"პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმების პროცესი" და "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ"

gurianews.com

საზოგადოება

"პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმების პროცესი" და "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ"

2018 თებ 18 15:30:05

ლუდომანია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა _ ეს არის პროცესი, როცა ადამიანი კარგავს საკუთარი თავის კონტროლს, გადადის  სხვა სამყაროში და მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ იშოვოს ფული, რათა ითამაშოს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად,  მოსახლეობის 92% უარყოფითადაა განწყობილი აზარტული თამაშების მიმართ, 63%-ს მიაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს, 29%-ის აზრით კი ნაწილობრივ უნდა შეიზღუდოს. მიზეზად მრავალი ფაქტორი სახელდება.
კვლევები ცხადყოფს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მიუხედავად სქესისა, დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. ისინი თამაშს „უმნიშვნელო“ თანხით იწყებენ _ შემდეგ იზრდება ინტერესი, თანხები, მიჯაჭვულობა და, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შედეგად ვიღებთ ადამიანების განადგურებულ ფსიქიკას, დაზარალებულ ოჯახებს. არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ლუდომანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

საქართველოში სათამაშო ბიზნესზე მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება. განსაკუთრებით, ონლაინ თამაშებისას.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კვლევის მიხედვით, 16-დან 24 წლამდე  ასაკობრივ ჯგუფში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია”

ამავე ანგარიშში წერია, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებზე წვდომის შეზღუდვა ევროპული სახელმწიფოების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 „ონლაინ-თამაშების გავრცელებამ კიდევ უფრო გაადვილა არასრულწლოვანთა წვდომა აზარტულ თამაშებზე.

ეს პრობლემა საქართველოშიც არსებობს, არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის რისკი კიდევ უფრო მაღალია ონლაინ-თამაშებისას _ მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით არასრულწლოვანს ეკრძალება ფულზე აზარტული თამაში და ქართულ ვებგვერდებზე რეგისტრაციისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება მოითხოვება, ამ პროცესში სერიოზული ხარვეზი მაინც არსებობს. კერძოდ, ონლაინ-თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია.

ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტის შედეგად, აზარტული თამაშების რამდენიმე ვებგვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია პირადი ნომრის ველში ნებისმიერი თერთმეტნიშნა კომბინაციის შეყვანით, ასევე, რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ატვირთვა და არ ხდება პერიოდულად მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემების გადამოწმება“, _ წერია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ, ეს მაჩვენებელი საქართველოში მაღალია თუ დაბალი.

როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში“ აღნიშნავენ, ამ  საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა,  რაც აზარტული თამაშების სოციალური დანახარჯებს შეისწავლიდა და გამოავლენდა ამ  პრობლემის სიმძიმეს. პრობლემის, რომელზეც ბევრი ადამიანი საჯაროდ დღემდე არ საუბრობს.

„ვცდილობ თავი დავანებო აზარტულ თამაშებს, კერძოდ, პოკერს. პოკერს რომ "ვთამაშობდი" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ დიდი ხანი არ გასულა, რაც ბოლოს ვითამაშე) აზროვნების უნარი თითქოს მემატებოდა _ ათას რამეზე ვფიქრობდი, არა მხოლოდ კარტებზე და მათი მოსვლის ალბათობებზე. ყოველი თამაშის შემდეგ, მისგან სრულიად განსხვავებულ მოვლენებს ვუკავშირებდი პოკერს, თანაც საკმაოდ ლოგიკურად და ცხადად.

"ვფიქრობდი", რომ პოკერი ცხოვრებაა და ცხოვრება პოკერია. სადღაც შეიძლება ასეც არის, მაგრამ თუ ცხოვრება პოკერს ჰგავს და პოკერი ძალიან გიყვარს, ჯობს, ცხოვრება ითამაშო და არა პოკერი და სხვა აზარტული თამაშები. ამ დასკვნამდე მივედი.

ახლა უფრო დავკონკრეტდები: თავდაპირველად პოკერის თამაში ვისწავლე „ევროპა-ბეთზე“, ახალი გახსნილი რომ იყო. თამაშის სწავლა "დამიჯდა" 2 500 ლარი. შემდეგ რატომღაც საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ  არ არსებობს ვარიანტი, ქართველი არ „კლიაუზნიკობდეს“,-მეთქი, ანუ ქართულ პოკერრუმებში კარტები შემთხვევითობის პრინციპით არ რიგდება,-მეთქი. გადავწყვიტე ევროპულ რუმში გადავსულიყავი, კერძოდ, „პოკერ-სტარზე“ და ასეც მოვიქეცი. დავიწყე $10-$20 ჩარიცხვები. ხშირად იყო მომენტები, რომ კარგად ვიგებდი, თუმცა, გამოტანაზე ძალიან იშვიათად თუ მიფიქრია.

