ყარაბაღის კონფლიქტი - საქართველოს გამოწვევები და საფრთხეები

საზოგადოება

ყარაბაღის კონფლიქტი - საქართველოს გამოწვევები და საფრთხეები

24 ოქტ. 2020, 17:33:59

,,ბოლო მდგომარეობით, აზერბაიჯანის მხარემ განავითარა შეტევა სამხრეთის ფრონტზე, ძირითადად ირან-აზერბაიჯანისა და სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით, გავიდა ამ საზღვარზე, ერთი ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ გააფართოვა დაკავებული ტერიტორიები და გავიდა ლაჩინის კორიდორთან. ლაჩინის კორიდორი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მისი საშუალებით ხდება სომხეთისა და ყარაბაღის ერთმანეთთან დაკავშირება. თუ ლაჩინის კორიდორი ჩაჭრა აზერბაიჯანმა, გამოდის, რომ მას შეეძლება ჩაუჭრას მომარაგების არხები ყარაბაღს, ასევე  ჩრდილოეთიდანაც, საიდნაც  ხდება შეტევა. იქაც უსაფრთხო არ არის, იქაც არის კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზა ყარაბაღსა და სომხეთს შორის, მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, რომ უკვე გეოგრაფიულად მთაგორიანი ადგილია, აქ კი ბრძოლა ადვილი არ იქნება, აქ უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია იქნება. ვაშინგტონში ჩანიშნულ შეხვედრებზე თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაღაც კომპრომისზე დათანხმება, მაშინ უნდა ველოდოთ ამ ადგილებში მეორე ეტაპის დაწყებას კონფლიქტის, რომელიც უშუალოდ გადაინაცვლებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

_ ფაშინიანმა განაცხადარომ მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვსეს არის სისულელე.

_  ეს, მაშინ თქვა, როცა მოსკოვში ლავროვის პატრონაჟით გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაროგორც ჩანს იმ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ აზერბაიჯანული მხარე მოითხოვდა სომხური სამხედრო ძალების გაყვანას ყარაბაღის ტერიტორიიდან, რაზეც არ თანხმდებოდა სომხური მხარე. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე  იყო ის განცხადება გაკეთებული.

_ თუ მოლაპარაკებებით ვერ მოხერხდა სამხედრო კონფლიქტის შეჩერებააზერბაიჯანს და სომხეთს დღეისთვის რა სამხედრო პოტენციალი აქვთ?

_  ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, რომ შევადაროთ აშკარად ჩანს, რომ აზერბაიჯანს უპირატესობა აქვს რიცხობრივად, ადამიანური რესურსი უფრო მეტი აქვს, მეორე აქვს სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას აძლებს იბატონოს ჰაერში, გაბატონებულ მდგომარეობაშია ამ უპილოტო საფრენი აპარატის და დრონების საშუალებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალი, უახლოესი ტექნოლოგიებია, განსხვავებით სომხეთის ხელთ არსებული ძველი რუსული შეიარაღებისა, რომელიც მოძველებულია და მისი ეფექტურობა ძალიან მცირეა და მესამე არც თუ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის საბრძოლო ფსიქოლოგიური დონე, რომელიც რა თქმა უნდა მიღწეული წარმატებების შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს ეს უპირატესობაც გააჩნია ანუ სამი სახის უპირატესობა აქვს.

_ სომხეთის მხრიდან განჯის და სხვა აზერბაიჯანული ტერიტორიების დაბომბვახომ არ არის მცდელობარომ აზერბაიჯანმა უშუალოდ სომხეთს ტერიტორიებზე განახორციელოს დარტყმებირომლის შემდეგ რუსეთის ჩარევას გამოიწვევს კონფლიქტში.

 თუ ასეთი მცდელობა იყო, ეს არასწორი იყო, რადგან დავინახეთ, რომ სასურველი შედეგი არ მოყოლია, თან ვხედავთ, რომ ეს დაბომბვები შეწყდა, ალბათ ტექნიკური საშუალებები დაბომბვების ისევ არის, თუმცა  გაჩერებულია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მხარეებმა დაინახესეს ჰუმანიტარული განზომილება, რაც ამ კონფლიქტს აქვს. არ ღირს იმად, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები(ქალები, ბავშვები და მოხუცები) იხოცებოდნენ. ეს ყველაზე ცუდი მხარე არის, ყველაზე საშინელი მხარე არის ნებისმიერი ომის, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან.

