პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს

13 თებ. 2018, 00:41:07

,,,ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს სასულიერო აკადემიაში და დარწუმნდეს, რომ  ძალადობას ადგილი არ აქვს, აღნიშნული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არასწორია“, _ ამის შესახებ სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოსპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟუნალისტებთან განაცხადა. 

,,თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის უმაღლესი სასულიერო სკოლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის დამფუძნებული, აკადემიას ძალიან დიდი ამოცანები აქვს და მის დაფუძნებას პატრიარქი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარება წამოუდგენელია. სიმართლის  გარკვევა არის მარტივი, _ განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. ,,სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემიაში უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს,   მე შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში, მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს.  ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზირდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადიდებლური ეკლესიისგან აქვს დაკისრებული“, _ აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

 შეგახსენებთ, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს ღია წერილით მიმართეს,  როგორც, ყოფილი სტუდენტები  წერილში აღნიშნავენ თბილისის სემინარიაში და აკადემიაში უმძიმესი და გაუსაძლისი მდგომარეობაა, მიმდინარეობს სტუდენტების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, ასევე კურსდამთავრებულები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ ურჩ პედაგოგებს სახალხოდ სჯიან,  რაც გამოიხატება მათი ლექციებიდან ჩამოშორება და ავტოროტეტის შელახვა. რექტორის განსაკუთღებული სამიზნეა დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტბში განათლება მიღებული პედაგოგები.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?