.

„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დირექტორს თენგიზ ქუტიძეს და სთხოვა, აეხსნა, მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ასეთი დიდი რაოდენობის ნათურების შესყიდვა რატომ სჭირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით: „ეს ნათურები ემსახურება მთლიანად ოზურგეთში, ქუჩებში, სოფლებში, რაც გარე განათების ქსელი მაქვს, იმას ხმარდება. ზოგჯერ ისეთი პრობლემები მაქვს, ჭექა-ქუხილი როცაა, კილომეტრობით ხაზიანად წვავს ყველაფერს. გარემო პირობების გარდა, ხარისხსაც ვეძებთ უკეთესს. ახლა რომ შემოვიტანეთ, შედარებით უკეთესია, რომ მოვიკვლიეთ ბაზარი, მეტ დროს რომ იმუშაოს. ფასებსაც ვეძებთ. შედარებითია ყველაფერი... ამ ბოლოს შემოვიტანეთ ლედნათურები, ეკონათურები. ხარისხი კი აქვს უკეთესი, მაგრამ ძაბვის ცვალებადობას ვერ უძლებს და ჩვენი ქსელი როგორი გამართულია, კი იცით... კონდენსატორები იწვება, ზოგი სკდება... მუნიციპალიტეტებს ვუკავშირდებით, რა გამოიყენეს, როგორი აქვს ხარისხი, რამდენ ხანს მუშაობს... გასულ წელსაც საკმაოდ დიდი იყო [ხარჯი]. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ფირმასაც ვერ ვუთითებთ. მაგალითად: ორიგინალი რომ მივუთითო, რომელსაც ხარისხი მეტი აქვს, [სახელმწიფო შესყიდვების] სააგენტო არ გვიშვებს. მხოლოდ პარამეტრები და დამთავრდა. პარამეტრებით შემოდის ჩინური წარმოების ყველა. ქალაქის ცენტრში მაქვს ადრე გაკეთებული ფილიპსის ნათურები და იშვიათად იწვება და ესენი მალე იწვება უფრო. დიახ, ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება [უხარისხო საქონლის შეძენაში] და ექსპერტის დასკვნა რომ მომთხოვეს, ის კი წერს, რომ შეესაბამება პარამეტრებს, მაგრამ ამას გრძელვადიანი გამოცდა უნდა, რომ გასინჯავ, კი შეესაბამება სიმძლავრეს, მაგრამ რამდენ ხანს მუშაობს... აი რომ უწერია 10000 საათი, პირობითად, მუშაობს 2000, 3000, 4000 საათი. ძაბვაზეც არის დამოკიდებული. მე შემიძლია, თუ ღირს ნათურა ეს 13 ლარი, გადავიხადო 25 ლარი და იმუშაოს დიდხანს. საერთო ჯამში მოგებული ვრჩებით. ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. ყველა მუნიციპალიტეტი ასეთ დღეშია. სიტყვიერად მივმართე, მაგრამ სააგენტოს რომ ველაპარაკები, იქაც ვერ წყვეტენ. მე მივუთითე ფირმა და არა, არ ჩაწეროთ, არ შეიძლებაო. ლედნათურები, ბოლოს რაც შევისყიდე გასულ წელს, გაამართლა. ეკონათურები საერთოდ უნდა ამოვიღო, მაგას უჭირს საერთოდ ძაბვის ცვალებადობა. შარშან რომელი ლედნათურებიც შევიძინეთ, ის არის ჯერ, 90% მუშაობს ჯერ, თუ რამე გარე დაზიანება არ მოხდა“.

თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება, რომლებსაც, ხელშეკრულებების თანახმად, ერთწლიანი გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს. თუმცა, უხარისხო საქონლისა და გაუმართავი ქსელის მიზეზით, ნათურები მწყობრიდან ადვილად გამოდის და პრობლემას თვითმმართველობა ახალი ნათურების შესყიდვით ებრძვის.

 წყარო: ფაქტმეტრი




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...