რა გეგმა აქვს სახელმწიფოს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად

gurianews.com

საზოგადოება

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად

2018 მარ 20 11:40:00

 აზიური ფაროსანა  საქართველოში  2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა.  თხილის გარდა, აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას,  კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, დღეისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამთავრობო კომისიის წევრი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და  სასოფლო სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა_ ეს იმ სამოქმედო სამოქმედო პროგრამის მიზანია, რაც მიღებული გამოცდილების საფუძველზე და ქართველი და უცხოელი მეცნიერების/სპეციალისტების ჩართულობით   შემუშავდა.

სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს:

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება.

უმნიშვნელოვანესია: ფერმერებმა დროულად და სრულყოფილად ჩაატარონ აგროტექნიკური და შეწამვლითი სამუშაოები საკუთარ სავარგულებში;

ბიზნეს-ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობის არეალში;

მოსახლეობამ შესაბამის სტრუქტურებს უნდა შეატყობინოს მავნებლის ინვაზიის შემთხვევების შესახებ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შეძენილია 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი, 100000 ფერომონი, 160000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, 200000 ლიტრი ზეთოვანი პირეტროიდული ინსექტიციდი.

აღნიშნული ინსექტიციდების და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 250 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება  4 -ჯერადად.

რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს: ცივ პერიოდში მავნებელი იმყოფება გამოზამთრების ფაზაში, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მარტის ბოლომდე, მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანია მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გატარება. პარალელურად სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს: საგანმანათლებლო ბეჭდური მასალების მომზადება; ვიდეორგოლებისა და კლიპების მომზადება; ინტერნეტ გვერდის  შექმნა;  სატელეფონო ცხელი ხაზის/საინფორმაციო ცენტრების შექმნა; მოსახლების შემდგომი ტრეინინგების მიზნით „ტრენერთა ტრეინინგი“ აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული უწყებების, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და კერძო სექტორის წარმომადგენლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის ცენტრების,  და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისათვის; ღონისძიებების ჩატარებისათვის დამატებითი პერსონალის შერჩევის პროცესის დაწყება მუნიციპალიტეტების მიხედვით; საველე პირობებში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო ლოგისტიკური ცენტრების შერჩევა;  სამეცნიერო მუშაობა - მავნებლის ბიოეკოლოგიური თავისებურებების დადგენისა და ბრძოლის ღონისძიებების ოპტიმიზაციის მიზნით,  ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეებთან მუდმივი კომუნიკაცია.

მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება: ფერომონიანი ხაფანგების განთავსების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; მოსახლების ინტენსიური ტრენინგი აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართულობის მიზნით და საგანმანათლებლო ბეჭდური მასალების გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; სპეც ტექნიკის, ფერომონების, ინსექტიციდების და სხვა დამხმარე საშუალებების მიღება და დასაწყობება შესაბამის რეგიონებში.

აპრილში უკვე შეინიშნება ფაროსანას ეტაპობრივი გამოსვლა მოზამთრეობის ადგილებიდან, ხდება მათი თავმოყრა საცხოვრებელი სახლების ირგვლივ, ტყის პირებში, მიტოვებულ შენობებთან.

შესაბამისად: ფერომონიანი ხაფანგების განთავსება გაგრძელდება მაღალი რისკის ზონებში; მოხდება ადგილობრივი სპეციალისტების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ  სამონიტორინგე სისტემებზე ასახული ინფორმაციის მიღება და ანალიზი;

ფერომონიანი დამჭერების განთავსდება ტყისპირა ზოლებში მაღალი რისკის ადგილებში „მოიზიდე და მოკალი“  ტექნოლოგიის გამოყენების მიზნით და ამ ადგილების  პერიოდულად ქიმიურად დამუშავდება; სამონიტორინგე სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მავნებლის მაღალი კონცენტრაციის ადგილებში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობები, ჭალები, ტყისპირები, მიტოვებული შენობები) სურსათის ეროვნული სააგენტო  განახორციელებს შეწამვლით ღონისძიებებს სპეც. ტექნიკის გამოყენებით;       

