ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! სამშობლოს, მეზობლობას, მეგობრობას და ძმობის სიწმინდეს შეწირული სიცოცხლე

საზოგადოება

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! სამშობლოს, მეზობლობას, მეგობრობას და ძმობის სიწმინდეს შეწირული სიცოცხლე

2018 ოქტ 24 12:42:39

ძველებური "კომოდის" ზემო უჯრის უკანა კედელზე ხელს რაღაც წამოედო. ძნელად მისაგნებ ჭუჭრუტანაში გაკვეხებული პასპორტისთვის თაგვს მცირე ნაწილი "შემოუხირხნავს" და მიუტოვებია _ ეტყობა, სხვა "ნუგბარი" ქაღალდები უფრო მოეწონა.

პასპორტი 1956 წლის 26 აპრილსაა გაცემული ყაზახეთის სსრ ქ. სამარყანდის მილიციის განყოფილების მიერ და ეკუთვნის ლაზარე იოსების ძე ბერიშვილს, დაბადებულს 1899 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა სურებში.

ლაზარე კარის მეზობელი, თანატოლი და თანაშეზრდილი იყო 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთ აქტიურ წინამძღოლთან, შალვა ბერიშვილთან. მათი გზები ოცდაოთხშივე გაიყარა, როცა აჯანყების დამარცხების შემდეგ, შალვა საზღვარგარეთ გაიქცა. პარიზში მყოფმა ქართულმა ემიგრაციამ, დამარცხების მეორე დღიდანვე დაიწყო საბრძოლო მზადება ახალი აჯანყებისთვის. ნოე რამიშვილი ხშირად გზავნიდა საქართველოში გამოცდილ ემისრებს და მათ წინამძღოლობას მხოლოდ თავის დისშვილს, შალვა ბერიშვილს ანდობდა.

შემოსულები ხალხთან შეხვედრებს მეტწილად სურების მთებში, საზაფხულო საძოვრებზე აწყობდნენ. 1930 წლის ზაფხულში შემოვიდა შალვა ბერიშვილი დავით ერქომაიშვილთან და არტიმონ კიკვაძესთან ერთად. კიკვაძე შემოსვლისთანავე მოკლეს საზღვარზე. შალვა და ერქომაიშვილი გადარჩნენ და მთაში ბებურ კიკვაძის კარავს მიადგნენ. აქ შეხვდა ლაზარე შალვას და სთხოვა, რომ წახვალ, მეც გამიყოლეო. შალვამ იუარა, მაგრამ მაინც შედგა შეთანხმება. საქმეების მოგვარების შემდეგ, ლაზარე ცოლ-შვილს გამოემშვიდობა. ბავშვებს ეძინათ, ცოლი უხმოდ იბრძოდა _ ლაზარეს არ უშვებდა. მორძლე ქალი კაი ხნის მერე ჩუმად ამბობდა: "ეხვეწებოდა ნატაშე, არ გადიარო ალაგეზე, თვარა ვიკივლებო! ნატაშამ კივილი ვერ გაბედა და ლაზარემ ალაგეზე მაინც გადიარა".

სუფსის გაღმა, დაფენილეს თავზე, ლაზარეს შალვა დახვდა. მათ თან გაჰყვა შალვას მომდევნო ძმა ტიტე _ ცნობილი და უნიჭიერესი მათემატიკოსი, რომელიც 1943-ში ვარშავაში დახვრიტეს.

პარიზს ჩასული ლაზარე მძიმე ფიზიკურ შრომას შეუდგა საქონლის ფერმაში. ამზადებდა სულგუნს, მაწონს და დაწნულ ყველს. მერე პარიკმახერადაც მუშაობდა _ ლუკმას შოულობდა, მაგრამ ენის უცოდინრობას ტირილამდე მიჰყავდა. წელი წელს მისდევდა და სამშობლოში დაბრუნების იმედი დღითიდღე სადღაც, შორეულ ჰორიზონტზე უჩინარდებოდა. გადაწყვიტა გაპარულიყო და ამის შესახებ მამია ბერიშვილს ესაუბრა.  მამიამ კატეგორიულად აუკრძალა _ ომია, დაგიჭერენ და დაგხვრეტენო. მაინც გამოიპარა... მერე ყვებოდა: ვიცოდი, საზღვარს ვერ გავცდებოდი, მაგრამ ისე მომენატრა ოჯახი და სურები, მზად ვიყავი, მესაზღვრის დაგეშილ ძაღლებს დავეგლიჯე ან გზააბნეული სადღაც ჩავკარგულიყავიო.

სანამ ლაზარე დაბრუნდება, ძვირფასო მკითხველო, უკან მოვიხედავ და მე, ჩემი ბავშვობა და თქვენ, ერთად ვესტუმროთ მის ოჯახს სურებში.

შუაში ღელე ჩამოგვდის, გამოღმით ჩემი სახლია, გაღმით, კორტოხზე _ მისი ბარჯგებზე შემდგარი, ერთი თვალი, კიდეებზე ყავარშემომპალი ოდა დოშკანით.

_ მიშველეთ, ვკვტები! _ ისმის გაღმა სახლიდან. გავრბივარ. ალბათ, ორი წუთიც არ სჭირდებოდა და ... "ნუ გეშინია, ნატაშა ბებია, ა, პიტნა მოგიტანე". პატარა ხელისგულებში ვსრისავ პიტნის ფოთლებს და ნატაშა ბებიას ვასუნთქებ.