მყავს ოჯახი და ერთი შვილი, 9 თვის გოგონა. მუშაობით არ ვმუშაობ, "ვსწავლობ" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ პოკერის ბრალია), მშობლები მეხმარებიან შეძლებისდაგვარად _ საზღვარგარეთ არიან. მყავდა მანქანა, რომელიც 2 თვის წინ გავყიდე 2 000 დოლარად და თანხა ჩავრიცხე საბანკო ანგარიშზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ მანქანა თამაშის მიზნით არ გამიყიდია _ წამით არ მიფიქრია, რომ მაგ ფულით პოკერს ვითამაშებდი, მაგრამ რომ შევხედე, რომ სულ ერთი-ორი დაწკაპუნება იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს თანხა საბანკო ანგარიშიდან პოკერის ანგარიშზე გადამეტანა.

რაღაცამ წამძლია და ჯერ 100 დოლარი გადავრიცხე. თამაშის განმავლობაში, დარჩენილ 1 900-ზე უკვე წარმოდგენა შემეცვალა. არ ვფიქრობდი იმას, რომ ეს ფული მანქანის გაყიდვით მქონდა მიღებული. ის თანხა იმედს მაძლევდა, რომ კიდევ შემეძლო თამაში ამ 100-ის წაგების შემთხვევაში, უკვე აღარც ეს 100 მენანებოდა და სულელურად წავაგე. შემდეგ 400 გადავრიცხე, დავამრგვალე ჩემი "დებილი" ჭკუით. თითქოს სერიოზულობა მომემატა, მაგრამ მაინც წავაგე რამდენიმე საათში...

მოკლედ, დეტალურად და კაპიკ-კაპიკ რომ არ ვწერო ჩემი ტრანზაქციების შესახებ, გეტყვით, რომ სულ წავაგე 2000 დოლარი. თანაც ისე, რომ არავის გაუგია.
ბოლო კაპიკის წაგებისთანავე, ვიგრძენი, რომ წნევამ ამიწია, ოფლმა დამასხა, შევედი საბანაოდ და ვფიქრობდი, როგორ გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თან ისე, რომ არავის გაეგო. გადავწყვიტე, ოქროს ყელსაბამი დამელომბარდებინა. მეორე დღეს მასეც მოვიქეცი, ესეც ისე ტექნიკურად, რომ არავის გაუგია, სახლში იყო მეუღლე, სიდედრი და ძიძა...

ოქროში ავიღე 700 დოლარი, ჩავრიცხე 100, ავედი 600-ზე, თან ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ უფასო ტურნირში მოვიგე 50 დოლარი და ავედი 100-ზე,-მეთქი.  ხანდახან ისიც მიყურებდა, და თავისი თვალით ხედავდა, რომ ვიგებდი, ავდიოდი ნელ-ნელა მეტ თანხაზე და 600-ზე ისე ავედი, რომ მეუღლეს, არა თუ ეჭვი შეეპარა რამეში, არამედ დარწმუნდა ჩემს „იგროკობაში“, უხაროდა ამხელა თანხის მოგება, მეხვეწებოდა, გამოიტანეო, თუმცა, მე სულაც არ მიხაროდა, მაგრამ მაგასაც ვახერებდი არ შემემჩნია. ავედი 800-ზე და 600 გამოვიტანე მეუღლის დიდი თხოვნის შედეგად. დარჩენილი 200 დოლარი ზუსტად 5 წუთში წავაგე იმაზე ფიქრით, რომ კვლავ 800-ზე ავიდოდი ძალიან მარტივად...

ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, აღსარებასავით გამომდის, იმიტომ, რომ არავისთან მილაპარაკია ამ თემაზე ასე დაწვრილებით. მოკლედ მივედი დასკვნამდე, რომ ნარკომანს შეიძლება ვინმემ დაანებებინოს თავი ნარკოტიკისთვის, ლოთს შეიძლება დაანებებინო თავი დალევას, მაგრამ მოთამაშემ თუ თვითონ არ დაანება თავი, სხვა ვერავინ დაანებებინებს, შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ მოთამაშეს დაანებებინა თავი თამაშს, მაგრამ ამ სიტუაციაში ის ბლეფის მსხვერპლია, ეს მოთამაშეს არ გაუჭირდება... ასე რომ, თავად შეეცადეთ შეეშვათ ამ ნარკოტიკზე უარეს სენს“, _ ეს პოსტი ერთ ახლგაზრდას ეკუთვნის, რომელიც ფორუმზე გამოაქვეყნა, სადაც ამ თემაზე ბევრს საუბრობენ.

