"ფაროსანამ მოსავალი სულ გაგვინადგურა!" _ პრობლემები ხვარბეთში და მოსახლეობის პროტესტი

საზოგადოება

"ფაროსანამ მოსავალი სულ გაგვინადგურა!" _ პრობლემები ხვარბეთში და მოსახლეობის პროტესტი

2018 ოქტ 16 15:51:28

ხვარბეთი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერიის თემში. მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ოზურგეთიდან 9 კმ-ში, მერიიდან _ 3 კმ-ში.

გასულ კვირას სოფლის მცხოვრებლებმა ურეკი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს და ადგილობრივ მთავრობას პრობლემების მოგვარება მოსთხოვეს.

"ისეთი გზებია, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ამოდის. რამდენიმე დღის წინ ადამიანი ისე მოკვდა, ექიმებმა, უგზოობის გამო, ვერ მოახერხეს დროულად მოსვლა", _ თქვა აქციაზე ადგილობრივმა ნანა კიღურაძემ.

აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ "გურია ნიუსი" სოფელ ხვარბეთს ეწვია _ იქაურების მოთხოვნები უცვლელია.

"როგორც სხვა სოფლებს სჭირდება დახმარება, ასევე ჭირდება ხვარბეთსაც. მოვიდეს ხელისუფლება და მოაგვაროს პრობლემები", _ გვითხრეს ხვარბეთში.

"ჩვენს სოფელს ყურადღება არ ექცევა _ ადგილობრივ მთავრობას ნაკლებად ვახსენდებით. ხედავთ, როგორი გზაა აქ.

ბოლოს დროს შუქიც ქრება ხშირად _ სიმწრით ნაყიდი პროდუქტი მაცივარში გვიფუჭდება. ხომ უნდა მოგვწერონ, როდის ითიშება?!

გაზი ჩვენ არ გვაქვს _ მეზობელ სოფლებში არის, ჩვენთან _ არა.

სიმინდის მოსავალი ფაროსანამ გაგვიფუჭა. რაც კი დავთესეთ და ამოვიდა, მავნებელმა გაანადგურა", _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნორა მარშანიამ.

ხვარბეთელები იმედოვნებენ, რომ თუ თხილისგან არაფერი გამოვიდა, იქნებ, ციტრუსის შემოსავალი მაინც მიიღონ.

"ის კი ვიცით მხოლოდ, რომ შიმშილობა გვიახლოვდება. ერთი ცალი თხილი არ აგვიღია", _ გვითხრა ნორა მარშანიამ.

სოფლის პრობლემების შესახებ "გურია ნიუსთან" მონაცვლეობით საუბრობენ ხვარბეთელები:

"ერთი კილოგრამი თხილი არ გვაქვს და ახლა ციტრუსის იმედზე ვართ, მაგრამ არც მაგის იმედი არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მოსავლის გაფუჭება ფაროსანას ბრალია. უამრავი პრობლემაა ხვარბეთში. აქცია გვქონდა სოფლის მცხოვრებლებს. დაგვპირდნენ, მოგხედავთო და ვნახოთ, რა იქნება. წყალი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს", _ ამბობს ნანი ღლონტი, _ ყოველდღე გაფუჭებული ნაყოფის გადაყრით ვარ დაკავებული. "კარალიოკი" არ მოგვიკრეფია და ხილი. კიდეც შეწამლეს, მაგრამ მაინც არიან ეს ფაროსანები და რა ვქნათ, არ ვიცით.

რაც გვქონდა სოფელში, კომუნისტების დროს დაიშალა და ახლა მშენებლობა არავის ადარდებს. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ამ ბოლოს დროს რომ ჩაატარეს წამლობა ფაროსანას საწინააღმდეგოდ, უფრო შედეგიანი იყო და იმედია, მალე მოვიშორებთ, თორემ დარჩა სოფლის მცხოვრებლები ლუკმაპურის გარეშე. რაც შეეხება მანდარინს, წელს კმაყოფილი ვარ _ ოთხჯერ მოვწამლე საკუთარი ხარჯით".

"ხვარბეთისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ტუნგოს ხე შეგხვდებათ, მაგრამ არავინ აბარებს, რადგან არც ჩამბარებელია ვინმე და არც ისეთი ფასი აქვს, როგორც ძველ დროს", _ ამბობენ სოფელში.

ხვარბეთელების მიერ გამართულ აქციაზე მისული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სოფლის მცხოვრებლებს შეპირდა, რომ საფუძვლიანად გაეცნობოდა სოფლის პრობლემებს:

"სოფელ კონჭკათის საზღვრამდე იგეგმება ოთხკილომეტრიანი ახალი გზის დაგება, ეს მოხდება მომავალ წელს _ გზას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს. ასევე, არის შიდა გზების პრობლემა, რომელსაც გავეცნობი უფრო დეტალურად და დაგეხმარებით აუცილებლად. გაზის საკითხებზეც შესაბამის უწყებებს გავესაუბრები და აუცილებლად მოვიკითხავ, როდის შეიძლება დაიწყოს გაზიფიცირება სოფელ ხვარბეთში", _ უთხრა აქციის მონაწილეებს შარაშენიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "მერიის თემი გაზიფიცირებული არ არის. თემში შემავალი დასახლების _ ხვარბეთის მონაკვეთზე, 4 ოჯახში კომპანია "სოკარმა" გაზის მილები მაშინ დაამონტაჟა, როცა გურიანთის თემში შემავალი სოფლის _ ციხისფერდის გაზიფიკაციას ასრულებდა, რადგან ამ ოჯახების ნაწილი ეკუთვნოდა ციხისფერდს, დარჩენილი 4 ოჯახი კი _ ხვარბეთს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ თემის გაზიფიცირების საკითხი დააყენა კომპანია "სოკარის" წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ისინი ენერგეტიკის სამინისტროს დავალებას ასრულებენ და მოთხოვნის შემთხვევაში, დაიწყებენ აღნიშნული თემის და მასში შემავალი სოფლების გაზიფიცირებას", _ ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი ამბობს, რომ ახლა ფაროსანა ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას გამოსაზამთრებელი ადგილებისკენ, კონკრეტულად, საცხოვრებელი სახლებისკენ, სხვადასხვა თავშესაფრებისკენ და უკვე გარკვეული ინდივიდები საკვებზე, ასე ვთქვათ, ნაკლებ რეაგირებას ახდენენ. მათი მიზანია გამოიზამთრონ სხვადასხვა თავშესაფარში:

"ციტრუსზე ვატარებთ მონიტორინგს და ამდენ ხანს მასობრივი გადასვლა მავნებლის არ გვინახავს. პრევენციის მიზნით, კარგი იქნება, თუ ჩატარდება ფერმერების მხრიდან ერთჯერადი შეწამვლა ისეთი პრეპარატით, რომელსაც აქვს დაცვითი მოქმედება. ეს დაცვითი მოქმედება გულისხმობს შესხურებულ ზედაპირზე დარჩენას და გარკვეული პერიოდი ამ მავნებლისთვის იქნება ტოქსიკური. ასეთი პრეპარატები ანადგურებენ მავნებლებს და ასევე, ორი კვირის მანძილზე უზრუნველყოფენ მცენარის დაცვას. ასევე, აუცილებელია, პრეპარატის გამოყენების დროს, ლოდინის პერიოდი იყოს დაცული, რაც გულისხმობს ბოლო შეწამვლიდან მოსავლის აღებამდე დროს. არის პრეპარატები, რომელსაც 20 დღე აქვს ლოდინის პერიოდი, რომლის შემდეგ შეუძლიათ მოკრიფონ ციტრუსი, თუ რა თქმა უნდა მოსაკრეფია", _ გვითხრა ნიკა მესხმა.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...