მაისში იწყება ფაროსანას მასობრივი გამოსვლა და მიგრაცია მოზამთრეობის ადგილებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და რისკის ქვეშ დგება დასავლეთ საქართველოში თხილის კულტურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თესლოვანი და კურკოვანი კულტურები, ასევე თავთავიანი კულტურები;

შესაბამისად, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სამონიტორინგე სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მავნებლის მაღალი კონცენტრაციის ადგილებში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობები, ჭალები, ტყისპირები, მიტოვებული შენობები) სურსათის ეროვნული სააგენტო  სპეც. ტექნიკის გამოყენებით განახორციელებს შეწამვლით ღონისძიებებს. როგორც „თერმული ნისლის“ გამოყენებით, ასევე მცირემოცულობიანი შემასხურებელი აგრეგატებით.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.




 ახალი ამბები
  • ორი ურთიერთგამომრიცხავი სკანდალური ჩანაწერი _ ჯაფარიძეს სუბელიანთან კითხვა არ გასჩენიამთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებული 6 ივლისით დათარიღებული ფარული ჩანაწერი, რომელის ფიგურანტი პირები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არიან, თავდაყირა აყენებს 11 ოქტომბრით დათარიღებული ფარული ჩანაწერის შინაარსს, რომლის ავთენტურობა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უკვე დაადასტურა.  6 მაისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში ვიქტორ ჯაფარიძე ინტერესდება, მართლა აქვს თუ არა სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ შემონახული კომპრომატები, რაზეც სუბელიანი პასუხობს, რომ არა! „საზოგადოება ხომ დაიჯერებს?“_ აღნიშნავს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი. _ თუ 6 ივლისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანი უარყოფს ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე კომპრომატის არსებობს, გაურკვეველია, რატომ ამტკიცებს საპირისპიროს 11 ოქტომბრით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში _ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობს. _ ბატონო ვიქტორ, მივყვეთ ქრონოლოგიურად, 6 ივლისს გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები არ გააჩნია. 11 ოქტომბრით დათარიღებულ  ფარულ ჩანაწერში კი ხელისუფლებას პირდაპირ ფაქტების გასაჯაროვებით ემუქრება. რატომ  იკვეთება  ორ ფარულ ჩანაწერში სუბელიანის ურთიერთსაპირისპირო პოზიცია? ან თქვენ 6 ივლისის შემდეგ, რა ფაქტების გასაჯაროვებით იმუქრებოდა სუბელიანი კითხვა აღარ გაგიჩნდათ? _ ხომ არის რაღაც, რაზეც თქვენც არ გიჩნდებათ კითხვები?! არ მიჩნდებოდა შეკითხვა. ვთვლი,  მაქვს უფლება, რომ  მივიღო კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გავამხილო. მეორეც, გეუბნებით, რომ სისულელეს მელაპარაკებოდა  და რა დამეჯერებინა?! კიდევ შევალ, კიდევ ჩაწერონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. მე ვიცი, რომ მართალი ვარ კანონის წინაშე. აწი ვისაც რა უნდა ის ჩაწეროს და იკითხოს. რამდენჯერაც მეტყვის არა მარტო მირზა სუბელიანი, არამედ სხვა პატიმარიც იმდენჯერ მივალ. კიდევ რომ დამირეკოს და მითხრას, შემოდი, ცუდად ვარო, კიდევ შევალ. თუ ვინმეს ჩაწერა უნდა, კიდევ ჩაიწერონ. მოვალე ვარ კონსტიტუციით, როცა პატიმარი  ითხოვს ჩემთან შეხვედრას, მივიდე და შევხვდე“ ,_გვითხრა ჯაფარიძემ. მთავარ კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ორი ფარული ჩანაწერის შინაარსი ერთი მეორეს?   _ განმარტება მთავარ პროკურატურას, ჯერჯერობით, არ ... ...
  • “ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია ახლიდან დადგეს“ _ ნათელაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზედღეს ოზურგეთში საპრეზიდენტო კანდიდატი, “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა. “გურია ნიუსმა“ მას პროკურატურის მიერ სუბელიანის და ჯაფარიძის  ახლახან გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შესახებ სთხოვა კომენტარი. “ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ის შეხედულება, რომ სახელმწიფო იმართება კრიმინალური მეთოდებით და შეუძლიათ, შევიდნენ პატიმართან და ძალადობით, სარდაფში ჩაყვანით, წამებით, შანტაჟით აიძულონ ახალი დადგმა სიუჟეტისთვის. ილაპარაკონ იმ ძველი რიცხვით, რაც მათ აწყობთ. ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია, ახლიდან დადგეს იმ კამერაში თავის გადასარჩენად სასარგებლო სიუჟეტი, რათა განემუხტათ ხალხის მრისხანება. მინდა ვთქვა, რომ ხალხის რისხვას ვერაფერი  შეაჩერებს“, _ გვითხრა შალვა ... ...
