პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

საზოგადოება

პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

2019 ივლ 16 12:55:03

ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს. არაფერი გართულება არ არის, რაც გვაქვს, ისიც მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის ამ პერიოდში. პრაქტიკულად, ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წითელას მხრივ სიმშვიდეა, რამდენიმე შემთხვევა აღინიშნება სულ კვირის განმავლობაში. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, წითელა შემოდგომაზე ისევ შემობრუნდეს. მთავარი რეკომენდაცია წითელაზე კვლავ რჩება და 20-დან 40 წლამდე პირებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, რომ აიცრან. ასევე, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა. ძირითადად ასეთი დამოკიდებულება არის ტკიპებზე. კბენის ფაქტები ბევრია, მაგრამ ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. წელს გაზაფხულზე იყო ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა და იმის მერე არ გვქონია, არის ლაიმის დაავადების, ბოლერიოზის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ არაფრითაა გამორჩეული წინა წლების სიტუაციასთან შედარებით. მთავარია, გამოვიყენოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - დამაფრთხობლები ანუ რეპელენტები, რომელიც შეიძლება წავისვათ როგორც ღია ადგილებზე, ისე - ტანსაცმელზეც", - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, მდგომარეობა წყნარია იქაც, სადაც მწერების სიმრავლე იყო - შავი ზღვისპირეთსა და კახეთში.

"რაც შეეხება შავი ზღვისპირეთს, მწერების საწინააღმდეგო დამუშავების პირველი ეტაპი საკურორტო ზონაში დამთავრდა, მეორე ეტაპი კი მალე დაიწყება, მწერების საწინააღმდეგო საშუალება უკვე ყველას დარიგებული აქვს და შეიძლება ფართოდ იქნას გამოყენებული ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ. შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვისპირეთში კოღოების პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, ისინი იმ რაოდენობით არ არის, როგორიც შეიძლება იყოს ამ სეზონზე. ასევე, სხვა ადგილებში, განსაკუთრებით კახეთში, წყალდიდობების მერე იყო კოღოების დიდი რაოდენობა და იქაც დამატებით გაეგზავნათ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. ასე რომ, ზაფხული წყნარი, მშვიდია და ინფექციებისგან დაცულები ვართ. ეს მწერების მიერ გადატანილის გარდა ეხება სხვა ინფექციებსაც, მოგეხსენებათ, ზაფხული კუჭ-ნაწლავის, ნაწლავების ინფექციების სეზონია და ამ მხრივაც ქვეყანაში ძალიან მშვიდი მდგომარეობააა, არავითარი გართულება არ ყოფილა და არც ველოდებით. წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან და ასევე განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ არავითარი საშიშროება არ არის. კვებასთან დაკავშირებით ძირითადი რეკომენდაციაა, რომ სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მირკობი იყოს და მათ გამო არაფერი მოგვივა, მაგრამ იგივე მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, შეიძლება ეს სუფრის ბოლოს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრობლემა გახდეს, რადგან მიკრობები გამრავლდება. ასევე, სალათები უნდა ინახებოდეს მაცივარში და კიდევ უფრო კარგია, თუ არაჟნით ან მაიონეზით უშუალოდ სუფრაზე გატანამდე გავაწყობთ. სალათები კარგია, ოღონდ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და არაჟნის გარეშე", - განაცხადა იმნაძემ. 




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გმირ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. აღევლინა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდიც, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  სოფელ სამების, ამღლების, შუა ამაღლების, ხიდისთავის, ბუკისციხის, გოგოლესუბნის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის, ნიკო მარის სახელობის  N1  სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ჩოხატაურელი იუნკერი, მაკარ ბურჭულაძე სოფელ სამების მკვიდრი იყო. ის  საბჭოთა ოკუპაციის დროს კოჯორში ... ...
  • ოკუპაციის დღე ლანჩხუთშიოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის  ,,ოკუპაციის მუზეუმში" ჩატარდა ექსკურსიები და საქართველოს ოკუპაციის ამსახველი კადრები უჩვენეს. გარდა ამისა, მუზეუმში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია თემაზე ,,1921 წლის 25 თებერვალი- საქართველოს ოკუპაცია". „ოკუპციის მუზეუმში“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც ... ...
  • მშობლები სკოლაში _ საინტერესო პრეზენტაციები და დაახლოება სკოლასთან ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში დასრულდა ერთკვირიანი კამპანია “მშობლები სკოლაში“. ამ ხნის მანძილზე 1-ა კლასის მოსწავლეების წინაშე ხუთი მშობელი წარსდგა. პირველ დღეს მშობელმა ნანა წითლიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სოფელ ლიხაურის ღირშესანიშნაობებისა და დიდი ექვთიმეს შესახებ. მეორე დღეს კი მოსწავლეების წინაშე წარსდგა ხათუნა რუსიეშვილი, პრეზენტაციით “ჩემი სამშობლო საქართველოა".  პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია თემაზე - რა არის თქვენთვის სამშობლო?! კვირეულის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე გამოვიდნენ: თეოფილე კალანდარიშვილი პრეზენტაციით - ,,ბუნებრივი აირი და უსაფრთხოების წესები", ლელა გოგიტიძე: პრეზენტაციით ,,მოსწავლე და მასწავლებელი, კვირეულის დასასრულს კი პრეზენტაცია მოაწყო სოფო ცინცაძე, რომლის თემა იყო “ბაქტერიები და ჰიგიენა.“ “ამ ეტაპზე ხუთმა მშობელმა მცირე პრეზენტაციებით პირველკლასელებს თავიანთ პროფესიები გააცნეს და ასევე საინტერესო თემებზე ისაუბრეს ბავშვებთან. პროექტის მიზანია გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესები სწავლისადმი.“ - აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს 1- ა კლასის მასწავლებელმა ნათია ჯულაყიძემ. მისივე თქმით, პირველი კლასელებისთვის აუცილებელია სკოლაში ჩატარდეს სახალისო და ამავე დროულად საინტერესო გაკვეთილები. “ამისთვის. შემოქმედებითი კუთხით ვიგონებთ ათასგვარ პროექტებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე მშობლები მოდიან და პრეზენტაციებს აწყობენ ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის პირველ რიგში მშობლები არიან ავტორიტეტები და აქედან გამომდინარე მოგვივიდა იდეა, რომ სკოლაში მშობლის კვირეული ჩაგვეტარებინა. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ვაპირებთ მამების ჩართვას პროექტში და ისინი გააცნობენ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს პირველკლასელებს.“- გვითხრა ნათია ჯულაყიძემ. კვირეულის ფარგლებში ძალიან აქტიურობა გამოიჩინეს პირველკლასელებმა და შეიძლება ითქვას კითხვების წვიმაში მოაქციეს ... ...
  • ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვააჭარის მაუწყებელის ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ნინო ხოზრევანიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას. "ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ" - წერს ნინო ხოზრევანიძე.   ნინო ხოზრევანიძე წლების განმავლობაში იყო აჭარის მაუწყებლის თბილისის ბიუროს რეპორტიორი.  ... ...
  • "ეჭიდავონ სტრასბურგს"_ ლუკა კალანდია ძმისთვის გამოტანილ განაჩენზე მიხეილ კალანდიას განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიხეილ კალანდიას ძმამ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დავალება უწოდა. „ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდავონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“,_ განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკამ. შეგასენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.   განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...