რა არის საჭირო ცხოველების მიმართ სისასტიკის შესაჩერებლად_აქცია მეტრო „რუსთაველთან“

საზოგადოება

რა არის საჭირო ცხოველების მიმართ სისასტიკის შესაჩერებლად_აქცია მეტრო „რუსთაველთან“

2017 ოქტ 4 22:11:51

4 ოქტომბერს მსოფლიოში ცხოველების დღე აღინიშნება.  ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ და საქართველოში მსოფლიო ცხოველთა დღის ამბასადორმა, თეიმურაზ წიქორიძემ, ცხოველების მიმართ სასტიკი ქცევა აქციით გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორები და ასევე აქციაზე დასასწრებად მოსული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესაჩერებლად სისხლის სამართლის 259-ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს.

გარდა ამისა, საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს ცხოველებთან დამოკიდებულების შესაცვლელად.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში „საქართველოს ცხოველების დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ წევრი, ირაკლი გელიაშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში ცხოველების მიმართ სასტიკი ქცევის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.

 „ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია რაც მსგავს აქციებს მართავს. დღევანდელი აქცია მიზნად ისახავს, რომ რაც შეიძლება მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ. საქართველოში ძალიან ცუდი ვითარებაა. ბევრი ფაქტებია ცხოველების მიმართ სისასტიკის გამოჩენის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დახვეწილი კანონის უქონლობაა, რომელიც შეძლებს, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ რამე გაკეთდეს. როცა არ არსებობს კანონი, რომელიც ამას შეაჩერებს, მაშინ არც არავის აქტივობას აზრი არ აქვს. სისხლის სამართლის კოდექსში 1 კანონია, რომელიც არის ამ სისასტიკის წინააღმდეგ, მაგრამ ეს კანონი საჭიროებს დახვეწას, გამკაცრებას და კიდევ არის დასამატებელი რამდენიმე პუნქტი, რომ ამ კანონმა რამე შედეგი გამოიღოს. ამ მიზნით შევქმენით, წიქორიძის ინიციატივით, შევქმენით პეტიცია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტში შევიტანთ. ადრე ცხოველების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის ფაქტების შესახებ ვერ ვიგებდით. ახლა უფრო დაიხვეწა სისტემა და ბევრი ფაქტი გამოჩნდა, ბევრიც არ ჩანს. ხალხის განათლება აუცილებელი არის, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. სკოლებში უნდა იყოს პროგრამები, რომ ბავშვებმა გაითვითცნობიერონ, რომ ცხოველი არ არის არსება, რომელიც ჩვენ გვემსახურება, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია კანონის გამკაცრებაც“, _ამბობს გელიაშვილი.

„საქართველოს ცხოველების დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ გამგეობის წევრი, თამარ ჩხეიძე კი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ჰუმანურობა ისევე ვრცელდება ცხოველებზე, როგორც ადამიანებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის პოპულარიზაცია. ბოლო წლებში იმასთან შედარებით, რაც იყო, ხალხის განწყობა და შეგნება ცხოველების მიმართ გაუმჯობესდა, მაგრამ  მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ყურადღების მიპყრობა და რაც მთავარია არსებული კანონმდებლობის შესასრულებლად და გასამკაცრებლად კატეგორიული მოთხოვნილების დაყენება, რადგან არსებული კანონი ძალიან მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისათვის. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამკაცრდეს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეს სხვა ცივილიზირებულ ქვეყნებშია და შეუგნებელ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ დაუსჯელობის სინდრომი, რომ ცხოველის დაჩაგვრა დაუსჯელად შეუძლიათ. რაც მეტი ადამიანი შეიგრძნობს რას ნიშნავს ცხოველი და მისი გრძნობები, მით უფრო კარგია ეს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის და მარტო ცხოველებისთვის კი არა, თავად ადამიანებისთვის. საზოგადოების ჰუმანურობა ვრცელდება როგორც ადამიანებზე, ისე ცხოველებზე და ამათი გაყოფა ერთმანეთისგან არ შეიძლება“,_ამბობს  ჩხეიძე.

ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მოსული ერთ-ერთი მოქალაქე, ლელა მიქაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცხოველების მიმართ სისასტიკე რუსთავში ხშირია.

„ აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ ძაღლები უზომოდ მიყვარს. ზოგჯერ ისეთ ფაქტებს ვხედავ რუსთავში, რომ მიკვირს ადამიანები ასეთი სასტიკები როგორ არიან. თუმცა ეს პრობლემა მარტო რუსთავში არ დგას.  მქონდა შემთხვევა, როცა ქუთაისში ვიპოვნე ძაღი, რომელსაც ტირის თოფით ჰქონდა გახვრეტილი შუბლი. ვერ დადიოდა. ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. გამოვიძახე ვეტექიმი, მაგრამ ამაოდ, ძაღლს ვერ ვუშველე. მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა. კანონი უნდა გამკაცრდეს და ყველას დაეკისროს პასუხისმგებლობა“,_ამბობს მიქაია.

 როგორც აქციაზე მისული ფსიქოლოგი, გიორგი დონაძე ამბობს, საზოგადოებას ცნობიერების ამაღლება სჭირდება.

„საზოგადოებას უნდა დავანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაუცველი ცხოველების დაცვა. მნიშვნელოვანია ასევე ცნობიერების ამაღლება და ჰუმანური მეთოდების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. ასევე კანონის გამკაცრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა, რომელიც მკაცრად მოექცევა ცხოველს, იცოდეს, რომ შესაბამისი რეაგირება მოხდება და მხოლოდ 250 ლარით არ დაჯარიმდება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული. მშობლები ხშირად ბავშვებს ცხოველების მიმართ შიშს უნერგავენ, ზოგჯერ გამოთქმებით. ბუნებრივია, როდესაც ადამიანს გეშინია, მით უფრო სურვილი გიჩნდება მას გაერიდო. რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისე გამძაფრებულად, რომ ყველა ცხოველი საშიშ და აგრესიულად ჩაითვალოს, უფრო მეტიც, ზოგჯერ ადამიანები უფრო საშიშები და აგრესიულები არიან ვიდრე ცხოველები“,_ამბობს ფსიქოლოგი.

ამავე თემაზე:

მეტრო „რუსთაველთან“ ცხოველების უფლებადამცველები აქციას მართავენ




 ახალი ამბები
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...