„ყვავილების რეალიზაციით ლუკმის ფულს ვშოულობთ“: რატომ აჭედეს ოზურგეთში საყვავილე ფარდული

საზოგადოება

„ყვავილების რეალიზაციით ლუკმის ფულს ვშოულობთ“: რატომ აჭედეს ოზურგეთში საყვავილე ფარდული

23 მაი. 2020, 12:06:45

ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე, ფოლკლორის ცენტრის წინ, ყვავილების ფარდული, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  აქ მოვაჭრეებს აჭედილი დახვდათ, რასაც ახლა აპროტესტებენ.

როგორც თავად ამბობენ, მოზრდილი ფარდულის კასკადი 2012 წელს, „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დადგეს და  მოაწყვეს.  მათივე თქმით,  იმ დღიდან,  ყვავილებით მოვაჭრე 12 პირს, ადრინდელთან შედარებით, მეტი საშუალება მიეცა, აქ განთავსებულიყვნენ და თავიანთი მცირე ბიზნესისთვის გასაქანი მიეცათ.

გავიდა დრო და როგორც  ყვავილებით მოვაჭრეები ამბობენ, პანდემიის პირობებში, როცა არ მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმის გამო,  ყვავილების ფარდული აჭედილი დახვდათ.

_ რვა წელია, აქ ვდგავართ. მუდმივად გაუსაძლის შრომაში ვართ,  ვწვალობთ. ეს ჩვენთვის  პურის ფულია. ახლა ამ ფარდულის მესაკუთრედ წარმოგვიდგა პირი, ოზურგეთელი გიორგი მეხუზლა,   რომელმაც ულტიმატუმი წამოგვიყენა, რომ იჯარით მაქვს აღებული ეს ადგილიო და დღიურად 3, 33 ლარი გადაიხადეთო. თუ არადა, არ მოგცემთ აქ ვაჭრობის უფლებასო. ჩვენ გადასახადის წინააღმდეგი არ ვართ. გათავისუფლებული ვიყავით მცირე მეწარმეები ამ გადასახადისგან, მაგრამ  ძალადობას ვერ შევეგუებით. ეს ადგილი გაცემულია ჩუმად და უკანონოდ. თუ ყიდდნენ, ჩვენ ვერ ვიყიდდით? რვა წელია, აქ ვდგავართ. ზოგს ავადმყოფი შვილი ჰყავს, ზოგი  თავად ავად ვართ. ვინ არის აქ დალხინებული? მიმართოს სასამართლოს და დაგვიმტკიცოს, რომ სამართლებრივად აქვს იჯარა გაფორმებული, ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. არც ავდგებით აქედან, - თქვეს აქ მოვაჭრე ქალბატონებმა „გურია ნიუსთან“.

ისინი ამბობენ აგრეთვე, რომ გიორგი მეხუზლას როცა უთხრეს, თუ რომელიმე დღეს არ გამოვიდოდნენ სამუშაოდ, შესაბამისად, იმ დღის თანხას ვერ გადაიხდიდნენ, პასუხად  კატეგორიული უარი მიიღეს.

_ჩვენ  არ ვიქცევით კანონის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, სანამ საგანგებო რეჟიმია, არ ვეხებით ამ „ჟეშტებს“ აქ რომ აგვიფარა მეხუზლამ. როცა ყველაფერი მწყობრში ჩადგება, მომავალი კვირიდან,  ჩვენ აქ შევალთ და დავსხდებით, როგორც ადრე ვიყავით. მიმართოს სასამართლოს. თუ  ეს ადგილი იყიდებოდა ან იჯარით იცემოდა, აქ არ ვიყავით? რატომ გვჩაგრავენ? რატომ ძალადობენ? - ამბობენ ყვავილების რეალიზაციით დაკავებულები.

„გურია ნიუსი“ გიორგი მეხუზლას დაუკავშირდა და აღნიშნული პრობლემის შესახებ ჰკითხა:

_ეს ფართობი მე იჯარით მაქვს აღებული ამ წლის მარტიდან. მანამდე მისი მესაკუთრე იყო ქალბატონი ვალენტინა ჯაფარიძე, რომელიც  ახლა გარდაცვლილია. შეაკვდა  მათთან ბრძოლას, რა, სამი წლის განმავლობაში.  მას მევახშესთან ჰქონდა ეს ფართი ჩადებული და ახლა მე მაქვს იმისგან აღებული იჯარით.   მე ლამაზად, კარგი სიტყვით მივედი და ვუთხარი, რომ გადაიხადონ გადასახადი და არავინ არაფერს ეტყოდა, ჩვეულებრივ გააგრძელებდნენ მუშაობას. საუბარი იყო სამ ლარსა და 33 თეთრზე ყოველდღიურად, რომ სახელმწიფოს გადავუხადო 22% და მეც ჩემი შემოსავალი მქონდეს-მეთქი. ვერაფერს გავხდი. მათ ეს არ ისურვეს. მე მაქვს ნოტარიალურად დამოწმებული საბუთები, - გვითხრა მეხუზლამ.   

_გაქვთ, მაგრამ მათ ეს არ სჯერათ. ამბობენ, რომ რვა წელია, აქ სხედან და თუ იყიდებოდა ფართი, თავად შეიძენდნენ და სვამენ კითხვას, ჩუმად რატომ გასხვისდაო?

_არასწორია ეს. მე მათ ვეხვეწებოდი, პირიქით, გავუხსენი ბაზარი, რომ ყველაფერი ყოფილიყო წესრიგში.თუმცა, ეს არ ისურვეს, - გვითხრა მეხუზლამ.

თავის მხრივ, ყვავილებით ვაჭრობაზე მომუშავენი აცხადებენ, რომ აღნიშნული ფართი გასხვისებულია ჩუმად და უკანონოდ და სურთ სამართლებრივად, სასამართლო პროცესზე გადაწყდეს, ვინ არის მართალი და ვინ -მტყუანი.

„გურია ნიუსი“ აქტიურად მიადევნებს თვალს აქ არსებულ ვითარებას.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?