  • ზვიად ანდღულაძეს ჩვენი დახმარება სჭირდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში მცხოვრებ ზვიად ანდღულაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ის ამჯერად  ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რის შემდეგაც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, რადგან ყოველგვარი ფინანსური რესურსი ამოწურა. ახლა საცხოვრებელ სახლსაც ყიდიან. ოჯახი მთლიანად კეთილი ადამიანების იმედადაა. მივცეთ ახალგაზრდა კაცს ცხოვრების გაგრძელების შანსი. ზვიადის დასახმარებლად ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში: ანგარიშის ნომერი: GE80LB0711121700536000 მიმღები: ლიანა ... ...
  • ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები თავს ვერ იკავებენ და მაინც მლანძღავენ (R)ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა: „ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახალი ხელწერა არ არის. „ეს ადამიანები, რომლებიც დადიან ჩვენ შეხვედრებზე და არღვევენ ყველა წესს, არიან ჩამოყვანილები სხვა ქალაქებიდან. მათ არ აქვთ ბევრი სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა, როგორ გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოადგილე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და გარემოს. ეს არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ ისწავლა მოქცევა. თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები. ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე...პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც გამოძიების ვერსიით გლდანის ციხეშია ჩაწერილი, ერთმანეთს კი მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრებიან. ჩანაწერში აღარ ჩანს მესამე პირი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. საგამოძიებო უწყება ამ ჩანაწერის გავრცელებით სავარაუდოდ, შეეცადა გაებათილებინა მანამდე გავრცელებული ჩანაწერი და იქ სუბელიანის მიერ დასახელებული სკანდალური ფაქტები. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დღეს გავრცელებული ჩანაწერი ინსცენირებული იყოს. ჩანაწერში, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით 6 ივლისით თარიღდება, სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ მოქმედებს და ფიქრობს, რომ მისი ბრალდების შესაბამის უმაღლეს სასჯელს განუსაზღვრავე. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ თუ მასთან თამაშს გააგრძელებენ პასუხსაც მიიღებენ. სუბელიანი ამავე ჩანაწერში იმეორებს, რომ პირობა სასჯელის ერთ წელზე აქვს მიღებული. მოზარდების მკვლელობის საქმე კი მისი ძალისხმევით გაიხსნა. ვიქტორ ჯაფარიძე მას რამდენჯერმე უმეორებს, რომ განერვიულებულია და ურჩევს დამშვიდდეს. ჩანაწერის ბოლო ნაწილში, ჯაფარიძე სუბელიანს ეკითხება, მართლა აქვს თუ არა ჩანაწერები გახმაურებულ საქმეებზე, მოწმეებზე ზეწოლის ფაქტებზე, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ, რაზეც სუბელიანი ამბობს , რომ ის იტყვის და დაიჯერებს საზოგადოება, მერე ამტკიცოს ხელისუფლებამ რომ ფაილები არ არსებობს. „ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, „ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ. „კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? - სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა...ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“, - ამბობს ჩანაწერში სუბელიანი. სუბელიანი ჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა მოკლული მოზარდის მამაზეც საუბრობს, ის ზაზა სარალიძეს მოსყიდულს უწოდებს და მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლების ოპონენტებმა გარიგება არაერთხელ შესთავაზე, მათ შორის ნიკა გვარამიასაც ასახელებს. საუბრის ბოლოს, სუბელიანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სტრესულ მდგომარეობაშია, „გონკებშია“ და ძალიან უჭირს სამარტოო საკანში ჯდომა. წყარო: რუსთავი2 ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?