_ სომხეთის მხრიდან ყარაბაღის დამოუკიდებლ სახელმწიფოდ აღიარების განაცხადი?

სომხეთმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რომ აღიაროს, ამით რეალურად არაფერი შეიცვლება. იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

სამხედრო დანაკარგებირაც მას აქვს, საკმაოდ სეროზული დანაკარგებია და ამის კომპენსაციას ვერ მოახდენს ყარაბაღის აღიარება. რეალურად, რასაც ვხედავთ სომხური მხარე ძალიან რთულ სიტუაციაშია, რაც რა თქმა უნდა, ერთგვარად რუსეთის კისერზეც არის.

_ რუსეთის როლი კონფლიქტში?

სომხური მხარის ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ეს რა თქმა უნდა რუსეთზეც არის, რადგან სომხურ მხარეს ქონდა მოლოდინი იმის, რომ რუსეთი ბოლომდე არ გაწირავდა, მაგრამ მეორეს მხრივ არის ფაშინიანის პოლიტიკა, რომელიც რუსული გავლენის შემოღებას ისახავდა მიზნად სომხეთში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთმა დასაჯა ფაშინიანი.

ჯერ არ ვიცით, ყარაბაღში როგორ განვითარდება მოვლენები, ჩაერევა თუ არა რუსეთი, რა იქნება მისთვის რეალურად წითელი ხაზი, მაგრამ რუსეთის მიზანია, ის რომ, ისეთი სიტუაცია შეიქმნას სომხეთში, რომელიც გამოიწვევს ფაშინიანის მმართველობის დასრულებას. ეს მიზანი ცხადად ჩანს, რომელიც სავარაუდოდ დადგება ყველა ვარიანტში, იმიტომ, რომ ტერიტორიები რომელიც დაკარგა, სულაც წინ, რომ ვერ წავიდეს აზერბაიჯანული მხარე, ეს მაინც სერიოზული დანაკარგია ტერიტორიული თვალსაზრისით, ეს კი, სომხურ საზოგადოებაში მტკივნეულად აღიქმება და შემდგომში ამას რეაგირება მოყვება ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემები შეექმნება ფაშინიანს სომხეთში.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ხშირად აწყობს არეულობა, არასტაბილური სიტუაცია, სადაც ადვილად შეძლებს თევზის დაჭერას მღვრიე წყალში. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთს, ერთის მხრივ ეს აწყობს, მეორეს მხრივ აწყობს ის, რომ ორივე მხარეს სამხედრო ტექნიკა უნადგურდება და ისევ რუსული ტექნიკა უნდა იყიდოს და ეს, რუსული ტექნიკის ძალიან დიდ ციფრებზე საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა განადგურდა და შესაბამისად ისინი, ისევ რუსეთს მიმართავენ ტექნიკის შესაძენად. აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი იხეირებს. ზოგადად რუსეთი იხეირებს, რადგან ომის შედეგად შეიძლება ორივე მხარე ისე დასუსტდეს, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ისევ ადვილად მოექცეს. ასე, რომ ბევრი განზომილება აქვს ამ კონფლიქტს. რუსეთის დამოკიდებულებას მხოლოდ ერთი მიზეზი არ განაპირობებს, ამავე დროს აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იგივე სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან თურქეთმა ის, ოთხი ბაზა გაიყვანა, რომელსაც ადრე არ თანხმდებოდა. ამიტომ გაჩნდა ეჭვები, ხომ არ არის რაღაც შეთანხმება მიღწეული რუსულ და თურქულ მხარეებს შორის კავკასიასთან და სირიასთან დაკავშირებით. დასავლეთის დამოკიდებულება და როლი როგორი იქნებამაგალითად  საფრანგეთმა  სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადაამ პოზიციას სხვა ქვეყნებიც ხომ არ გაიზიარებს? 

_ საფრანგეთის პოზიცია გასაგებია, საფრანგეთში დიდი სომხური დიასპორაა და მისი გავლენა მოქმედებს. სხვა ქვეყნებიდან კი, ჯერჯერობით ესეთი მკაცრი და მკაფიო მხარდაჭერა სომხეთის მიმართ არ ჩანს ევროპიდან. ევროპის ქვეყნების უმეტესობა მომხრეა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს კონფლიქტი.

