პენიტენციური სამსახურის განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით

საზოგადოება

პენიტენციური სამსახურის განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით

15 სექ. 2020, 10:01:57

2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, რამდენიმე პატიმარს, მათ შორის გ. შემაზაშვილს არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სიუჟეტში იყო ამონარიდი წერილიდან, სადაც შემაზაშვილი წერს, რომ მისი მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო, თუმცა პენიტენციურ სამსახურში მანამ არ მიაქციეს ყურადღება, სანამ მეტალის ნივთები არ გადაყლაპა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ იმის გამო შეექმნა, რომ სხვადასხვა დროს იყენებდა თვითდაზიანებებს და ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდა სამედიცინო მომსახურებაზე. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულს მუდმივად უწევს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას (რაზეც მსჯავრდებული ხშირად ამბობს უარს), ასევე მას მრავალგზის განემარტა, რომ პერმანენტულად თვითდაზიანებების მიყენება და მკურნალობაზე უარის თქმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დაამძიმებდა.

მსჯავრდებული გ.შემაზაშვილი (დაბ. 1993 წ.) 2013 წლიდან სასჯელს იხდის საქართველოს სსკ 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2020 წლის 13 მარტს მსჯავრდებული გაყვანილი იყო უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, მაგრამ საჭირო ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ჩაინიშნა 20 მარტისათვის, ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ შემაზაშვილმა 15 მარტს გადაყლაპა უცხო სხეული. იგი სასწრაფო წესით გადაიყვანეს სხვა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები და მკურნალობა. მსჯავრდებულს ესაჭიროებოდა სტაციონარული მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ მან კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე 23 მარტს დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე. გ. შემაზაშვილი არც დაწესებულებაში იტარებდა დანიშნულ მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მკურნალობის ჩასატარებლად საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც გ. შემაზაშვილი სისტემატურად აცხადებდა უარს და 2 სექტემბერს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. იგი იმავე დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდეც იგი არაერთხელ იყო მოთავსებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში (მაგალითად, ბოლო პერიოდში, 2020 წლის აგვისტოში ოთხჯერ - 7 აგვისტოს, 12-დან 13 აგვისტომდე, 18-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ასევე 31 აგვისტოს,) თუმცა ყოველთვის უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ბრუნდებოდა სასჯელის მოხდის ადგილზე, ან ბოლომდე არ იტარებდა მკურნალობის კურსს და საკუთარი მოთხოვნით ეწერებოდა კლინიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალმა არაერთგზის მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო გართულებების შესახებ. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეცნობა მის დედასაც. მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში ოთხჯერ (2020 წლის 11 აგვისტოს, 15 აგვისტოს, 29 აგვისტოს, 8 სექტემბერს) შედგა კომუნიკაცია მსჯავრდებულის დედასთან და განემარტა, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებდა მკურნალობის გაგრძელებაზე. მსჯავრდებულის დედას ეთხოვა, დაეთანხმებინა შვილი მკურნალობის დასრულებაზე, რათა მისი მდგომარეობა არ დამძიმებულიყო (თითოეულ ამ საუბარზე შედგენილია შესაბამისი აქტები).

ამჟამად მსჯავრდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. (R)




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...