თუმცა, ყველა პოსტს ასეთი დასასრული არ აქვს _ ლუდომანები აქ წერენ, თუ რა სიამოვნებას იღებენ თამაშიდან, წერენ იმასაც, რომ „ზოგიერთ შემთხვევაში სულაც არაა ცუდი აზარტული თამაშები და მშვენივრად შეიძლება სიამოვნება მიიღოს ადამიანმა“.

კონტროლს თუ გაუწევ თავს სიამოვნებასაც მიიღებ და „ჟილკასაც“ მოიკლავ“;

„უბრალოდ, ადამიანები თავის ცხოვრებაში არსებულ სიცარიელეს ამით ავსებენ. ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს. თამაში არ იქნება, ნარკოტიკი იქნება, ან ალკოჰოლი. ყველაფერს ვერ აკრძალავენ. სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა“;

„უკვე თავის მოკვლა მინდა, ისე ვარ. 10 000-ზე მეტი წავაგე წელს. გეფიცებით, 3 დღის წინ 2 500 ლარი მედო ჯიბეში და ახლა 20 ლარი მაქვს. სულ პოკერებში წავაგე, თან 1 ღამეში.

ისე მინდა გავიქცე, რომ ჩემი კვალი ვერ იპოვოს კაციშვილმა. როცა ფული მაქვს ბალანსზე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაზე. უფულობის დროს კიდე არ ვიცი, ვის მივმართო. მონასტერში ხომ არ წავიდ,- მეთქი სამუდამოდ, მაგაზეც ვფიქრობ, იმიტომ, რომ იქ 2 კვირით რომ წავიდე, აზრი არ აქვს. იგივეს გავაკეთებ აქ“;
„ახლა ერთი 20 000 მომცა სათამაშოდ და ნახევარ სიცოცხლეს მივცემდი, ისეთ დონეზე ვარ“;

„ასწორებს, რომ ნებისმიერ თანხაზე შეიძლება თამაში“;

„მაგან დამღუპა ზუსტად, თორემ ლარზე და ორ ლარზე რომ იყოს, აზარტი კი არა, გართობა იქნება“; _ წერენ ლუდომანები.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს, ვერ აფასებს რეალურად თავის მდგომარეობას.  ეს მდგომარეობა კი, როგორც მოთამაშეების დედები ამბობენ ,საკმაოდ მძიმეა.

თამრიკო ჯაფარიძე ლუდომანის მშობელია. სწორედ მან დააფუძნა ორგანიზაცია_  „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“.

,,მეც ლუდომანის დედა ვარ, როგ­ორც სხვა ბევრი. გამწარებული ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რითიც ჩემსა და სხვის შვილებსაც ვიხსნიდი აზარტული თამაშების კლანჭებისგან. ასე მომივიდა იდეა, დამეფუძნებინა მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. გავაკეთე სოციალურ ქსელში გვერდი და თავი მოვუყარე ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ“, _ ამბობს ჯაფარიძე, რომლის ინფორმაციით, ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსწავლე გოგონათა 15%  და ბიჭების 40 % დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე.

_ როდესაც ორგანიზაციას  ვაყალიბებდით და კვლევა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამ სფეროზე არანაირი კონტროლი არ ჰქონდა, _ გვითხრა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს ყოველგვარი ონლაინ თამაში, დაიხუროს ყველა სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი; კაზინოები მოექცნენ უმკაცრეს რეგულაციებში; მოხდეს მოთამაშეთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, რითაც მოხდება მოთამაშის შემოსავლების იდენტიფიცირება:

_ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში თამაშზე დამოკიდებული. ჩვენი კვლევით ირკვევა, რომ მოთამაშეთა რიცხვი, ონლაინ რეგისტრაციების მიხედვით, 400 000-ს გადასცდა.  ამას თუ დავამატებთ სხვა სათამაშო ობიექტებს, ეს რიცხვი უკვე მილიონს აღწევს. კატასტროფულად მზარდი სტატისტიკაა, _ ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით აუცილებლად უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება:

