ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ "ეგ "მენშევიკის" შვილია!"

საზოგადოება

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ "ეგ "მენშევიკის" შვილია!"

15 ნოე. 2018, 19:29:23

მამაჩემი, კონონიოს ლავრენტის ძე მამალაძე ჩოხატაურში, სოფელ ხევში დაიბადა ათშვილიან ოჯახში. განათლების მისაღებად სახლიდან, მოკლე გზით, სოფელ ერკეთის გავლით, ფეხშიშველი მიდიოდა, დაახლოებით, ოცდაათი კილომეტრით დაშორებულ რიონის ხიდამდე. ხიდზე იცვამდა მამის ხელით შეკერილ ღორის ტყავის ქალამნებს და ასე შედიოდა ქალაქ სამტრედიაში, სასწავლებელში. ამ სასწავლებელში დაუახლოვდა თანამოაზრეებს, რის გამოც, ყმაწვილკაცობაშივე დაუწყეს დევნა.

გურიაში უსამართლობისა და აჭარა-გურიის მთებიდან საზღვრის დამრღვევი თურქების წინააღმდეგ მებრძოლი სამი ძმა მამალაძის _ იესე, ბუღარა და გიორგის (ამ უკანასკნელის) შთამომავალს, გენში ჰქონდა სამშობლოს სიყვარული და მისთვის ბრძოლა.

კონონიოსი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის, რის გამოც არაერთხელ იყო დევნილი და დაპატიმრებული. 1928 წლის 9 იანვარს, ამიერკავკასიის გაერთიანებული სახელმწიფო  პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებული სათათბირო კოლეგიის დადგენილებით, ბრალდებით _ "კონტრრევოლუციური ელემენტი", მამაჩემს, რომელიც 25 წლის იყო, მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და გადაასახლეს მარის ოლქში, იოშკარ-ოლაში. პატიმრობის ვადის დასრულების შემდეგ, რვა დასახლებულ პუნქტში (მათ შორის, ამიერკავკასიაში, მოსკოვის, ლენინგრადის ოლქებში და სხვ. აუკრძალეს ცხოვრება). მამაჩემმა საცხოვრებლად სიმფეროპოლი აირჩია. ცხოვრობდა სოჭში, სადაც გაიცნო განათლებული უკრაინელი გოგონა _ მარია გრიგორის ასული მაკარენკო და 1936 წელს იქორწინა.

კონონიოს მამალაძე და მისი მეუღლე მარია მაკარენკო

მამაჩემს არ უყვარდა გადასახლების წლების გახსენება, თუმცა, ხანდახან იგონებდა იოშკარ-ოლის საპატიმროში თავს გადახდენილ ამბებს, თუ როგორ უხდებოდათ პატიმრებს თავის გატანა და გადარჩენისთვის ბრძოლა.

საქართველოში დაბრუნების უფლების მიღების შემდეგაც იყო დაპატიმრებული, თუმცა, არქივის ნაწილის დაწვის დროს, ეს დოკუმენტები განადგურდა. მახსოვს, როგორ იხსენებდნენ ოჯახში, რომ დედაჩემს _ მარიას, 1937 წელს დაბადებული შვილი უკრაინაში, მშობლების მონახულებისას თან წაუყვანია. მშობლები ევედრებოდნენ, უკან აღარ წამოსულიყო, რადგან არ ჰქონდათ იმედი, რომ დაპატიმრებული სიძე, რომელიც მეტეხის ციხეში იჯდა, ისევ იხილავდა ცის სინათლეს.

დედაჩემი მაინც ჩამოდიოდა თბილისში მულებთან _ შურა და ელენე მამალაძეებთან, რომ დაპატიმრებული ქმრისთვის ამანათები შეეგზავნა. ცხოვრება ისე აეწყო, რომ სიბერისას, ბებიაჩემი მატრონა ლაზარევა სიძე-ქალიშვილთან გადმოსახლდა და აქ, სოფელ ხევში, მამაჩემისა და დედაჩემის გვერდითაა დაკრძალული....

