რა გახდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ბოლო წვეთი

საზოგადოება

რა გახდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ბოლო წვეთი

2019 ივლ 23 12:11:32

გოჩა ლომაძე, რომელმაც ლაჩხუთის სპორტული ცენტრის დირექტორის პოსტი ალექსანდრე სარიშვილის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში ჩაიბარა,   სამსახურიდან გათავისუფლებულია. ლანჩხუთის მერიაში ლომაძის გათავისუფლების  ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რა გახდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ჯერჯერობით, დუმილს ამჯობინებს  ცენტრის აწ უკვე ყოფილ დირექტორი გოჩა ლომაძეც.

აღსანიშნავია, რომ გოჩა ლომაძის დირექტორად დანიშვნას ცენტრის თანამშრომლები იმთავითვე არ შეხვედრიან ერთსულოვანი კეთილგანწყობით. მათი ნაწილი მაშინ  პირად საუბრებში არ მალავდა, რომ ახალი დირექტორის კანდიდატურა მათთვის მიუღებელი იყო. მოგვიანებით, თანამშრომელთა ნაწილმა ღიად გაილაშქრა დირექტორის წინააღმდეგ და „გურია ნიუსის“ საშუალებით გასულ წელს მისი მისამართით ხმაურიანი ბრალდებებიც გააჟღერა. მაშინ  თანამშრომელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ  დირექტორის მხრიდან შევიწროებას განიცდიან, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირზესკოტჩიაიკრა და სამსახურში ისე გამოცხადდა.

თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მათზე სიტყვიერი ძალადობა სპოტულ ცენტრში უკვე სტანდარტადაა ქცეული. თანამშროლებს სუს-ით აშინებს და სრულ ტერორში ჰყავს.  მე ასე მინდა და ასე უნდა იყოს _ ამ პრინციპით აკეთებს ყველაფერს. თუ მაგის თვალი და ყური იქნები და ამბებს მოუტან, მაშინ პრობლემა არაა, მისაღები თანამშრომლი ხარ, თუ არადა, მოგჭამა ჭირი. სამსახური კი არა კარცერია. რამდენიმე რჩეული თანამშრომლი ჰყავს, დანარჩენებს კი ათვალწუნებით უყურებს. ვინ საიდან მოიყვანა და დაასაქმა, არავინ იცის. ხელფასებიც პირადი შეხედულებით გაუზარდა ზოგიერთს. ძველი თანამშრომლებიდან ზოგს საერთოდ დაატოვებინა სამსახური, ზოგიც სხვა განყოფილებაში გადაიყვანა, განათლებულ და პროფესიონალ კადრს არ აჩერებს, უვიცებით გავსო იქაურობა“, _ იად უპირისპირდებოდა ლომაძეს ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ციური სიხარულიძე, რომელმაც, როგორც თავად ჰყვებოდა, სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე  გადაწყვეტილება აღელვებულ ნიადაგზე, ლომაძესთან დაახლოებულ ერთ-ერთ თანამშრომელთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიიღო.

თუმცა, თავად ბრალდებების ადრესატი  მას და სპორტული ცენტრის თანამშრომლებს შორის არსებულ რაიმე სახის დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად  გამორიცხავდა და  არც თანამშრომლის  მხრიდან პროტესტის ნიშნად პირის აკვრის შემთხვევას ადასტურებდა -„ოჯახში არ იქნება ერთი აზრი, არათუ _ სამსახურში, მაგრამ არანაირი კონფლიქტური სიტუაცა არ არსებობს ჩვენ შორის და არც პირი აუკრავს ვინმეს, ტყუილია ეს! სამსახურში კონფლიქტი და პირადი ინტერესები არ მაინტერესებს, ყველაფერს ვაკეთებ კანონის ფარგლებში. პირადი ინტერესები  სამუშაო საათების შემდეგ. ჩვენ, უფროსიც და რიგითი თანამშრომელიც, შინაურულად რომ ვთქვა, ერთ ქვაბში ვიხარშებით. ჩემთვის მთავარი ბავშვების მომავალი, კანონი და წესრიგია. ამისთვის დავდივარ სამსახურში, გასწორებული მაქვს დღე და ღამე, რომ შედეგი მქონდეს. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს ჩემსა და რომელიმე თანამშრომელს შორის. თანამშრომლებისგან  ვითხოვ მხოლოდ  წესრიგს, რომ  დილის ცხრა საათზე გამოცხადდნენ სამსახურში, ისარგებლონ კუთვნილი შესვენებით, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ კი თავისუფლები არიან. კანონის უხეში დარღვევა იქნება, მათ რომ ვუთხრა, როცა გინდათ, მაშინ მოდით-მეთქი“.

მაშინ ლომაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს  თანამშრომელთა მეორე ნაწილიც გამოექომაგა წერილობით: „დირექტორი თანამშრომლებისგან ითხოვს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პატიობს რამდენიმე გადაცდომას, მაგრამ თუ დარღვევებს სისტემატური ხასიათი მიეცა, აკეთებს შესაბამის რეაგირებას. არ გვახსოვს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამშრომელს ეთხოვოს გათავისუფლება და არ გაეწიოს ანგარიში. ჩვენი კოლექტივი არის შრომისმოყვარე, მეგობრული და გვაქვს ერთი მიზანი_ აღვზარდოთ ჯანმრთელი და სასახელო სპორტსმენები.“

მორიგმა აშკარა დაპირისპირებამ  ლანჩხუთის სპორტული ცენტრში თავი ამ რამდენიმე თვის წინ იჩინა, როცა სოციალური ქსელის საშუალებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობის მისამართით უკმაყოფილება ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მწვრთნელმა დავით მჟავიამ დააფიქსირა და  იქვე ცენტრის ხელმძღვანელობას რჩევასაც მისცა, რომ  მოჩვენებითი სიმშვიდის ილუზიები სპორტულ ცენტრში დაესრულებინა. 

ყველაფერ ამას, ბოლო დღეებში საჭიდაო დარბაზ „ფალავანთან“ დაკავშირებული  ინცინდენტიც დაერთო, როცა შენობაზე სახურავის არ ქონის გამო წვიმის შედეგად  რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი განადგურდა. „ფალავანში“   შექმნილ სავალალო მდგომარეობაში  სწორედ  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავდნენ ოპონენტები. მწვრთნელი დავით მჟავია ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თემაზე ხმამაღალ საუბარს არ მოერიდა და მომხდარში დირექციის შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

 „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული, ახალდაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, ნამდვილი ვანდალიზმია.

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება _ სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, მით უმეტეს, როცა სახურავია გადამძვრალი და შენობაში  ძვირადღირებული ინვენტარია განთავსებული, დარბაზი აუცილებლად უნდა აელაგებინათ“, _ ამბობდა  მწვრთნელი.

მართალია, სპორტული ცენტრის დირექციამ განცხადება მაშინვე გააკეთა და ძვირადღირებული ინვენტარის გაფუჭება კატეგორიულად უარყო, მაგრამ, ფაქტია, „ფალავანის“ შემთხვევა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ბოლო წვეთად იქცა. 

ახლა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის  მოვალეობის შესრულება დირექტორის მოადგილეს, დიტო მარშანიშვილს აქვს დაკისრებული, სამომავლოდ კი ამ პოსტის დასაკავებლად კულუარებში ზემო ნახსენებ დავით მჟავიასა და კარატისტ მერაბ თურქიას კანდიდატურებს განიხილავენ.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...