_ თბილისში, სათამაშო ბიზნესის რეკლამა 51-ე სკოლის წინ არის, რაც დაუშვებელია. ყველა სასწავლო დაწესებულებას უნდა მოშორდეს ეს რეკლამები. ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი სტუდენტობა „აჭარებეთში“ ზის.  ამ მხრივ არანაირი რეგულაცია არ აქვს სახელმწიფოს. ჩვენ, ასევე, ვითხოვთ, ლუდომანების ოჯახის წევრებს მიეცეთ უფლება, მოთამაშე შავ სიაში შეიყვანონ.

ასევე, კატეგორიულად ვითხოვთ, რომ თუ ადამიანს არ აქვს წლიური შემოსავალი 40 000-დან 50 000 ლარამდე, არ მიეცეთ ონლაინ თუ სხვა ტიპის თამაშებზე წვდომა. შემოსავლების სამსახურმა უნდა მოახერხოს ამ მონაცემების მოგროვება და მოხდეს ისეთი კატეგორიის პირების დაბლოკვა, რომლებსაც არ აქვთ მაღალი შემოსავალი, _ ამბობს ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას.

ორგანიზაციის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ამ თემაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს და პრობლემის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს.

_ ერთ-ერთ შეხვედრაზე პარლამენტის წევრი, სოფო კილაძე მოვიდა, რომელსაც მთელი მედია მოყვა. წავიდა კილაძე და მერცხლის გუნდივით გაყვნენ ჟურნალისტები უკან. ძალიან კარგი პიროვნებაა ქალბატონი სოფო, მაგრამ მედია ხელისუფლების წარმომადგენელს კი არ უნდა მიყვებოდეს, ჩვენს გვერდით უნდა იდგეს და ჩვენი ხმა ყველას მიაწვდინოს. ესაა მთავარი, _ გვითხრა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტშიც დაწყებული აქვთ. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფიც  შეიქმნა, რომელსაც დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობს.

სამუშაო ჯგუფში,  პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან.

რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე,  ლევან გოგიჩაიშვილმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფცია წარადგინა:

 „2012 წელთან შედარებით ათჯერ არის გაზრდილი ლარის ბრუნვა, რომელიც 4,5 მილიარდს შეადგენს, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ენერგეტიკაში, ან კომუნიკაციების ბიზნესში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამ სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავს“, _ აღნიშნა შეხვედრაზე გოგიჩაიშვილმა.

შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ სათამაშო სივრცე, არ გაიცეს ლიცენზიები და შეიზღუდოს საერთაშორისო სათამაშო კომპანიებზე ხელმისაწვდომობა, რომლის საშუალებითაც, მილიონობით დოლარი გაედინება ჩვენი ქვეყნიდან; ასევე, უნდა გაიზარდოს აზარტულ თამაშებზე დაშვების ასაკობრივი ცენზი.

ლევან გოგიჩაიშვილი ამ შეხვედრის დროს ვარაუდობდა, რომ სამუშაო ჯგუფი შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის წარუდგენდა, თუმცა, როგორც გაირკვა კანონპროექტი არ მომზადებულა:

ახლა პოზიციების შეთანხმების პროცესში ვართ  მთავრობასთან. უხლოეს პერიოდში გავასაჯაროებთ ჩვენს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების შესახებ, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილმა.

თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ საკითხი უნდა დაჩქარდეს და კანონპროექტი პარლამენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რადგან ყოველდღე ამ სენით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.


