პრესკონფერენციაზე გაჟღერებული სამომავლო პერსპექტივები და ქაღალდზე ასახული გურიის განვითარება

საზოგადოება

პრესკონფერენციაზე გაჟღერებული სამომავლო პერსპექტივები და ქაღალდზე ასახული გურიის განვითარება

2019 თებ 12 15:12:20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ადგილობრივ მედიას მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და გურიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გელა ზოიძემ პრესკონფერენციაზე უმასპინძლეს.

ბრიფინგის დასაწყისში მერმა ანტალიაში ვიზიტის  დეტალები მიმოიხილა და  კმაყოფილება გამოხატა თურქ პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრების გამო.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ხალხის დასაქმება ყველაზე დიდი პრობლემაა და დიდად ბედნიერი ვიქნები ჩემი მერობის პერიოდში თუ რამდენიმე ათეულ ადამიანს  სამუშაოს შოვნაში დავეხმარები. ჩვენი ვიზიტის მთავარი არსიც ეს იყო, რომ რამდენიმე ლანჩხუთელს მიეცეს შანსი სამსახური იშოვოს და ეს უკვე  კარგი საქმეა. მართალია  პირველ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა ბევრი არ იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, 100-ზე მეტ ადამიანს შეექმნება ახალი სამუშაო ადგილი“, _ აღნიშნა სარიშვილმა. 

გურიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ლანჩხუთში 2018 წლის ზაფხულიდან საპროექტო-მოსამზადებელ საცდელ სამუშაოებს აწარმოებენ კომპანიები: ,,სვორდი” და ,,ჯორჯიან ტექნოლოჯი”. გაირკვა, რომ ეს კომპანიები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ. პირველია   სოფლის მეურნეობა. მეორე მიმართულება კი  მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური ელექტროაპარატურის, მიკროელექტრონული ხელსაწყოების დამზადებაა.

ზოიძის ინფორმაციით, ლანჩხუთში იგეგმება ქარხნის აშენება 3000 კვ.მ. საწარმოო ფართობზე, სადაც  ასამდე ადამიანი უნდა დასაქმდეს. როგორც გაირკვა, ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროში, მერიისა და გუბერნიის მხარდაჭერით განიხილება კომპანია ,,ჯორჯიან ტექნოლოჯის” ინიციატივა 10 ჰექტარ საწარმოო ფართობზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობის შესახებ. ეს რომ ასე მოხდეს, საამისოდ დაინტერესებულმა კომპანიამ 5 წლის განმავლობაში, მინიმუმ,  20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს   და მინიმუმ, 500 სამუშაო ადგილი შექმნას.

როგორც პრესკონფერენციაზე  ითქვა, კომპანია ,,ჯორჯიან ტექნოლოჯმა” სწორედ აღნიშნული საკითხის გასახორციელებლად, საკუთარ საწარმოში და თავის პარტნიორებთან შესახვედრად მიიწვია ლანჩხუთის  მერი და  გურიის სამრეწველო-სავაჭრო პალატის წარმომადგენელი. 

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ   წინასწარ შეთანხმებულ ვადებში თურქული მხარე ეწვევა ლანჩხუთს და გაგრძელდება მოლაპარაკებები.

მერიის მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ძალიან ბევრ საკითხზე გამახვილდა ყურადღება და სამერმისოდ ეს ურთიერთობები ისე თუ განვითარდა, როგორც საუბარია, მაშინ ძალიან კარგი საქმე იქნება ჩვენი რეგიონისთვის. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ ეტაპზე ცოტა ფრთხილად შეიძლება შევაფასოთ სამომავლო პერსპექტივები, რამეთუ ბევრჯერ ყოფილა საუბრები ამა თუ იმ პროექტზე, ინვესტიციებზე, მაგრამ რეალურად  გურიის განვითარება ქაღალდზე დარჩენილა.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...