რა ღირს ოზურგეთის ბაზრიდან ნაგვის გატანა

საზოგადოება

რა ღირს ოზურგეთის ბაზრიდან ნაგვის გატანა

2018 ოქტ 16 15:47:00

გასულ თვეში "გურია ნიუსი" წერდა ოზურგეთს აგრარული ბაზრიდან ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელების მიერ ნაგვის ურნების გატანის შესახებ. მიზეზი ამ ნაბიჯის გადადგმისა, როგორც ორივე მხარე ადასტურებს, დასუფთავების საფასურის გადაუხდელობა გახდა.

როგორც მაშინ შპს "სოფლის ნობათის" დირექტორი ნოდარ ცინცაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავდა, პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდებოდა, თუმცა, ეს მარტივი არ აღმოჩნდა _ მხარეები ვერ მორიგდნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, კონკრეტულად, დასუფთავების სამსახურში მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნა კანონიერია, ექვემდებარება კანონს და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო, შპს "სოფლის ნობათი", როგორც თავიდანვე ამბობდნენ, ხუთასი ლარით დააჯარიმა. "სოფლის ნობათის" ხელმძღვანელებმა არც ჯარიმა გადაიხადეს და დავა სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა, იგი მომდევნო კვირისთვის გადაიდო.

შპს "სოფლის ნობათის" ადვოკატი, გიორგი ხუროშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, რომელიც განიხილავდა, თუ როგორ დააჯარიმა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "სოფლის ნობათი" ერთ კვირაში ორჯერ, ხუთას-ხუთასი ლარით.

_ ხუთასლარიანი ჯარიმა ზედამხედველობის სამსახურმა დაუწერა კომპანიას იმისთვის, რომ მათ ხელი არ მოაწერეს დასუფთავების სამსახურის მიერ შეთავაზებულ კაბალურ ხელშეკრულებას.

კომპანია პირნათლად იხდის გადასახადს იმ რაოდენობით, რასაც კანონი ითვალისწინებს. შპს "სოფლის ნობათს" იჯარით გადაცემული აქვს ოთხიათას ოთხასი კვმ. მიწის ნაკვეთი, მათზე განთავსებული შენობებით. ამ შენობების საერთო ფართი 1 137 კვმ-ს შეადგენს. აქედან, 737 კვმ. გაცემულია ქვეიჯარით და ეს ქვემოიჯარეები პირნათლად იხდიან გადასახადს. დარჩა 3 263 კვმ. სავალი ნაწილი ანუ შიდა გზები, რომლითაც ყველა თანაბრად სარგებლობს და გადასახადის გადახდას არ ექვემდებარება. კომპანიები, რომლებიც გაცილებით მეტ ფართს ფლობენ, რომელი მათგანი იხდის იმ ზომის გადასახადს, რაც "სოფლის ნობათს" დაუწესეს? აი, ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი კომპანიის დირექტორმა, რისთვისაც დააჯარიმეს 500 ლარით, რომელსაც, რა თქმა უნდა სასამართლო გააბათილებს, _ გვითხრა ხუროშვილმა.

თუმცა, ხუროშვილს და ასევე, "სოფლის ნობათის" ხელმძღვანელს არ ეთანხმება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე _ მან "გურია ნიუსთან" აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

_ ჩვენ უკანონოდ არაფერს ვითხოვთ. ტარიფი ჩვენ ხომ არ დაგვიდგენია? იციან, რომ ეს არის საკრებულოს გადაწყვეტილება. მე ვესაუბრე ბაზრის დირექტორს. ბაზრის შიდა ტერიტორიის ფართს გამოვაკელით ყველა ის ფართი, რომელზეც შენობებია განლაგებული. ასევე, ვუთხარით, რომ თუკი რაიმე დაუტვირთავი ტერიტორიაა, ეთქვათ და იმასაც გამოვაკლებდით. რეესტრშია ეს ყველაფერი გატარებული _ ჩვენ ხომ არ მოგვიგონია?

რაც შეეხება შიდა გზას, ჯერ ერთი, ვინ დაარქვა "შიდა გზა", სად წერია ასეთი რამ? ყველას რომ შიდა გზა დაარქვან, ფეხით სადაც უნდა გაიაროს ადამიანმა, მაშინ გადასახადსაც არავინ გადაიხდის. ნაგავი, რაც შიგ გროვდება, ესეც გამოაქვთ და ბაზრის გარეთ კი ყრიან მაინც ბუნკერებში. რა გამოდის? მაინც ჩვენ გაგვაქვს და ვემსახურებით უფასოდ. რაიმეს ახალს ხომ არ ვამბობთ?! ადრე როგორც იხდიდნენ, არ იყო სამართლიანი გადახდა. არასწორად არაფერია ნაანგარიშევი. დარწმუნებული ვარ, სასამართლო დავას მოვიგებთ. როგორმე უნდა მოწესრიგდეს ეს საქმე კანონიერად. მე ცუდს არაფერს ვაკეთებ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ.  კანონის შესაბამისად ვმოქმედებ და არავის ინტერესი არ მაქვს, _ გვითხრა ქუტიძემ.

რა მდგომარეობაა დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში?

აქ დაგვხვდა საგანგებო აბრა წარწერით, რომ ნაგავი არ უნდა დაყარონ. ბაზრის მეორე კუთხეში კი შეგროვილი ნაგვის დაწვის მცდელობას რომ ჰქონია ადგილი, ნახევრად დამწვარ გროვას ეტყობა.

იქვე, შინაურ ფრინველითა და ცხოველებით მოვაჭრეები საუბრობენ ახლოს მცხოვრებ ვახრამოვების ოჯახზე, რომლებმაც ახლახან გამოთქვეს პრეტენზია, რომ ნაგავი და სუნი აწუხებთ.

_ სანამ ამ შენობას ააშენებდა სიორიძე, მანამდე ჩვენ ღამით მაგ ხალხს ვუტოვებდით გასაყიდ ქათმებსა თუ გოჭებს. ვიხდიდით ფულს, თუმცა, არასოდეს უთქვამთ, რომ სუნი აწუხებდათ. ახლა მოშორებით ვართ და რამ შეაწუხათ? მოკლედ, აირია მონასტერი... _ ამბობენ მოვაჭრეები.

რაც შეეხება შპს "სოფლის ნობათის" დირექტორის, ნოდარ ცინცაძის პოზიციას, ის ამბობს, რომ ამდენი გადასახადი არ ეკუთვნით და სასამართლოსაც ამიტომ მიმართეს. კითხვაზე _ რას იზამს, თუ სასამართლო პროცესს წააგებენ, ნოდარ ცინცაძემ თქვა, რომ იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად:

_ თუ სასამართლო დაგვაკისრებს ჯარიმის გადახდას, რა თქმა უნდა, გადავიხდით.

 რაც შეეხება ნაგავს, ცინცაძემ თქვა, რომ ყველანაირად ცდილობენ ბაზარში სისუფთავე იყოს და სამართლიანი შედეგის დადგომამდე, ამის გამო, მოვაჭრეებს პრობლემებს არ შეუქმნიან.




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...