ყველი და რძის შემცველობის პროდუქცია _ რა საფრთხეები არსებობს გურიაში?

საზოგადოება

ყველი და რძის შემცველობის პროდუქცია _ რა საფრთხეები არსებობს გურიაში?

2020 თებ 13 16:37:58

რძისა და რძის ნაწარმის ვარგისიანობისა და ხარისხის თაობაზე, საზოგადოებაში მრავალი კითხვა არსებობს და საფუძვლიანიც, თუმცა, ბოლო დროს უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი რძის ფხვნილისა თუ შედედებული რძის თემა სკანდალურიც კი გახდა. უფრო მეტიც, რძის პროდუქტის ირგვლივ ატეხილი სკანდალი ძირითადად სიმართლე აღმოჩნდა და ბევრი რამ დადასტურდა, რაც მოსახლეობაში შიშის წარმოქმნის საფუძველი გახდა. კერძოდ, ეს შეეხებოდა ყველის გაურკვეველი შემადგენლობით დამზადებას. კონკრეტულად კი საუბარი იყო რძის ფხვნილსა და ირანიდან შემოტანილ შედედებულ რძეზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, მართლაც გამოვლინდა ყველის არარეგისტრირებული მრავალი მწარმოებელი. კერძოდ, ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები და ისე ამზადებენ ყველს, შემდეგ კი მის რეალიზაციასაც დაუბრკოლებლად ახდენენ. სეს-ის მიერ მოხდა იდენტიფიცირება და დაჯარიმება, უფრო მეტიც _ არა ერთგან შეჩერდა საწარმოო პროცესიც.

რა ხდება ამ მხრივ გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთში?

საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ არის: ჩვენი ერთდღიანი მოკვლევის შემდეგ, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში განთავსებულ სავაჭრო დახლებსა თუ სუპერმარკეტებში გასაყიდად გამოტანილ ყველს და რძის შემცველ პროდუქტად წოდებულ სურსათს დოკუმენტური მტკიცებულება ან არ ახლავს, ან ღიმილისმომგვრელი, ერთჯერადად ამობეჭდილი ინფორმაცია აქვთ მიკრული, ყოველგვარი ბეჭდისა და ფაქსმილეს გარეშე.

დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ ასეთი ბეჭდური "მტკიცებულების" გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს უპრობლემოდ შეუძლია და სადაც გაუხარდება, იქ გააკრავს.

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, სპეციალურად განკუთვნილ სექციაში და ასევე ალაგ-ალაგ, ყოველთვის იყიდება სოფლის მოსახლეობის მიერ შემოტანილი ყველი, რომლის ნამდვილობა უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ე. წ. ქარხნული ყველის. თუმცა, არც ერთ გამყიდველს არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნია და უმეტესობას აქვს ერთი ბანალური პასუხი: "საქმე დაგელიათ? ვიბარებთ ყველს, მოაქვთ სოფლიდან, ზოგს ქალაქიდანაც. რაა საეჭვო? წადით, ერთმანეთს რომ ხოცავენ ეს შეშლილი პოლიტიკოსები, იმათ მიხედეთ!"

შედარებით კორექტულად მოსაუბრენი ამბობენ, რომ აქვთ ყველანაირის საბუთები, თუმცა "ბუღალტერი რომ წავიდა შინ, ეს დოკუმენტაციაც გაიყოლა".

ოზურგეთის ბაზარში მდებარე მარკეტში, რომელიც ინდმეწარმე "გია ტყეშელიაძეს"ეკუთვნის, რძის შემცველი პროდუქტი, რასაც ხალხი მაინც ყველს ეძახის, ერთი კილოგრამი ცხრა ლარად იყიდება. აქ წარმოდგენილი ეტიკეტის მიხედვით, რომლის გამცემად შპს "ნინი" არის დასახელებული, რძის შემცველი პროდუქტის შემადგენლობა ერთჯერადად ამობეჭდილ ფურცელზე წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით: "ცხიმი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ნახშირწყლები, მათ შორის შაქრები, ცილა, მარილი... შეიცავს ალერგონს." "შენახვის პირობების" გასწვრივ გაურკვეველია ტემპერატურის აღმნიშვნელი რიცხვია, ხოლო დამზადების თარიღია 13 იანვარი, გამოყენება კი 13 თებერვლამდეა დაშვებული. საკითხავია, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ერთ თვეზე მეტი არის თუ არა გასული ამ პროდუქტის დამზადებიდან, თუმცა, ერთი თვეც საკმაოდ დიდი დროა.