ჯერ არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია მკაფიო მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია რომელიმე მხარის მიმართ და არც ვფიქრობ, არც მომავალში იქნება აქტიურობა, მაგრამ დავინახეთ, რომ აქტიურობა იყო აშშ-დან პომპეოს განცხადება, თუმცა დავინახეთ, რომ ამ განცხადებებმა რეალურად სიტუაცია არ შეცვალა ფრონტის ხაზზე, არათუ ამ განცხადებებმა, არამედ იმ შეთანხმებებმაც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც რამოდენიმეჯერ გამოცხადდა, რეალურად შედეგი არ გამოიღო, საბრძოლო მოქმედებები ისევ გაგრძელდა, სამწუხაროდ შეთანხმებებს არანაირი შედეგი არ ჰქონია.

_ თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანს და მისი გავლენა კონფლიქტზე?

_ უკვე გამოიკვეთა თურქეთის მხარდაჭერა და მისი მზარდი როლი და იგივე თანამედროვე დრონები, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებშიც, რაზეც ყველამ უნდა იფიქროს, იმიტომ, რომ უნდა მოხდეს ყველა სამხედრო სტრატეგიისა და გეგმების ამ  დრონების შესაბამისად, ახალი რეალობის გათვალისწინებით. დღეს ვხედავთ აშკარად, რომ ადამიანი ავტომატით გაუშვა ომში, თითქმის იგივე ტოლფასია, ჯოხით, რომ გაუშვა საომრად, სულ სხვაა რეალობა. ვფიქრობ ქვეყნებმა უნდა დაიწყოს ფიქრი და მათ შორის საქართველომაც უპირველესყოვლისა, როგორ მოხდეს ჩვენი სამხედრო სტრატეგიის და გეგმების გადაწყობა თანამედროვე ამ საშუალებებთან მიმართებაში.

_ ვიცითრომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატიაქედან გამომდინარე,  როგორი იქნება ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე და მისი საფრთხეები?

_ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს  და ეს რა თქმა უნდა სწორია იმიტომ, რომ როდესაც ორ მეზობელს ცეცხლი უკიდია, არ იქნებოდა ბრძნული გადაწყვეტილება, რომ ამაზე ნავთი დაასხა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, რაც დროში გაიწელება, ამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება უფრო ძნელი იქნება, რატომ? იმიტომ, რომ  ჩვენთან ცხოვრობენ როგორც ეთნიკურად სომხური, ისე აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, იქ როგორ განვითარდება მოვლენები. ზოგიერთ მათგანს ორმაგი მოქალაქეობაც აქვს და საბრძოლო მოქმედებებშიც იღებს იქ მონაწილეობას. ამავე დროს არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც გაართულებს რა თქმა უნდა ჩვენი ამ გამოცხადებული ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, ჩვენ რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არ ვიყოთ ჩარეულები და ჩვენ არ შეგვეხოს, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, იგივე რაც თქვენ ბრძანეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატები, ეს რა თქმა უნდა საქართველოზე აისახებაამას სამხედრო პოლიტიკური განზომილებაც აქვს, თუ რუსეთმა მოითხოვა კორიდორის გაჭრაჯერჯერობით ამის პირდაპირი ნიშნები  არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა წინასწარ ძნელია განჭვრიტო, როდის შეიძლება მან ჩათვალოს, რომ წითელი ხაზები გადაიკვეთა.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი, კასპიის ზღვაში, ბაქოს სიახლოვეს ატარებს სამხედრო წვრთნებს, მაგრამ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება ან რა შეიძლება იყოს არ ვიცით. ამიტომ ამას შეიძლება ბევრი საფრთხე მოყვეს, ასეთი კორიდორის გაჭრის მოთხოვნას, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით.

_ ეკონომიკური გავლენა…

_ რა თქმა უნდა, ეკონომიკური განზომილება აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არის ორივე ქვეყანა. ბევრი ინვესტიცია შემოდის აზერბაიჯანიდან. არ ვიცით დროში რამდენად გაიწელება და რამდენად ექნება ამ ქვეყნებს ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა აწარმოოს საქართველოსთან, ასევე როდესაც გადაივლის კორონავირუსით გამოწვეული ეს პანდემია მთელს მსოფლიოში, ისევ აღდგება ტურიზმი, ამ ქვეყნებიდან მილიონობით ტურისტი ჩამოდიოდა  საქართველოში ყოველწლიურად, შეძლებენ თუ არა იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომელიც ომის შემდგომ აღმოჩნდებიან, განაგრძონ ტურისტებად ჩამოსვლა. ესეც ერთ-ერთ განზომილებაა კონფლიქტის. ასე, რომ ბევრი საფრთხე და გამოწვევა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის სამეზობლოში მიმდინარე ამ კონფლიქტს.

_ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამამ კონფლიქტში ჩარევას თავი რომ აარიდოს?

_ უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია აქ გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში იყო დრო, როდესაც ორი. უშიშროების საბჭო გვყავდა, შემდგომში კი უფრო უარესი მოხდა, ორივე გააუქმეს და დიდიხნის განმავლობაში უშიშროების საბჭოს გარეშე იყო დარჩენილი ქვეყანა. უსაფრთხოების საბჭო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ესეთი და მსგავსი საკითხების განხილვა ხდება იქ და გეგმების დასახვა თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ. არსებობდა დოკუმენტი, რომელსაც ქვია ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი 2015-2018 წლებში“, რომელსაც ვადა გაუვიდა, სადაც მსგავსი პრობლემებია აღწერილი. რაც ყველაზე მთავარია შემდგომში კვლავ უნდა იყოს შედგენილი გეგმები თუ რას აკეთებს ქვეყანა, მისი უწყებები ამათუ იმ კრიზისის დროს, წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და არა ისე, რომ უცებ დაიწყო და მოდი ახალა დავიწყოთ ფიქრი რა გავაკეთოთ, მაგალითად სიტყვაზერუსეთმა მოითხოვოს კორიდორს გახსნა. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი როგორ მოქმედებს სახელმწიფო და  თითოეული უწყება  რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო  და .., ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი, რომ ბოლო წამს არ დაჭირდეს სახელმწიფოს ამაზე ფიქრი.

_ ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად საქართველოში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებიარუსეთი ამ მდგომარეობის გამოყენებას  ხომ არ  შეეცდებარათა მისი გავლენა გააძლიეროს საქართველოში ან მთლიანად რეგიონი დაიკავოს. 

_ რა თქმა უნდა, ყველაფერი შეილება მოხდეს, პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ ყველაფერია მოსალოდნელია, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით, ამის გამოკვეთილი ნიშნები არ ჩანს. მიუხედავად ამისა, რუსეთისგან ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

_ ამერიკაში  აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების შეხვედრები როგორ შეიძლება დასრულდესმიუხედავად იმისარომ რთულია პროგნოზი.

_ პროგნოზი, ცოტა ძნელი საქმეა პოლიტიკაში, მითუმეტეს, საერთაშორისო ურთიერთობებში, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რა შეიძლება იყოს მხარეთა პოზიციები, აშშ- პოზიცია იქნება რა თქმა უნდა ცეცხლი შეწყდეს და რაღაც სამშვიდობო  კომპრომისს მიაღწიონ. იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჭირდება წინა საარჩევნოდ სომხური ლობის მხარდაჭერა და სომხური ლობისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეებს, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ სომხურ მხარე არ თანხმდება იმის, რომ ყარაბაღი იყოს აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი, ხოლო აზერბაიჯანის პოზიცია არის, ის რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ნაწილი, სადაც შემდგომში სტატუსი იქნება თუ სხვა საკითხი, რომელზეც შეიძლება შემდგომში მოლაპარაკება გაიმართოს. ჯერჯერობით, ეს არის _ მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, რის გამოც ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა. 




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია: არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე"არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე", _ ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. "მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი. არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?", _ წერს ... ...
  • "ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე" _ ვასილ ჩიგოგიძე (R)გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მიერ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქველმოქმედო პროგრამა განხორციელდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში 200 ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგდა. „ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უამრავი კარგი პროექტი განხორციელდება. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით მრავალ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ, ჩემი მხრიდან ძალ-ღონეს არ დავიშურებ ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ. ... ...
  • მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმამარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა, _აღნიშნულის შესახებ განცხადებას მთავარი არხი ავრცელებს. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს.მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს. წყარო: ... ...
  • შშმ ბავშვებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ცხელი ხაზი მოემსახურებაკორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. 111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ. კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და ... ...
  • არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო კაცი დააკავესპოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...