პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ENPARD-ის პროგრამა შეაფასა

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ENPARD-ის პროგრამა შეაფასა

13 დეკ. 2017, 18:29:29

სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი პროგრესია, _ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ENPARD-ის  4-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ,,ექსპო-ჯორჯიაში“ განაცხადა.

ევროკავშირმა  და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, პირველი ფაზის შედეგები შეაჯამა, ასევე მესამე  ფაზის დაწყება გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, პროგრამის  ბენეფიციარებმა,  მონაწილეებს  თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  სოფლის მეურნეობის  განვითარება, ჩვენი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია

,, გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ ევროკავშირის მიმართ იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას  უწევს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება. ამას აღვიქვამთ, როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან  და დასტურად, რომ რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ვითარდება სწორი მიმართულებით. ENPARD-ის მესამე ფაზით გამოყოფილი 77,5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე  ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი  მნიშნელობისაა. ჩვენი ქვეყნისათვის - სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისათვის ამ დარგში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და ეს არის მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების, კერძო სექტორის კოორდინირებული და ეფექტიანი  თანამშრომლობის შედეგი.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველო სრულად ახალი შესაძლებლობების წინაშე დგას. ეს შესაძლებლობები გულისხმობს იმ ძალიან მნიშვნელოვან გასატარებელ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი  ჩვენი აქტიური მხარდამჭერია, _“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით,  ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა  280-ზე მეტმა კოპერატივმა მიიღო.

,,ჩვენი მიზანია, საქართველო აგრო-სასიურსათო პროდუქტის იმპორტიორ ქვეყნად ჩმოყალიბება. ამ მიზანის მისაღწევად არაერთი პროეტს ვახორციელებთ. ENPARDI-2013 წლიდანსაქართველოს აქტიური მხარდამწერია. სწორედ მისი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი სოფლის მეურნეობის ინიციატივების ეფექტიანობის გაზრდა და წსოფლის მეურნეობის  რეფორმა.  სწორედ სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა, დასაქმების და საცხოვრებეკლი პირობების გაუმჯობესება მოხეხრდა ფერმერთა კოპერატივების გაძლიერებით და სევისებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით”, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მესამე ფაზის დაფინანსება  ისეთივე ხელშესახები შედეგის მომტანი იქნბეა, როგორც წინა ორი ფაზით გამოყოფილი თანხების ათვისებით მოხდა

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა დაცვის საკიხთხებსა და გარემოს დაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებას.  ეს ასევე ეხმიანება ჩვენს სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთ სტრუქტურულ ორგანიზმად ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ, რომ  ENPQARDI-ის  მესამე ფაზტ დაფინანსება ისეთივე ხელშესახები შედეგის მომტანი იქბნება, როგოროც ეს წინა ორი ფაზითგამოყოფილი თანხების  ათვისებისას მოხდა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც პირადად არის ცართული ამ პროპგრამის წარმატებით განხორცილებაში და ასევე დიდ მადლობას ვუხდი  ევროკავშირს იმ შესაძლებლობების შექმნისათვის, რომელიც საქართველომ მიიღო ასოციების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაწრობის  ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება, ახალ პოტენციალს ქმნის საქართველოს სოფლად მაცხოვრებელი  მოსახლეობოსთვიოს და მე დარტწმუნებული ვარ, წარმატებული ნაბიჯებით, რომელსაც ვდგამთ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ სოფლად ცხოვრების პირობებს, ხოლო კოპერატივების მეშვეობით შევძლებთ, რომ საქართველოს პიორობებში ყველაზე სწორი მოდელი ჩამოვაყალიბოთ ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე  გასასვლელად“, _ განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასევე, საქართვეკლოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, საქართველო  აგრო-სასურსათო პროდუქტის იმპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მოსაღწევად არაერთი  პროექტი  ხოციელდება.

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. 2013 წლიდან დღემდე, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს. 




 ახალი ამბები
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...
  • „ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი "დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელია, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს" - აღნიშნული განცხადება  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კონვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არც ერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება „ლიდერფუდის“ ირგვლივ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სასამართლო დავაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან შეფასდეს საქმეზე გამოქვეყნებული ორგანიიზაციის კვლევის შინაარსთან მიმართებით სასამართლოს შემდგომი დასკვნების მართებულობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის ყოფილი მესაკუთრის სარჩელი (შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ირაკლი დუმბაძე აღირიცხა შპს „ლიდერი-ფუდის“ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ), ამჟამად გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო, 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა სხდომა, კვლევა გადაცემული იქნა საქმის განმხილველი პალატისთვის, ასეთი შედეგი კი, ხაზს უსმევს კვლევაში გამოთქმული შეხედულებების მართებულებას, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის განსახილველად დაშვების საფუძვლებსა და არსებითი განხილვის გადაუდებელ წინაპირობებზე საუბობდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა დასახელებული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა. ექსპერტი პასუხსს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტის სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“, „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე თეთრი ფერის გარეშე?“. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი. ორგანიზაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიხედვით, განმარტავს, რომ სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, 2019 წლის 22 მაისს, მართლაც საკამათოა, რაც გამოქვეყნებულ კვლევაში შესაბამისი არგუმენტებით დასაბუთდა კიდეც. 22 მაისს, კომპანიამ ნამდვილად ჩაიბარა მოდავე მხარის კორესპონდენცია, თუმცა არ არსებობს ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, ჩაიბარა თუ არა სარჩელი და მასზედ თანდართული მასალები. სარჩელის ჩაბარების ეპიზოდისთვის პროცესის მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილია უკვე სამი შინაარსის მქონე დოკუმენტი/დასკვნა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის ირაკლი დუმბაძეს და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის დავით ზეიკიძეს. ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ვიდეომასალა, კერძოდ შპს ,,ლიდერი-ფუდის“-ს ოფისის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები (2019 წლის 22 მაისს კურიერის ვიზიტი ოფისში), კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება. ბ) აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, დავით ზეიკიძის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის. გ) დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვითაც, სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავადაც გაეცნო 2019 წლის 22 მაისის კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმო დაწესებულებაში, თუმცა ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცასლახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ახალია, იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ორგანიზაცის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე კვლევა: „ბიზნესი და სასამართლო - „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზი“, 2020 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნეს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი, კვლევა კი მიეწოდა სასამართლო სისტემას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს-ინსტიტუციებს. ორგანიზაცია საქმეზე აგრძელებს დაკვირვების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...