გათავისუფლების შემდეგაც, მას ხშირად დევნიდნენ და ეძებდნენ. ამიტომ, სოფლის მთებში გახიზნული, რომ არ ეცნოთ, ცოლის კაბაგადაცმული, ქალივით თავწაკრული, მთვარის შუქზე მარგლავდა ყანას ოჯახის გამოსაკვებად...

ოჯახს ჩოხატაურში ცხოვრების უფლება აღარ მისცეს და ამიტომ, საცხოვრებლად დმანისში გადავედით. იქ შემიყვანეს პირველ კლასში, რადგან დედაც და მამაც პედაგოგებად მუშაობდნენ. დედაჩემს დღის და ღამის სკოლაში უხდებოდა მუშაობა, რომ ოთხი შვილი ვერჩინეთ. ისე ვიყავი დაშინებულები, თუ ვინმე მკითხავდა, მამაშენი სადააო, ვპასუხობდი: "არაა სახლში, შორს წავიდა!" ყველა კაცი მილიციელი მეგონა და მამის დაცვას ასე ვცდილობდი....

პატიმრობას გადარჩენილი, სამამულო ომის დროს პოლონეთში იბრძოდა, სადაც მას "პან უჩიტელს" ეძახდნენ. ვარშავის ფრონტიდან, შვებულებით შინ ჩამოსულს, მოუსწრო ბრძანებულებამ განათლების მუშაკების დემობილიზაციის შესახებ და უკან აღარ დაბრუნებულა.

ამგვარი გასაჭირის, ყველგან გზების შეკვრის მიუხედავად, მამაჩემის და დედაჩემის _ უკრაინელი ქალის თავდადებით, ოთხივე შვილმა განათლების მიღება შევძელით... თუმცა, არაერთხელ მომისმენია მაღალი რანგის პარტმუშაკიდან _ "ეგ მენშევიკის შვილია!"

მამაჩემმა განათლება სამტრედიის სასწავლებლის გარდა, სიმფეროპოლში მიიღო, შემდეგ _ ქუთაისის პედინსტიტუტში. შესაბამისად, მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად ქობულეთში, საგურამოში, დმანისში _ განათლების ინსპექტორად, სკოლის დირექტორად... ჩოხატაურში ხიდისთავის, შუა სურების, გორაბერეჟოულის ტექნიკუმის და მშობლიური ხევის სკოლების პედაგოგად; ეწეოდა ქართული მეფუტკრეობის პროპაგანდას და ამის შესახებ მაშინდელ პრესაშიც იწერებოდა.

არც სიბერე დაურჩა ტკბილი _ ამ ქვეყნიდან შვილმკვდარი მამის სტატუსით ისე წავიდა, რომ ვერ გაიგო, ვინ მოუკლა ორმოცდაათ წლამდე ვერმიღწეული, შვიდი უცხო ენის მცოდნე შვილი _ ჯიმშერი, რომელსაც თანამშრომლები "ცოცხალ ენციკლოპედიას" ეძახდნენ. მას ძალიან ავიწროებდა კგბ-ს წარმომადგენელი ვინმე გალოგრე....

რეპრესიებმა შეიწირეს მამიდაჩემი  შურა მამალაძეც, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. იგი 1942 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს შინსახკომის თბილისის განყოფილების ბრძანებით დააპატიმრეს. ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლი წაუყენეს. ბრალდება საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდების შემცველ აგიტაცია/პროპაგანდას გულისხმობდა... 1943 წლის 13 მარტს სტუდენტი გოგონა ციხეში გარდაიცვალა _ გაურკვეველია, დახვრიტეს თუ შიმშილით მოკვდა.

90-იან წლებში, მამაჩემი რეაბილიტირებული იქნა, რეაბილიტირებულია მამიდაჩემიც...

ნათელა კონონიოსის ასული მამალაძე-დევიძე,
პედაგოგი




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...