ვადების დაცულობის მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა შპს "მოდერნში" წარმოდგენილ ეტიკეტზე, სადაც აგროკონსორციუმ "წეროვანის" პროდუქციას ტრანსპორტირების პირობებში 15 გრადუსი ტემპერატურა აქვს მითითებული, დამზადების თარიღი 5 თებერვალია, ვარგისიანობის ვადა კი 12 თებერვლამდე არის მითითებული. პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანის ერთკვირიანი ვადა დამაკმაყოფილებელია და საპრეტენზიოც შესაძლოა, არაფერი იყოს, თუმცა, აქაც ეტიკეტირება ბეჭდური სახითაა წარმოგენილი ფურცელზე, ყოველგვარი დამოწმების გარეშე და ეჭვის საბაბს ღიად იძლევა.

ყველაზე მთავარი კი რაც არის, მოქალაქეთა ინდიფერენტულობაა _ ჩვენი დაკვირვების დროს, პროდუქტის შეძენისას, არც ერთ მოქალაქეს არ უჩნდება სურვილი, დაიცვას მომხმარებლის უფლება _ იკითხოს და გადაამოწმოს, რამდენად დაცულია ვადები, ხარისხი, შემადგენლობა და ასე შემდეგ.

საცხობი "ნონა ბებოს ღვეზელი", სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქცია იყიდება, აქ მომუშავეთა განმარტებით, მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს მოიხმარენ. ყიდულობენ სოფლიდან შემოტანილ ყველს და რძის შემცველ პროდუქტს, მათივე თქმით, ხელოვნურ ყველს, სარეალიზაციოდ არ იყენებენ.

_ ასეთი შემთხვევაც გვქონდა, მოიტანეს ე. წ. ქარხნის ყველი, თუმცა შემოთავაზებაზე უარი ვუთხარით და გავატანეთ უკან, _ გვითხრეს აქ.

კითხვაზე, აქვთ თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია, აქ მომუშავე ქალბატონებმა მეორე დღისთვის დაგვიბარეს. აქვე დასვეს სამართლიანი კითხვებიც, რატომ უნდა ებრძოლონ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მცირე ბიზნესს რის ვაივაგლახით აწარმოებენ, როცა მთელ ქვეყანაში ცნობილი გახდა, თუ ვის როგორ და რა გზებით შემოაქვს ქვეყანაში ირანული წარმოშობის შედედებული რძე თუ ფხვნილი.

_ ჩვენ რაც გვერჩით? სათავეში ვინც ამღვრევს წყალს, იმათ დაეტაკეთ. ყველაფერი უბედურება იქედან მოდის. აქ ყოველთვის სოფლის ყველს ვყიდულობთ და ყოველთვის შეიძლება ამის დაზუსტება, _ გვითხრეს "ნონა ბებოს ღვეზელის" თანამშრომლებმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი მანანა ერქომაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ ყველსა და რძის შემცველ პროდუქტს ყოველთვის ახლავს შესაბამისი ეტიკეტი.

კითხვაზე, როგორ ხდება გაურკვეველი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება, არსებობს ეტიკეტები, რომლის ანალოგიურიც, შესაძლებელია ყველა მოქალაქემ დაბეჭდოს, ის ამბობს, რომ რისკები ყოველთვის არსებობს.

_ ეტიკეტი მოჰყვება პროდუქციას, სადაც მითითებულია, თუ რომელ რეგიონშია ის დამზადებული. ხდება ასევე ნიმუშების აღება და შემოწმება.

_ ქალბატონო მანანა, გეგმიურად თუ არის დადგენილი, რამდენ ხანში ხდება ყველის ნიმუშის აღება და რომელ ლაბორატორიაში ისინჯება?