_ შენ გეიხარე, ბებია, რაფერი ცქაფი ხარ! ქი არ მომათქმიე სული? _ წყნარდებოდა ქალი. რა დროა ახლა? ზამლობააა, წასულა მზეი. რაღამც მოსული ხარ, ჩააგდე, ბებია, კვერი. გულზე მიცრიალებს. ფხალიც ქე კიდია მაგერ ჩახანეთ. ღამიანეფ წამოყარა ბრიგადირმა ბაღნები და გეირეკა ყანაში. მადლია, საჭმელი რომ დახვთებიენ.

მიხაროდა, თუ ვინმე რამეს დამავალებდა. კვერის გამოცხობა ხანგრძლივი და რთული პროცესია და არა ისეთი, დღეს რომ ტელევიზიით გვაჩვენებენ და ამ დროში რას აღარ ატევდა ეს მუდამ წარბაუგხსნელი და მკვნესარე ქალი.

_ ჩემი ცოდვა კას არ გიზამს, ლაზარა! რაფერ შემატიე აი ბაღნები ხელში?! აი გულის ფრიალი და თავის ბრუალი შენ რომ წაი, მაშვინ დამეწყო! ყოველ ღამე მაშინებდნენ, დაგიჭირავთო. შენმა ბაღნებმა, ფეხსაცმელი რაია, არ იციენ! საძღომათ ჭადი არ უნახიენ! აი თავჟდომარე დამცინის. კრებაზე ვერ წევედი, კაბა არ მქონდა. შემხვთა გზაზე და მითხრა, ლაზარამ კაბა არ გამოგიგზავნაო? ღმერთო, თუ ხარ სამე, გააჩინე სამართალი და მაგის ცოლი მანახე გადუუტეხავ შავ სატინაში და გადუუფხეკავ შავ ქალამანში! _ მოთქმით ამთავრებდა ნატაშა ბებია.

პატარა ვიყავი. ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ თითქმის ყველა ჩემი მეზობლის ოჯახიდან დღემდე მომყვება გაჭირვება, ცრემლი, შიმშილი, წყევლა.

შოთა ბერიშვილი, ლაზარეს უფროსი ვაჟი (1920-1989 წწ): "მამა როგორ არ მახსოვს _ 7 წლის ვიყავი, რომ წავიდა. საშინლად გვიჭირდა, გვშიოდა, გვციოდა. დედა სულ ტიროდა. მე უფროსი ვიყავი და დედას ყანაში დავყვებოდი. თოხს ვერ ვზიდულობდი, არც დედას შეეძლო მუშაობა. დაჯდებოდა ყანაში და ტიროდა. მეც მივუჯდებოდი გვერდით და ავყვებოდი ტირილში. თუმცა, არ ვიცოდი, რატომ ვტიროდით!

თოვლში ფეხშიშველი დავდიოდი. აცხონოს ღმერთმა ილარიონ ბერიშვილი _ წამიყვანა სახლში, ახალი ქალამანი შემიკერა და ჩამაცვა. ქვეყანა ჩემი მეგონა. ვუფრთხილდებოდი. რომ გაცვდა, ქუსლებთან ჩასაფენი ტყავის ნაჭრებიც მომცა", _ შოთამ მომიყვა ეს ამბავი 1964 წელს.

დავუბრუნდეთ გამოპარულ ლაზარეს _ იგი პარიზიდან სოჭში აღმოჩნდა. ერთი პერიოდი ომში ჩაება, მაგრამ სულ მალე დაიჭირეს, თბილისში ჩამოიყვანეს და გუბერსკის ციხეში ჩასვეს. კაი ხნის მერე, ოჯახს აწვდინა ხმა, გუბერსკში ვარო. სანახავად წავიდნენ შოთა, მისი მეუღლე  დარეჯან მეგრელიშვილი და შოთას სიდედრი. ორი დღის წაყვანილი დახვდათ ყაზახეთში.

შოთა ბერიშვილი: "1956 წლის ზამთრის გვიან საღამოს, ვიღაც იძახის. გავეხმაურე. მეზობელი იყო _ იორამ ქორიძე. სტუმარი მოგიყვანეო, მითხრა. შემოვიდა სახლში უცხო კაცი. ვინ ბრძანდებით,-მეთქი. შენი დაკარგული მამა ვარ, შვილოო, _ შემომტირა".

სურებელი გლეხი კაცი 36 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობელ მიწას, ჯანგატეხილი, მოყინული ფეხებით, ნაწამები და თან ჩამოიტანა კარგად გატეხილი ოთხი ენა.

იოსებ ბერიშვილი: "3 წლის ვიყავი მაშინ. დილა-ადრიან გამაღვიძეს, ბაბუა მოვიდაო. მან საწოლიდან ამიყვანა ხელში, ჩამიხუტა და სათამაშო ავტომატი მომცა. მიყვარდა ბაბუა _ ალალ-მართალი, მოყვასი, შრომისმოყვარე კაცი იყო. ცდილობდა, რუსული ენა ესწავლებინა ჩემთვის. იცოდა ფრანგული და საყველპურო ინგლისური. დასჭირდა და ისწავლა გერმანულიც. მუშაობდა ბუკისციხის ფერმაში. აინტერესებდა პოლიტიკური ინფორმაციები, მაგრამ პოლიტიკაზე არასოდეს ლაპარაკობდა. ხრუშჩოვის მადლიერი იყო. მეზობლობას, მეგობრობას, ძმობის სიწმინდეს და სამშობლოს მიუძღვნა ყველაზე ღირებული, რაც გააჩნდა _ სიცოცხლე!

გარდაიცვალა 1972 წელს, 73 წლის ასაკში. დაკრძალულია ბუკისციხეში".

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...