ნახვა: 317


 ახალი ამბები
  • რატომ გაათავისუფლა გურიის გუბერნატორმა მოადგილე, რომლის შესახებაც "არაფერი იცის"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ყოფილი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის კადრების გათავისუფლება დაიწყო. წყაროს თქმით, მან თანამდებობიდან წასვლა უკვე მოსთხოვა მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს. აღნიშნულ ინფორმაციას ნასარაია არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის(?!): _ მე არავინ არ გამითავისუფლებია ჯერ. _ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა? _ არ ვიცი არაფერი. _ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ შეესაბამება? _ მე არ ვარ გურიაში. გუშინ თბილისში ვიყავი და ახლა გზაში ვარ. _ ბატონო ზურაბ,  არჩილ ყაზაიშვილისთვის არ გითქვამთ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა? _ ჩამოვალ და ვნახოთ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან“ საუბრისას ნასარაიამ. ის, რაც მხარის პირველმა პირმა არ დაგვიდასტურა, დაადასტურა არჩილ ყაზაიშვილმა, რომლის თქმით, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პარასკევს დაწერა: _ კი, ბატონო, დაწერილი მაქვს განცხადება, _ გვითხრა ყაზაიშვილმა. გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს: _ ბატონო არჩილ, მიზეზად რა გითხრეს, როცა განცხადების დაწერა მოგთხოვეს? _ ალბათ სხვას მოიაზრებს მოადგილედ. ახალი გუბერნატორია და მისი გუნდის წევრი სურს. მოიყვანოს. _  როდის მოგთხოვათ თანამდებობის დატოვება? _ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ და პარასკევს დავწერე განცხადება 24 სექტემბრიდან გათავისუფლების თაობაზე. _ ბატონო არჩილ, თქვენ მერაბ ჭანუყვაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდით და ხომ არ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამას უკავშირდება? _ მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. _ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგატოვებინეს თანამდებობა? _  ეს არის პოლიტიკური და არა პროფესიული თანამდებობა. შესაბამისად, როგორც პრემიერს სურს მისი გუნდი ყავდეს, ისე  სურს გუბერნატორსაც, რომელსაც აქვს ამის უფლება და შესაძლებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაზაიშვილმა. რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს _ ამ ეტაპზე უცნობია,  დარჩებიან თუ არა თანამდებობებზე ქეთი მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე. ორივე მათგანი ამ თანამდებობებზე ჭანუყვაძის გუბერნატორობამდე მუშაობდნენ და არ არის გამორიცხული, რომ ნასარაიამ ორივე დატოვოს. თუმცა, არის ერთი დეტალი _ მოისწრაფეშვილი საკმაოდ დიდი სკანდალშია გახვეული. როგორც ვწერდით, მისი გვარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა. მაკონტროლებელ უწყებას მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს, რადგან უდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე). „გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია. გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მოისწრაფეშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დასკვნას გაეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა რამდენიმე დღეა ოზურგეთშია ჩამოსული, ნასარაია ამბობს, რომ არ უნახავს და ამ თემაზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს. „გურია ნიუსის“ წყაროს თქმით, ამ თემას მთავარი პროკურატურა აუდიტის სამსახურის წერილის საფუძველზე უკვე სწავლობს. ამავე თემაზე: რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში ... ...
  • რიკოთის გვირაბში ღამით ავტოტრანსპორტის მუშაობა აიკრძალებარიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დროის ამ მონაკვეთში გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაიწმინდება და გაირეცხება.  ავტომობილებს გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოუწევთ მოძრაობა. ამ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. ამ რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას  საპატრულო პოლიცია ... ...
  • როგორ ანაზღაურდება დიალიზით მკურნალობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია საქართველოშიდევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა განმარტებული, პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. პროგრამა მოიცავს ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაციას; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას. ასევე, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაცია; კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია; კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვას და მიწოდებას; თირკმლის ტრანსპლანტაციას - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას; ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით). „დიალიზის მომსახურების მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა პაციენტმა უნდა წარადგინოს გეგმური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა (რის შემდეგაც მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში):  პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისად დაიშვება შემდეგი შემთხვევები:• თუ პირი მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;• ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;• იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში. - ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;- დადგენილი ფორმის განცხადება. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში“- აღნიშნულია სააგენტოს ... ...
  • დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორისდაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის - შვილმოკლულ მამას გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ადგილზე გასაბერი ლეიბის შეტანის უფლება არ მისცა. ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტთან უკვე 12 დღეა, აქციას მართავს, ლეიბის ტროტუარზე გაშლას აპირებდა, თუმცა, სამართლდამცველებმა განაცხადეს, რომ ადგილზე ბევრი ტურისტი მოძრაობს და შვილმოკლულ მამას ამის საშუალება არ მისცეს. ზაზა სარალიძე აქციის შეწყვეტას არ აპირებს.   წყარო: ... ...
  • ორად გაყოფილი სპორტული ცენტრი დახურულ სხდომაზე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდახმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით,  სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო. როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია,  სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ. სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა. „პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე  მანამდეც ვიყავი ინფორმირებული.  ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ. თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან. „სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ. შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც  ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ. ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...