_ ასე ზუსტად არ არის გაწერილი. შეიძლება, თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერაც გახდეს საჭირო _ რისკებს გააჩნია. ლაბორატორია ჩვენთან არ არის. შემოწმება ბათუმში ხდება.

_ რძის საწარმო თუ არის გურიაში, სადაც ამზადებენ ეგრეთ წოდებულ ყველს?

_ არა, ნამდვილად არ არის. ერთი იყო ლანჩხუთში და იმანაც შეაჩერა მუშაობა.

_ კუსტარულად დამზადების შესახებ თუ გსმენიათ? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რძის შემცველ პროდუქციას ოზურგეთშიც ამზადებენ.

_ არ ვიცი, ასეთი არ მსმენია.

_ სოფლიდან შემოტანილ ყველს თუ უტარდება კვლევა და ნიმუშების აღება თუ ხდება?

_ როცა დაგვავალებენ, ვიღებთ. ისე კი შემოწმება ხდება, ნამდვილად არის თუ არა პირუტყვი ბრუცელოზზე აცრილი. ზოგადად, უყურადღებოდ არ ვტოვებთ არაფერს. გითხარით, რისკები არსებობს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც ვიცით, გამოავლინა არარეგისტრირებული მწარმოებლები. ინსპექტირება ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონტროლი გამკაცრებულია და ეს პროცესი გაგრძელდება, _ გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა.

როგორც საერთო სურათი გვიჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად უნდა შემოწმდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რძის პროდუქტებს აწარმოებს, მარტივი დაკვირვების დროსაც კი ადვილად ჩანს, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არაა. კერძოდ, რაც თვალში საცემია, რძის პროდუქტს ახლავს გაურკვეველი, ერთჯერადად ამობეჭდილი, ხელმოწერის გარეშე გამოფენილი ეტიკეტები. შესაძლოა, დიდი ალბათობით, ეს ეტიკეტი სწორიც იყოს, თუმცა, ძირითადად გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ლოგიკური კითხვა კი, როგორ იყოს დარწმუნებული მყიდველი ეტიკეტის სანდოობაში, რომელიც უბრალოდ, პრინტერზეა ამობეჭდილი, რატომ არ აქვს ამ დოკუმენტს დასრულებული სახე, თუნდაც, ფორმალურად, რომ მყიდველი გარეგნულად მაინც დარწმუნდეს მის საიმედოობაში _ მაინც პასუხგაუცემელი რჩება და ტოვებს დიდ, საფუძვლიან ეჭვს. ეს ის კითხვებია, რომელიც ყოველდღე აქტიურდება და არა ერთხელ მიგვაბრუნებს იმ უმწვავეს საკითხთან, რასაც რძის შემცველობის პროდუქციის წარმოება ჰქვია.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსი_ რა რეკომენდაციებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით; სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ; მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით; დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები); ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით; სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა; ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია; სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები; სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ... ...
  • მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის, ქედას, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიის თანამშრომლები, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრები და მიწის რეგისტრაციის საკითხებით დაინტერესებული პირები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის, ქონების რეგისტრაციისა და გეოდეზია-გეოინფორმაციის სამსახურების თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებენ. ცვლილებების თანახმად , 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, გახდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. რეგისტრაცია კვლავინდებურად წარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:  -   გაფართოვდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი არ იყო, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი; -   კიდევ უფრო გამარტივდა ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;  -   გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით; -   შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში  მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.   ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ იყო შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია. გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: -   რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე;  -   აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს;  -   მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ;  -  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: -  თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; -   შეიცვალა აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა; -   გაფართოვდა მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი ასეთ დოკუმენტად მიიჩნეოდა  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ. აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.  კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება. მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით  მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ... ...
  • განგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - ზურაბიშვილიგანგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. „დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება არ არსებობს. არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში. მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი. აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება. ასევე, გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება,“_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შეხვედრისას გადაკოცნას მოერიდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს შეხვედრისას გადაკოცნისგან თავი შეიკაონ. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“ ,_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...