ოზურგეთში ტროტუარზე „დროებითი ნაგებობა“ გამოჩნდა

gurianews.com

საზოგადოება

ოზურგეთში ტროტუარზე „დროებითი ნაგებობა“ გამოჩნდა

2018 მაი 23 14:46:44

ოზურგეთში, დოლიძის ცხრა ნომერში მდებარე  ბარ „ჰაბი ტერასას“ ფასადის გასწვრივ, ტროტუარზე,  სიგრძით   6   მეტრამდე და ორი მეტრი სიგანის ნაგებობის  საძირკველი გამოჩნდა.

_ ამას  ვერ ხედავთ? ტროტუარებზე დაიწყეს უკვე  „სახლუკების“ დადგმა. აკი, წინა ხელისუფლება  „ბუტკებს“ დგამდა და იმიტომაც  ვეწინააღმდეგებოდითო? თუმცა,  ამას გამართლებას მოუძებნიან და იტყვიან, ახლა ასე გვინდა და ასე სჯობსო,   _ უთხრეს ოზურგეთელმა  მოქალაქეებმა   „გურია ნიუსს“.

ჩვენ,   ბარ „ჰაბი ტერასას “ მენეჯერს, კობა ჩხაიძეს მივმართეთ და ვკითხეთ, რა დანიშნულების ნაგებობა შენდება ბარის გარე სივრცის გასწვრივ, რომელიც გზის სავალი ნაწილის თითქმის   ნახევარს იკავებს და, ფაქტობრივად, ტროტუარის ნაწილი აქვს დაკავებული.

_ ჩვენ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერიისგან, ერთი თვე  იქნება,  რაც  ნებართვა ავიღეთ. ეს არის დროებითი ნაგებობა, სადაც კაფე-ბარის სტილის დასაჯდომი და დასასვენებელი ადგილი იქნება. ადამიანებს  მოვემსახურებით ისევე,   როგორც  ჩვეულებრივ ბარში ვემსახურებით. აქ    მიირთმევენ  საკვებს, სასმელს თუ მოწევენ სიგარეტს, _ გვითხრა „ჰაბი ტერასას“ მენეჯერმა  კობა ჩხაიძემ.

_რა ვადით   გაქვთ ნებართვა? ტროტუარებზე და  სხვა   მსგავს ადგილებზე მშენებლობებისთვის  ოზურგეთში  წინა  ხელისუფლებას  ედავებოდნენ...

_ ეს ნაგებობა ხუთი თვის განმავლობაში იქნება აქ. ის ქალაქის სილამაზეს ხელს არ  შეუშლის. მე, მაგალითად, ყველგან მივესალმები ასეთი ნაგებობების აშენებას, _ გვითხრა მან.  

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვაწოდეს:

„ჰაბი ტერასას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიშენება არ იგეგმება. ზაფხულის სეზონის  განმავლობაში აქ  მოეწყობა დროებითი საზაფხულო  კაფეები, განთავსდება მაგიდები და სკამები, ჭავჭავაძის  ქუჩის მთელ პერიმეტრზე“, _ გვწერენ მერიიდან.


ნახვა: 418


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...